კომპიუტერები და პროგრამები ხელსაწყო ფანქარი (Pencil Tool). ხატვის ხელსაწყოები. (Photoshop CS 4 & 5) 2015, 15 სექტემბერი, 20:06 ხელსაწყო ფანქარი, გაერთიანებულია ჯგუფში ფუნჯთან ერთად და ჩვეულებრივ, ის არ ჩანს ინსტრუმენტთა პანელზე. იმისათვის რომ ფანქარი გავააქტიუროთ, უნდა გავხსნათ ხელსაწუო ფუნჯის კონტექსტური მენიუ და დავაწკაპუნოთ ხელსაწყოს სახელზე. ფანქრის არჩევის შემდეგ, ეკრანზე გამოდის ხელსაწყოს შესაბამისი პარამეტრების პანელი (ნახ. 1). ფანქრის შინაგანი სტრუქტურა და მოხმარების წესი იგივეა, რაც ფუნჯის (იხ. ხელსაწყო ფუნჯი და ფუნჯთა პალიტრა) და ამ ორი ხელსაწყოს პარამეტრების პანელი თითქმის ერთნაირია. განსხვავებული მხოლოდ ორი პარამეტრია: I. Hargness (იხ.: ფოტოშოპის ძირითადი ტერმინები) პარამეტრი ხელსაწყოს მენიუზე მდებარეობს, მაგრამ მას არანაირი ფუნქცია არა აქვს, რადგან ფანქრის ამ პარამეტრის მაჩვენებელი ყოველთვის 100% – ს ტოლია (ნახ. 2). II. მეორე პარამეტრი, რომელიც განასხვავებს ფანქარს ფუნჯისგან, არის Auto Erase გადამრთველი, ფანქრის პარამეტრების პანელზე. აღნული გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, ფანქარი გადადის წაშლის რეჟიმში: თუ ფანქრით დახატულზე ხელმეორედ გადავატარებთ ხელსაწყოს, ის უკვე დახატულის წაშლას დაიწყებს. სინამდვილეში ეს მხოლოდ წაშლის იმიტაციია: ხელსაწყო უკვე დახატულ ადგილებზე, ინსტრუმენტთა პანელზე, ფერთა ბლოკში, უკანა ფონის ფერად დაფიქსირებული ფერით ხატავს. თუ ეს ფერი ფონის ფერს ემთხვევა, იქმნება წაშლის ილუზია, თუ არ ენთხვევა, ხელსაწყო ორი ფერით ხატავს: ცარიელ ფონზე – არჩეული სახატავი ფერით, ხოლო უკვე დახატულ ადგილზე გადასმისას – უკანა ფონის ფერით (ნახ. 3). 74 5-ს მოსწონს
|