x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ფინჯანი ყავა

ფინჯანი ყავა



პრესტიჟული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, სტუმრად მივიდნენ თავიაანთ მოხუც პროფესორთან. ვიზიტის დროს, საუბარი მუშაობაზე ჩამოვარდა: ახალგაზრდები წუწუნებდნენ პრობლემებზე და უამრავ სირთულეზე, რომლის დაძლევაც, მათ ყოველდღიურად უხდებოდათ.


პროფესორმა სტუმრებს ყავა შესთავაზა და სამზარეულოში გავიდა. როდესაც დაბრუნდა, ერთ ხელში ყავადანი ეჭირა, ხოლო მეორეში - ლანგარი, რომელზეც ერთმანეთისაგან განსხვავებული ჭიქები ელაგა: ფაიფურის, მინის, პლასტიკატის, ბროლის. ზოგი უბრალო იყო, ზოგიც - ძვირფასი.

როდესაც კურსდამთავრებულებმა ფინჯნები გაინაწილეს, პროფესორმა თქვა:

— ყურადღება მიაქციეთ, ყველამ ლამაზი ფინჯანი აიღეთ, ლანგარზე მხოლოდ უბრალო და იაფასიანი დარჩა. ეს, რა თქმა უნდა, ნორმალურია თქვენთვის — გინდოდათ ყველაზე საუკეთესო საკუთარი თავისთვის, მაგრამ სწორედ ეს არის თქვენი პრობლემებისა და სტრესის მიზეზი. გაიგეთ, რომ ფინჯანი, თავისთავად არ ხდის ყავას უკეთესს. ხშირ შემთხვევაში, ის უბრალოდ ძვირია. სინამდვილეში, თქვენ მხოლოდ ყავა გინდოდათ, და არა ფინჯანი. მაგრამ, გააზრებულად გააკეთეთ არჩევანი საუკეთესოზე, ხოლო შემდეგ, ათვალიერებდით ვის როგორი ფინჯანი შეხვდა.

ახლა კი დაფიქრდით: ცხოვრება — ყავა არის, ხოლო სამუშაო, ფული, მდგომარეობა, საზოგადოება — ფინჯანი. ეს მხოლოდ ცხოვრების ხელშემწყობი და დამცველია. ის თუ როგორი ფინჯანი გვაქვს, არ განსაზღვრავს და არ ცვლის ჩვენი ცხოვრების ხარისხს. ხშირად, კონცენტრირებას ფინჯანზე ვაკეთებთ და გვავიწყდება ყავის გემოთი დატკბობა, სიამოვნები მიღება.

ყველაზე ბედნიერი, ამ ქვეყანაზე, ის კი არ არის, ვისაც ყველაფერი საუკეთესო აქვს, არამედ ის, ვინც ღებულობს საუკეთესოს იქიდან, რაც გააჩნია.

0
154
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0