ტექნოლოგიური სიახლეები ყურადღებით იყავით, როდესაც ანდროიდის ტიპის მობილურ ტელეფონებს ღამით სატენზე ტოვებთ! 2015, 6 ოქტომბერი, 1:49 რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ![]() ანდორიდის "ჭკვიან" ტელეფონებს 24 საათში ერთხელ მაინც ვტენით. ეს არის ამ აპარატების უარყოფითი თვისება, რომელიც შემდეგში ძალიან მოსაბეზრებელი ხდება. ხშირ შემთხვევაში მობილურს ღამით სატენზე ვტოვებთ, რათა დილას 100%-ით დამუხტული დაგვხვდეს. ![]() არის თუ არა კარგი აზრი, ღამით დასატენად შეერთებული ტელეფონის დილამდე სატენზე გაჩერება? ასეთ საქციელმა შეიძლება თუ არა ჩვენი ანდროიდის ტიპის მობილურის ბატარეა გააფუჭოს? უფრო მეტიც, რამდენჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია იხარჯება ამ პროცესზე თუ იცით? ![]() კარგი ის არის, რომ International Energy Agency (IEA)-მ და სხვა მსგავსმა კომპანიებმა ბოლო წლებში კარგად დახვეწეს ანდროიდის ტიპის ტელეფონების სატენები. IEA-მ ანდროიდებისთვის გამოიგონა სპეციალურად "ერთი ვატი", რომელიც უნდა დახარჯული "standby"-რეჟიმში. დღესდღეობით უკვე დანახარჯი "ნახევარი ვატია", რაც ელექტროენერგიის მაქსიმალურ ეკონომიას ნიშნავს. აქედან გამომდინარე გამოგვაქ მხოლოდ ერთი დასკვნა, რომ ანდროიდის მობილური ტლეფონის დამუხტვისას იხარჯება ძალიან ცოტა ელექტროენერგია. ![]() "ნახევარი ვატის" სატენები მხოლოდ და მხოლოდ 2014 წლის შემდეგ გამოსულ ანდროიდის ორიგინალ სატენებზეა დაპროგრამებული. ამასთანავე თუ თქვენ მთელი წლის განმავლობაში მობილურ ტელეფონს დამუხტავთ "standby" რეჟიმში, მაშინ თქვენი წლიური ელექტროენერგიის დანაზოგი 100 დოლარსაც გადააჭარბებს! ![]() ლიტიუმ-იონის(li-on) ბატარეები. ეს ბატარეები შესაძლოა სახიფაფათოები გახდნენ, მაშინ როდესაც ან ძალიან დიდხანს იქნებიან სატენ მდგომარეობაში შეერთებულები, ან კიდევ ბოლოდე თუ დაიცლებიან. მაგრამ არც ამ თემაზე ინერვიულოთ, რადგან თანამედროვე სატენები და ელემენტები ძალიან ძლიერი დამცავებით არიან აღჭურვილები. ასე, რომ თუ თქვენი ტელეფონი დაიტენება 100%, მაშინვე წყდება ელექტროენერგიის მიწოდება ტელეფონის ბატარეაზე. ![]() ოდნავ აგრძელებს დამუხტვას, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ უკეთესია დასამუხტად გამოიყენოთ ის სატენი, რომელიც ტელეფონს მოჰყვება შეძენისას. ![]() თუ ტელეფონს ხშირ-ხშირად დატენით და მოინდომებთ სულ 100%-ზე ყოფნას, მაშინ არ დაგავიწყდეთ, რომ ასე თქვენს ანდროიდს ბოლოს მოუღებთ! ![]() გამოდის უახლესი და უძლიერესი ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონები. უახლეს ანდროიდის ტელეფონებზე აღარ მოგიწვეთ მთელი ღამით ლოდინი, რომ ტელეფონი ბოლომდე დაიმუხტოს. მათ გაძლიერებული აქვთ სატენები და მთლიანი შიდა პროგრამა, რამოდენიმე ანდროიდის ტელეფონის დამუხტვა უკვე შესაძლებელია სულ რაღაც 1-2 საათში ან მაქსიმუმ 3 საათში. ნახეთ ამ უახლესი და გაძლერებული ანდროიდის ტიპის მობილურების ჩამონათვალი: sony xperia -z2, z3, z3+ samsung -galaxy s5, galaxy s6 htc -m8, m9 lg -g3, g4 ![]() ყველაფრისდა მიუხედავთ თუ მაინც არ მოგწონთ ანდროიდი და გირჩევნიათ იოსის(ios) ან ვინდოუსის(windows) ტიპის მობილურები, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტი მაინც უნდა გაითვალისწინოთ! ![]() ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2154 12-ს მოსწონს 1-ს არა
|