x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტორტი «ნესქვიკი»
image

ინგრედიენტები:


ცომისთვის:


კვერცხი – 5 ცალი
კარაქი – 80 გრ.
შაქარი – 160 გრ.
ფქვილი – 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი – 1, 5 ჩ. კ.
ნესქვიკის ფხვნილი – 2 ს. კ.


კრემისთვის:



მოხარშული შესქელებული რძე – 1 ქილა
არაჟანი 20% – 450 გრ.
ნესქვიკის ფხვნილი – 2 ს. კ.
მოხლილი ნიგოზი – გემოვნებით

მომზადება:


1. ცეცხლზე გაადნეთ კარაქი > ერთმანეთს შეურიეთ ფხვიერი ინგრედიენტები: ფქვილი, ნესქვიკის ფხვნილი და გამაფხვიერებელი > ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, იქამდე თქვიფეთ, ვიდრე მასა 5-ჯერ არ გაიზრდება > დაამატეთ გაგრილებული კარაქი > ათქვიფეთ და დაამატეთ ფხვიერი ინგრედიენტების ნარევი.
2. ტორტის საცხობ ფორმას ძირზე წაუსვით ცხიმი (მხოლოდ ძირზე) და ჩაასხით ცომის მასა > გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში 30–35 წუთის მანძილზე > ღუმელიდან გამოღების შემდეგ, გააგრილეთ და გაჭერით სამ ფენად (ამის გაკეთება უფრო მოსახერხებელია მსხვილი ძაფით. ამ მეთოდის გამოყენების წინ, ბისკვიტის ქერქზე, დანით უნდა გააკეთოთ, თანაბარი მანძილებით დაშორებული, 2 რკალი. შემდეგ, ძაფი უნდა მოათავსოთ ჩაჭრილ ქერქში და რკალში გაატაროთ).
3. ერთი ფენა ტორტის საფუძვლისთვის დატოვეთ, ხოლო 2 – პატარა-პატარა ნაწილებად დაჭერით.

4. კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ შესქელებული რძე და არაჟანი > დაუმატეთ ნესქვიკის ფხვნილი.
5. ტორტის საფუძველს გადაუსვით კრემი > კრემის ნაწილი გადადეთ ტორტზე გადასასმელად > დარჩენილ კრემს შეურიეთ ბისკვიტის ნაჭრები და დაჭრილი ან გატარებული ნიგოზი (ცოტა ნიგოზი გასაფორმებლად შეინახეთ) > მიღებული მასა მოათავსეთ ტორტის საფუძველზე > ზემოდან გადაუსვით კრემი > გააფორმეთ დაჭრილი ნიგვზით.
6. ტორტი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 3-4 სთ-ით, შემდეგ შედგით მაცივარში.

0
440
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0