x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138970
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები (Photoshop CS 4 & 5)

Blur ჯგუფის ფილტრები გამოიყენება გამოსახულებიდან ციფრული ხმაურის და სხვადასხვა სახის დეფექტების აღმოსაფხვრელად. ასევე გმოსახულების უკანა ფონის გადასარეცხად, წინა ფონის ელემენტების უფრო მეტად წარმოჩენის მიზნით.

Blur ჯგუფის ფილტრების გახსნა შეიძლება ბრძანებით: მენიუ Filter > Blur > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ. 1).

Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები

I. Average (საშუალო) ფილტრი ახდენს გამოსახულების ყველა პიქსელის ფერის გადათვლას და ფონს ასხავს გასაშუალოებული ფერით. ფილტრის გამოყენება შეიძლება ცალკე აღებული გამოყოფის ოლქისთვისაც. ამ შემთხვევაში, გასაშუალოებული ფერის ჩასხმა მხოლოდ გამოყოფის ოლქში მოხდება. ფილტრს არა აქვს სადიალოგო ფანჯარა.

II. Blur (გადარეცხვა) ფილტრი ახდენს მკვეთრი საზღვრების გადარეცხვას გამოსახულებაზე, რითაც არბილებს ფერთა გადასვლას. თუ გამოსახულებაზე მკვეთრი საზღვრები არ არის, ფილტრის მოქმედება შეუმჩნეველია. ფილტრს არა აქვს სადიალოგო ფანჯარა.

III. Blur More (გადარერცხვა +) ფილტრი ამცირებს ციფრულ ხმაურს ფერების მკვეთრი გადასვლის საზღვრებზე. ის ისევე მოქმედებს, როგორც წინა ფილტრი მაგრამ შედეეფექტი უფრო ძლიერია. ფილტრს არა აქვს სადიალოგო ფანჯარა.

IV. Box Blur (ზედაპირული გადარეცხვა) ფილტრი ახდენს მეზობლად მდებარე პიქსელების ფერების დაჯამებას და მათ გასაშუალოებას. Radius (რადიუსი) პარამეტრის გამოყენებით შესაძლებელია გადასარეცხი ოლქის მითითება მკვეთრი საზღვრებიდან 1-დან 999-პიქსელამდემდე დიაპაზონში (ნახ. 2). რაც უფრო დიდია მაჩვენებელი, მით უფრო ძლიერია გადარეცხვის დონე.

Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები

V. Gaussian Blur (გადარეცხვა გაუსის მიხედვით) ფილტრი ახდენს გამოსახულების პიქსელების ფერების გასაშუალოებას უფრო რთული ალგორითმით (გაუსის მრუდის მიხედვით), ვიდრე ამას აკეთებს მისი წინამორბედი ფილტრები. ფილტრის გამოსახულებაზე ზემოქმედების ძალას, ანუ გადარეცხვის დონეს განსაზღვრავს Radius (რადიუსი) პარამეტრი 0, 1-დან 250 პიქსელამდე დიაპაზონში (ნახ. 3).

Gaussian Blur ფილტრი ყველაზე ხშირად მოხმარებადი და პოპულარული ფილტრია მოცემული ჯგუფის ფილტრებს შორის.

Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები

VI. Lens Blur (ოპტიკური გადარეცხვა) ფილტრი გამოიყენება გამოსახულებაზე ოპტიკური ლინზებით გადარეცხვის ეფექტის შექმნისთვის (ნახ. 4).

Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები

სადიალოგო ფანჯარაში Preview (წინასწარი დათვალიერება) გადამრთველის ქვემოთ მოთავსებულია ფილტრის მუშაობის რეჟიმების გადამრთველები: Faster (სწრაფი) – უზრუნველყოფს ფილტრის სწრაფ მუშაობას და More Accurate (ზუსტი) – უზრუნველყოფს ფილტრის ზუსტ მოქმედებას.

Depth Map (სიღრმისეული რუკა) ველის პარამეტრებით დგინდება პიქსელებზე ზემოქმედების ზონა, რომლის განსაზღვრა ხდება Source (წყარო) ჩამოსაშლელი მენიუს პუნქტებით:

* None (არა)

* Trancparency (გამჭვირვალობა)

* Layer Mask (ფენის ნიღაბი)

Mone – ბლოკავს სხვა პარამეტრებს მოცემულ ველში.

Blur Focal Distance (გადარეცხვის ფოკუსური დაშორება) – ადგენს გადარეცხვის სიღრმისეულ დონეს, პიქსელების სიმკვეთრის მიხედვით, 0-დან 255 – მდე დიაპაზონში.

Invert (ინვერტირება) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ხდება გადარეცხვის წყაროს ინვერტირება.

Iris (ფიაფრაგმა) ველში შესაძლებელია ოპტიკური ლინზების ფორმის არჩევა:

Shape (ფორმა) ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია ლინზების ასარჩევი ფორმები.

* Triangle (3) – სამკუთხედი;

* Square (4) – კვადრატი;

* Pentagon (5) – ხუთკუთხედი;

* Hexagon (6) – ექვსკუთხედი;

* Heptagon (7) – შვიდკუთხედი;

* Octagon (8) – რვაკუთხედი;

Radius (რადიუსი) ბერკეტი ადგენს ლინზის რადიუსს 0-დან 100-მდე დიაპაზონში.

Blade Curvature (ფურცლის გამრუდება) პარამეტრი განსაზღვრავს ლინზის ერთი წახნაგის ზომას 0-დან 100-მდე დიაპაზონში.

Rotation (მობრუნება) პარამეტრი განსაზღვრავს ლინზის წახნაგის მობრუნების კუთხეს 0°-დან 360°-მდე დიაპაზონში;

Specular Highlights (სარკისებური ანარეკლი) ველში მოთავსებულია შემდეგი პარამეტრები:

Brightness (ანარეკლი) განსაზღვრავს ანარეკლის სიმკვეთრის დონეს 0-დან 100-მდე დიაპაზონში.

Thresholg (ზღვარი) ადგენს გადარეცხვის ზღვრულ დონეს 0-დან 255-მდე დიაპაზონში.

Noise (ხმაური) ველში მოცემულია გამოსახულებაზე ხმაურის დამატების პარამეტრები:

Amount (რაოდენობა) – განსაზღვრავს ხმაურის რაოდენობას გამოსახულებაზე.

ხმაურის განაწილების Distribution (განაწილება) პარამეტრს აქვს ორი გადამრთველი: Uniform (თანაბრად) და Gaussian (გაუსის მიხედვთ).

Monochromatic (მონოქრომი) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, გადარეცხვა მოხდება ერთ ფერში.

VII. Motion Blur (გადარეცხვა მოძრაობაში) ფილტრი ქმნის გადარეცხვის ეფექტს გარკვეული მიმართულებით მოძრაობაში (ნახ. 5).

Angle (კუთხე) პარამეტრი განსაზღვრავს გადარეცხვის კუთხეს. რომლის დაფიქსირება შეიძლება როგორც ციფრულ ველში მონაცემის ჩაწერით, ასევე ციფერბლატზე ხაზის მობრუნებით. კუთხის ცვალებადობის დიაპაზონი -90°-დან +90°-მდეა.

Distance (შერევა) პარამეტრი განსაზღვრავს გადარეცხვის ინტენსივობის დონეს 1-დან 999-პიქსელამდე დიაპაზონში.

Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები

VIII. Radial Blur (რადიალური გადარეცხვა) ფილტრი ქმნის გადარეცხვის იმიტაციის ეფექტს გამოსახულების გადიდებისას ან მობრუნებისას (ნახ. 6).

Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები

Amount (ეფექტი) პარამეტრი განსაზღვრავს გადარეცხვის დონეს 1-დან 100-მდე დიაპაზონში.

Blur Method (მეთოდი) ველში მოცემულია გადარეცხვის მეთოდები:

Spin (წრიული) – მობრუნების გადარეცხვის იმიტაციისათვის.

Zoom (ხაზოვანი) -გადიდების გადარეცხვის იმიტაციისათვის.

Quality (ხარისხი) პარამეტრი განსაზღვრავს გადარეცხვის ხარისხს:

Draft (საშუალო);

Good (კარგი);

Best (საუკეთესო);

Blur Center (გადარეცხვის ცენტრი) ველში შესაძლებელია, მაუსის საშუალებით, გადარეცხვის ცენტრის ნებისმიერ ადგილზე გადატანა.

IX. Shape Blur (გადარეცხვა ფორმის საფუძველზე) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების გადასარეცხად წინასწარ განსაზღვრული ფიგურის საფუძველზე.

ფილტრის სადიალოგო ფანჯრის ქვედა ნაწილში მოცემულია ფიგურების კატალოგი, რომლიდანაც საჭიროა რომელიმე ფიგურის არჩევა (ნახ. 7).

Radius (რადიუსი) პარამეტრი განსაზღვრავს გადარეცხვის დონეს 5-დან 1000-პიქსელამდე დიაპაზონში.

Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები

X. Smart Blur (ჭკვიანი გადარეცხვა) ფილტრი გამოიყენება დაზუსტებული მონაცემებით (დეტალების მითითებით) გადარეცხვისათვის (ნახ. 8).

Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები

Radius (რადიუსი) პარამეტრი განსაზღვრავს გადარეცხვის ოლქის ზომას 0, 1-დან 100-მდე დიაპაზონში.

Threshold (ზღვსრი) პარამეტრი ადგენს გადარეცხვის ზღვრულ დონეს 0, 1-დან 100-მდე დიაპაზონში.

Quality (ხარისხი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია გადარეცხვის ხარისხის არჩევა:

* Low (დაბალი);

* Medium (საშუალო);

* High (მაღალი);

Mode (რეჟიმი) ჩამოსაშლელ მენიუში საჭიროა გადარეცხვის რეჟიმის არჩევა:

* Normal (ჩვეულებრივი);

* Edge Only (მხოლოდ ნაპირები);

* Overlay Edge (შეთავსება);

XI. Surface Blur (ლოკალური გადარეცხვა) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების გადასარეცხად, კონტრასტული საზღვრების შენარჩუნებით (ნახ. 9).

Radius (რადიუსი) პარამეტრი განსაზღვრავს გადარეცხვის ოლქის ზომას 1-დან 100-მდე დიაპაზონში.

Threshold (ზღვარი) პარამეტრი ადგენს გადარეცხვის ზღვრულ დონეს 2-დან 255-მდე დიაპაზონში.

Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები

2
65
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
65
  
2015, 26 ოქტომბერი, 17:35
მადლობა, ასეთი შეფასებისთვის
2015, 26 ოქტომბერი, 16:39
კარგი სტატიაა საინტერესოა ...
0 1 2