ნამცხვრები ფრანგული ფუნთუშები საუზმისთვის 2015, 25 სექტემბერი, 0:12 მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები: საფუარიანი ფენოვანი ცომი – 500 გრ. ქიშმიში – 200 გრ. ფქვილი – 2 ს.კ. კვერცხის გული – 1 ცალი ვანილიანი შაქარი – 0, 5 შეკვრა შაქარი – 0, 5 ჭიქა წყალი – 0, 5 ჭიქა მასალა კრემისთვის: 300 მლ. რძე 100 გრ. შაქარი 0, 5 შეკვრა ვანილი 2 ს. კ. ფქვილი 1 კვერცხი მომზადება: 1. მოხარშული კრემის მოსამზადებლად: ათქვიფეთ შაქარი, ვანილიანი შაქარი და კვერცხი > დაუმატეთ ფქვილი და კარგად ათქვიფეთ. 2. გააცხელეთ რძე (არ აადუღოთ) > ათქვეფილ მასაში რძე ნელი ნაკადით ჩაასხით, თან სულ ურიეთ > ჩასხმას რომ დაამთავრებთ, დადგით ნელ ცეცხლზე და მორევა გააგრძელეთ > კრემი რომ გასქელდება (კოვზიდან არ უნდა იღვრებოდეს), ცეცხლიდან გადმოდგით. 3. ვიდრე კრემი გაცივდება, მოამზადეთ ქიშმიში: ჩაყარეთ თასში და დაასხით ადუღებული წყალი, ისე რომ სრულად დაფაროს > წყალი რომ გაცივდება, კარგად გადაწურეთ > დაუმატეთ ცოტა ფქვილი და კარგად აურიეთ. 4. გააბრტყელეთ ცომი > წაუსვით გაციებული კრემი (ერთ მხარეს, კრემი ბოლომდე არ წაუსვათ, რომ გვერდი დაამაგროთ > კრემზე თანაბრად გაანაწილეთ ქიშმიში > გააკეთეთ ხვეული > კრემისაგან თავისუფალ, გვერდით ზოლს წაუსვით წყალი და გვერდი დაამაგრეთ. 5. მჭრელი დანით, ხვეული დაჭერით 2 სმ-იან რგოლებად > დააწყეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე > ზემოდან გადაუსვით წყალნარევი, ვანილიანი კვერცხის გული > გამზადებული თუნუქის ფირფიტა 15-20 წუთი გააჩერეთ, რომ ცომი ამოვიდეს > შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. 6. ფუნთუშებმა რომ იპრიალოს, ღუმელიდან გამოღებისთანავე სიროფი გადაუსვით. სიროფის მომზადება: ნახევარ ჭიქა წყალში, ნახევარი ჭიქა შაქარი გაადნეთ და წამოადუღეთ. 228 2-ს მოსწონს
|