x
მეტი
  • 13.10.2024
  • სტატია:137586
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511474
"ახლო მომავლიდან ადამიანებს არ დაჭირდებათ მობილურები, მათ შეცვლის ტვინში ჩანერგილი იმპლანტები"-აცხადებს მასკი

image
ილონ მასკი უჭკუოაო, ამის სათქმელად ადამიანს ენა, როგორ უნდა მოგიბრუნდეს, მაგრამ ეს კაცი, რომ თავისებურად "მავნეა" ესეც ფაქტია.
"სატლინკის" თანამგზავრებზე აღარაფერს ვამბობ, რომელთა უდიდესი ნაწილი მზეზე მომხდარი მძლავრი აფეთქებისას წარმოქმნილმა მაგნიტურმა ქარიშხალმა ჩამოყარა, არც მის სუპერკარებზე "ტესლაზე" ვისაუბრებ, რომელიც მართალია სწრაფია, ეკონომიურია, მაგრამ რეალობაში ისეთი უსაფრთხო სულაც არაა, როგორსაც პირდებოდა მილიარდელი პოტენციურ კლიენტებს.



ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, როცა "ტესლას" პარკირებაზე მდგარ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ცალკე თემაა პროგრამულ უზრუნველყოფაში ხშირი ხარვეზები, როცა მანქანა მძღოლისგან დამოუკიდებელ მოქმედებებზე გადადის და უმართავი ხდება.

ახლა ილონ მასკის განცხადებით: "უახლოესი მომავლიდან ადამიანებს არ დაჭირდებათ მობილურის ტარება, მათ თავის ტვინში ჩაუდგამენ იმპლანტს "Neuralink", რომელიც მობილურზე სწრაფად და ხაისხიანად იმუშავებს, როგორც ადამიანებს შორის კომუნიკაციის საშუალება".

მობილური დღეს ისეთ ადამიანებსაც აქვთ, რომლებიც დიდი ჭკუა-გონებით ვერ დაიკვეხნიან და საინტერესოა, ილონ მასკის იმპლანტი როგორ შეძლეს აზრების გადაცემას სხვისთვის, როცა იმპლანტი არც თუ ჯანსაღი გონების ადამიანის ტვინში იქნება ჩანერგილი ან რომელი ჭკუათმოფელი დათანხმდება თავის ქალის ტრეპანაციას იმისათვის, რომ მას ილონ მასკის იმპლანტი ჩაუდგან?

მე პირადად თუნდაც მილიარდი დოლარის სანაცვლოდ ასეთ ოპერაციაზე თანხმობას არ განვაცხადებ, რადგან როგორც საღი აზროვნების ადამიანი სიცოცხლეს და ზოგადად მომავალ ცხოვრებას საფრთხეში ვერ ჩავიგდებ სიახლის გამო, რომელიც კაციშვილმა არ იცის რა დადებითი და უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.

ბუნებრივია გამოჩნდებიან ენთუზიასტები, რომლებიც დათანხმდებიან მასკის ინოვაციას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა საზოგადოება მასიურად დათანხმდეს ასეთი ტექნოლოგიური სიახლის გამო თავის ქალას ტრეპანაციას.

0
100
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
100