x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ის ერთი თვე "კომაში" იყო და რაც გაღვიძებისთანავე თქვა, მსოფლიო გააოგნა

ხშირად გვესმის ისტორიები ცხოველთა ერთგულებაზე, ბევრ თქვენგანს კი ამის გამოცდილებაც აქვს. ძაღლი ჰაჩიკოს ამბავი ისტორიის ნაწილი გახდა, მრავლადაა ასევე ფოტოკოლაჟები სოციალურ ქსელებში, სადაც ოთხფეხა მეგობრები პატრონების საფლავებზე აღამებენ და ათენებენ და საოცრად შთამბეჭდავია, როდესაც მათ ასეთი სიყვარული შეუძლიათ. დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ ძაღლის "კიდევ ერთი" ერთგულების ამბავი მინდა გიამბოთ.


ქალბატონი Francis Romero ჩავარდა კომაში. (კომა (ბერძნ. koma - ღრმა ძილი, თვლემა) კომატოზური, მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაა - ცნობიერების ღრმა დარღვევა და გარე გამღიზიანებლებზე ორგანიზმის რეაქციის მკვეთრი შესუსტება ან სრული დაკარგვა. ახასიათებს რეფლექსების თანდათანობით მოშლა სრულ გაქრობამდე, სუნთქვის სიღრმისა და რიტმის დარღვევა, მაჯისცემის შენელება ან აჩქარება, ტემპერატურული რეგულაციის მოშლა, არტერიული სისხლის წნევის დაცემა და ა. შ.

კომა ვითარდება თავის ტვინის ქერქის, ქერქვეშა მიდამოსა და ცენტრალური ნერვული სისტემის უფრო დაბალი უბნების ღრმა შეკავების შედეგად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის, თავის ტრავმის, ანთების (ენცეფალიტი, მენინგიტი, მალარია) და სხვა დროს; შეიძლება გამოიწვიოს მწვავე მოწამვლამ, ან განვითარდეს შაქრიანი დიაბეტის, ურემიის (ურემიული კომა) ჰეპატიტის დროს. ამასთან ნერვულ ქსოვილში ირღვევა ტუტემჟავური წონასწორობა, ვითარდება ჟანგბადის შიმშილი და სხვა. კომას წინ უძღვის პრეკომატოზური მდგომარეობა.) ექიმების განცხადება კი იყო სამწუხარო. პროგნოზი იმისა, რომ ქალბატონი ფრენცისი გადარჩებოდა, რა თქმა უნდა იყო ცუდი. თუმცა მაინც იმყოფებოდა ხელოვნურად სასუნთქ დანადგარზე. მისი ოთხფეხა (ძაღლი) მეგობარი თავისი ქმედებით ამის საპირისპიროს მეტყველებდა, ვინაიდან ის ყოველდღე მიდოდა პატრონთან და მის გვერდით წვებოდა.


განსაზღვრული პერიოდის შემდეგ მოხდა სასწაული, ქალბატონი ფრენცისი მოვიდა გონზე და გაღვიძებისთანავე აი ეს თქვა: " ჩემთან ყოველ დღე მოდიოდა თეთრებში ჩაცმული ანგელოზი და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, სად არის ის ანგელოზი? " მედ პერსონალი და ფრენცისის სრულიად საახლობლო გაოგნებული იყო მომხდარით და გაგონილით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მის ერთგულ ოთხფეხა მეგობარს მსგავსი სასწაულის მოხდენა შეეძლო, ქალბატონი ფრენცისი ფაქტობრივად ხელახლა დაიბადა. ალბათ მხოლოდ ისაა საკმარისი, რომ სუფთა გულით რაღაც ძალიან მოვინდომოთ და იქ, სადღაც, ჩვენი წილი სიხარული და ბედნიერება აუცილებლად "დაგვებერტყება".



image


4
3249
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3249
  
2017, 10 მარტი, 21:38
როგორც ჩანს მზრუნველი ძაღლია, ფოტოს მიხედვით
2016, 4 ივნისი, 20:09
მე მზრუნველობა ვიგულისხმე და იუმორი არც გამივლია თავში.
კი გავს კი.... ულვაშებში....
სურათზე დედა-შვილს ჰგვანან(
0 1 4