სხვა 10 სილამაზის დედოფლის ტრაგიკული ბედი 2015, 9 ნოემბერი, 15:04 1. მონიკა სპირი, «მის ვენესუელა — 2004» მონიკა ვენესუელას ულამაზეს გოგონად 2004 წელს აირჩიეს და 2005 წელს ის «მის სამყაროს» კონკურსზე თავის ქვეყანას წარმოადგენდა. გათხოვების შემდეგ, თავის ქმართან, თომას ბერისთან და ქალიშვილთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. თუმცა, სამშობლოში ხშირად ჩადიოდა, არდადეგებზე და ზეიმებზე. ასე მოხდა 2014 წელსაც. ის ოჯახთან ერთად ვენესუელაში ჩავიდა. მათმა მანქანამ, გზაზე დაგდებულ წვეტიან და ბასრ ნივთს გადაუარა და ორი საბურავი გაუსკდა. მანქანის გაჩერების შემდეგ, პოლიციაში დარეკეს. ვიდრე დახმარება მივიდა, მძარცველებმა მონიკა და მისი ქმარი მანქანაში ჩაცხრილეს, ხოლო მათი 5 წლის ქალიშვილი, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 2. მარია ხოსე ალვარადო, «მის ჰონდურასი — 2014» 19 წლის მარია, თავისი დის, სოფის შეყვარებულის, პლუტარკო რუისის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული. წვეულების შემდეგ, სახლში გოგონები აღარ დაბრუნებულან. მათი დაკარგვის ამბავი, მშობლებს, თავად რუისმა შეატყობინა. ის პოლიციას ძიებაშიც ეხმარებოდა და სულ მათ სიახლოვეს ტრიალებდა. ახალგაზრდა კაცის ასეთმა საქციელმა დააეჭვა პოლიციელები და ის დააპატიმრეს, გოგონების გატაცების ბრალდებით. მაგრამ, დაკითხვის დროს, მან მოულოდნელად, ორმაგი მკვლელობა აღიარა. მარიას და სოფის ცხედრები მდინარის პირას, მიწაში ჩამარხულები იპოვეს. რუისი თქმოთ, მან წვეულებაზე სერიოზულად იჩხუბა სოფისთან, იმის გამო, რომ ის, მის მეგობარს ეკეკლუცებოდა და ცეკვაზე უარს არ ეუბნებოდა. განრისხებულმა რუისმა სოფი იარაღით მოკლა. ეს რომ მარიამ დაინახა, გაქცევა სცადა. მაგრამ, ის მკვლელობის მოწმე იყო. რუისი მას დაეწია და ისიც მოკლა. 3. აგნეშა კოტლიარსკაია, «მის ინტერნეიშენი — 1991» 1990 წელს, როდესაც აგნეშა პოლონეთის სილამაზის კონკურსის დედოფალი გახდა, მის ცხოვრებაში ფარული თაყვანისმცემელი, ვინმე ეჟი გამოჩნდა. ის გოგონას წერილებს უგზავნიდა, რომლებშიც, ერთდროულად, სიყვარულსაც უხსნიდა და ემუქრებოდა კიდეც. ამ წერილებს გოგონა არანაირ ყურადღებას არ აქცევდა და ჩვეულებრივ აგრძელებდა ცხოვრებას. 1996 წელს, აგნეშა გათხოვდა და სწორედ მაშინ მოხდა უბედურება. ერთ დღეს, ეჟი მათ სახლს ჩაუსაფრდა და როდესაც ცოლ-ქმარი ეზოში გამოვიდნენ, ჯერ ქმარს მივარდა და ფეხში დაჭრა დანით. ეს რომ აგნეშამ დაინახა, საშველად მივიდა. განრისხებული ეჟი მას მიუბრუნდა და 4-ჯერ ჩაარტყა დანა მკერდში. მკვლელი მაშინვე დააპატიმრეს. სასამართლოზე მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ მკვლელობა შურისძიების გამო ჩაიდინა, რადგან «მან ცხოვრება დაუნგრია». 4. ალექსანდრა პეტროვა, «მის რუსეთი — 1996» ალექსანდრას სიცოცხლე 2000 წელს შეწყდა. ის ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა, ორი კრიმინალური დაჯგუფების “გარჩევის" დროს. 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, გოგონა ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის კ. ჩუვილინის ახლო მეგობარი იყო. ამ უკანასკნელს კონფლიქტი ჰქონდა მეორე ბანდის უფროსთან და ის «შეუკვეთეს». ქილერმა ჩუვილინს მაშინ ესროლა, როდესაც ალექსანდრასთან ერთად იყო. გოგონა რეკუშეტით დაიჭრა, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. 5. სვეტლანა კოტოვა, «მის რუსეთი — 1996» თარიღში შეცდომა არ არის. 1996 წელს, რუსეთის სილამაზის ნაციონალურ კონკურს, ორი გამარჯვებული ჰყავდა და ორივე ტრაგიკულად დაიღუპა. სილამაზის კონკურსის შემდეგ, სვეტლანამ თავისი ბედი ლეგენდარულ ქილერს –ალ. სოლონიკს დაუკავშირა. ახალ წელს შეყვარებულმა სვეტა თავის ვილაზე, საბერძნეთში დაპატიჟა. გოგონა ისე აღაფრთოვანა ფანტანებიანმა ბაღმა და მომსახურების დონემ, რომ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, დედას დაურეკა და უთხრა, რომ სამოთხეში მოხვდა. მისი ეს ფრაზა საბედისწერო აღმოჩნდა: მომდევნო დღეს, ვილას შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს (მოგვიანებით გაირკვა, რომ ქილერს ანგარიში, ორეხოვოს კრიმინალურმა დაჯგუფებამ “გაუსწორა"). 1997 წლის 2 თებერვალს, გაგუდული ქილერის გვამი აღმოაჩინეს, ხოლო 22 წლის სვეტლანას დანაწევრებული ცხედარი, მხოლოდ 3 თვის შემდეგ იპოვეს, ვილის მახლობლად, ტყეში. 6. ლაინა კეზა, «მის აფრიკა — 2010» 29 მოდელი და «მის აფრიკის» ტიტულის მფლობელი ლაინა 2013 წლის აგვისტოში მოკლეს დანით. მკვლელობა მისმა 3 წლის ქალიშვილის მამამ, დევიდ კიკავმა ჩაიდინა. წყვილი ქორწინების გარეშე ცხოვრობდა და დევიდის ეჭვიანობის გამო, ხშირად ჩხუბის და აყალ-მაყალის ხმა ისმოდა მათი სახლიდან. ბოლოს, ლაინამ დევიდთან დაშორება გადაწყვიტა, რადგან მისი ეჭვიანობით დაიღალა. იმ დღეს პოლიცია მეზობლებმა გამიძახეს. მათი თქმით, სახლიდან ჯერ საშინელი ჩხუბის ხმა ისმოდა, ხოლო შემდეგ, ყველაფერი უეცრად მიწყნარდა. სწორედ ამ სიჩუმემ დააეჭვა მეზობლები. მათ იფიქრეს, რომ რაღაც საშინელება მოხდა. მეზობლების ეჭვები გამართლდა: როდესაც პოლიციელები სახლში შევიდნენ, დევიდი სააბაზანო ოთახის ზღურბლთან იჯდა, დანით ხელში. ლაინას უსულო სხეული კი, აბაზანაში იყო. 7. მელოდი გერშბახი, «მის ინტერნეიშენი — 2009» ულამაზესი ფილიპინელი მოდელი, გვირგვინის მიღებიდან, ერთი წლის შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. 2010 წლის 21 აგვისტოს, გოგონას დიდ სიჩქარეზე მოძრავი სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. მძღოლი პოლოციას ჩაბარდა და განაცხადა, რომ ავტობუსი გაუმართავი იყო და მასზე კონტროლი დაკარგა. მელოდი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. 8. გენეზის კარმონა, «მის ტურიზმი — 2013», ვენესუელა მონიკა სპირის შოკისმომგვრელი მკვლელობიდან მხოლოდ ერთი თვე იყო გასული და ვენესუაელა კიდევ ერთი ლამაზი გოგონას მკვლელობამ შეძრა. გენეზის კარმონა პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ მიტინგში მონაწილეობდა. ის აღშფოთებული იყო ქვეყანაში კრიმინალის მაღალი, ხოლო ცხოვრების დაბალი დონით. ამიტომ, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ მიტინგს შეუერთდა ქ. ვალენსიაში. უეცრად, სროლის ხმა გაისმა და გოგონა დაეცა. მას ტყვია თავში მოხვდა. გენეზისი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს, ხოლო ქალაქში არეულობა დაიწყო, რომლის მსხვერპლი კიდევ რამდენიმე ადამიანი გახდა. დღემდე არ არის ცნობილი ვინ ისროლა. ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ გასროლა ოპოზიციის მხრიდან განხორციელდა, ხოლო ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს. 9. მიქაელა მაკარივა, «მის ირლანდია — 2007» 2011 წელს მიქაელა ცოლად გაჰყვა ჯონ მაკარივს და საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრა მავრიკზე. წყვილი მშვენივრად ატარებდა დროს და სიცოცხლით ტკბებოდა. ტრაგედიის დღეს, ისინი სასტუმროს რესტორანში ჩავიდნენ სავახშმოდ. მიქაელას რაღაცა დაავიწყდა და ნომერში დაბრუნდა. ოთახში სასტუმროს ორი თანამშრომელი დახვდა, რომლებიც, სავარაუდოდ, გაქურდვის მიზნით იყვნენ შესულები. ქალი რომ დაინახეს, შეეშინდათ, სააბაზანოში შეათრიეს და გაგუდეს. მაგრამ, საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო, ნაფიცმა მსაჯულებმა, სასტუმროს თანამშრომლები გაამართლეს. 10. ლესლი მაცარა, «მის სამხ. კაროლინა» 2004 წელს სამი მეგობარი — ლესლი, ადრიანა და ლოურენა — ჰელუინს აღნიშნავდნენ. მათ ბევრი იმხიარულეს და იმღერეს, ადგილობრივ ბავშვებთან ერთად. ისინი საკმაოდ გვიან დაწვნენ და ღრმად დაეძინათ. ლოურენა უცნაურმა ხმებმა გააღვიძა. ის მიხვდა, რომ სახლში ქურდები იყვნენ. მან ტელეფონი აიღო და უკანა კარით გარეთ გავიდა. პოლიციის გამოძახების შემდეგ, უკან დაბრუნება ვეღარ გაბედა. მოსულმა პატრულმა, სახლში ლესლის და ადრიანას გვამები აღმოაჩინა. ძიების დროს, 218 ეჭვმიტანილის დნმ შეისწავლეს, მაგრამ მკვლელს მაინც ვერ მიაგნეს. მკვლელზე ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, პოლიციამ 100 000 დოლარიანი ჯილდოც კი დააწესა, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი. ბოლოს, საქმე ისევ ლოურენამ გახსნა. ის ტრაგედიის დღეს გადაღებულ ფოტოსურათებს ათვალიერებდა და საკმაოდ იშვიათი სიგარეტის ნამწვავი აღმოაჩინა. იმ სიგარეტს ადრიანას საქმრო, ერიკი ეწეოდა. ის დააკავეს. მისი დნმ დაემთხვა სიგარეტზე არსებულ დნმ-ს და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა რომ დანაშაული არ აღიარა და ამტკიცებდა, რომ იმ ღამეს იმდენად მთვრალი იყო, რომ საერთოდ არაფერი ახსოვდა. პოლიციამ არ განიხილა ის შესაძლებლობაც, რომ შეიძლებოდა ეს ნამწვავი სხვა დღეს დარჩენილიყო გოგონების სახლში ან თუნდაც, სხვას მიიეტანა, დანაშაულის გადაბრალების მიზნით. 2819 11-ს მოსწონს
|