x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მაკეტური ჯგუფის შექმნა. ფენები. (Photoshop CS 4 & 5)

 მაკეტური ჯგუფის შექმნა.

მაკეტური ჯგუფი წარმოადგენს ერთი გამოსახულების სხვადასხვა ფენებზე განთავსებული ობიექტების ერთ კომპოზიციაში გაერთიანების საშუალება. მაკეტური ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა:


I. საბაზო ფენა რომელიც შეასრულებს ნიღბის ფუნქციას დანარჩენი ფენებისათვის. საბაზო ფენას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე ოლქები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი შეუმჩნეველი იქნება. საბაზო ფენა განსაზღვრავს კომპოზიციის ფორმას და გამჭვირვალობას.

 მაკეტური ჯგუფის შექმნა.

II. მაკეტური ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა ორო ან ორზე მეტი ფენა. ამოტომ, საბაზო ფენის თავზე უნდა მოვათავსოთ ახალი ფენა ნებისმიერი გამოსახულებით (ფერი, გრადიენტი, ტექსურა ან სხვა დოკუმენტიდან დუბლირებული ფენა).

 მაკეტური ჯგუფის შექმნა.

III. დამატებული ფენის აქტიურობის პირობებში, უნდა გამოვიყენოთ Layers პალიტრის მენიუს ბრძანება Create Clipping Mask (ჩამოსაჭრელი ნიღბის შექმნა) ან დავაჭიროთ კლავიატურის Alt ღილაკს, მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი ფენებს შორის საზღვარზე, Layers პალიტრაში. კურსორი ფორმას შეიცვლის და მიიღებს ერთმანეთზე დადებული რგოლების ფორმას.

 მაკეტური ჯგუფის შექმნა.

IV. ჩვააწკაპუნოთ კურსორი ფენებს შორის. ზედა ფენა გვერდით გაიწევა და წინ გაუჩნდება მოხრილი ისარი. დოკუმენტის ფანჯარაში, ზედა ფენას ზედმეტი ნაწილება „ჩამოეჭრება“.

 მაკეტური ჯგუფის შექმნა.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მაკეტურ ჯგუფში შეიძლება მონაწილეობდეს ორზე მეტი ფენა. მრავალფენიანი ჯგუფის შექმნის წესი იგივეა, რაც ორფენიანი ჯგუფის შემთხვევაში.


 მაკეტური ჯგუფის შექმნა.

მაკეტური ჯგუფის შექმნის შემდეგ, შესაძლებელია ჯგუფში შემავალი ფენების რედაქტირება: გადაადგილება, ტრანსფორმირება, რეჟიმისა და გამჭვირვალობისშეცვლა.

მაკეტური ჯგუფის დაშლა იგივე წესით ხდება, რა წესითაც შექმნა: უნდა გავააქტიუროთ სამაკეტო ჯგუფში შემავალი ყველა ფენა, საბაზო ფენის გარდა და გამოვიყენოთ Layers პალიტრის Release Clipping Mask (ჩამოსაჭრელი ნიღბის გაუქმება) ბრძანება ან დავაჭიროთ Alt ღილაკზე, მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი ფენების სზღვართან და როდესაც ერთმანეთზე დადებული რგოლები გამოჩნდება, ჩავაწკაპუნოთ ფენებს შორის.

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0