პროზა უეცარი გარდასახვა – სახალისო ისტორია 2015, 30 აგვისტო, 23:02 ახალგაზრდა ქალმა, სახელად ჯესიმ, რამდენიმე წლის წინ საჩუქრად თუთიყუში მიიღო. დროთა განმავლობაში თუთიყუშს ძალიან ცუდი ჩვევები განუვითარდა –იგინებოდა და ილანძღებოდა. თუმცა, ეს სულ მისი ბრალიც არ იყო. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ჯესის მეგობრები, მეზობლები, სტუმრები..., ცუდ სიტყვებს ასწავლიდნენ; ჩიტუნია კი ძალიან ნიჭიერი გამოდგა – ყველაფერს ერთიანად ითვისებდა. როგორ არ ეცადა ქალი თუთიყუშისთვის ეს ცუდი ჩვევა მოეშლევინებინა – ესაუბრებოდა თავაზიანად, ასმენინებდა წყნარ, კლასიკურ მუსიკალურ ნაწარმოებებს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ჯესის ყელში ამოუვიდა და ერთ მშვენიერ დღეს ბოლო ხმაზე უყვირა. თუთიყუშმა უფრო ხმამაღლა უყვირა. ქალმა მოთმინება დაკარგა და დააჯანჯღარა. ამაზე ჩიტი სულ გაგიჟდა, უკონტროლო გახდა – ისეთი ცუდი სიტყვები უთხრა პატრონს, რომ ჯესი ყურებს არ უჯერებდა. ამის საპასუხოდ გამწარებულმა ქალმა საყინულის კარი გამოაღო, თუთიყუში შიგნით შეაგდო და მიხურა. ცუდი ენის პატრონი რამდენიმე ხანი ისევ ილანძღებოდა და იგინებოდა, შემდეგ, მოულოდნელად სიჩუმე ჩამოვარდა. ერთი წუთის მანძილზე არაფერი ისმოდა. ახალგაზრდა ქალს შეეშინდა, არ მოკვდესო – მივარდა საყინულეს და კარი გამოაღო. იქიდან თუთიყუშმა მშვიდად გადმოდგა ნაბიჯი ჯესისკენ და თვალების ხამხამითა და მოკრძალებული გამომეტყველებით მიმართა პატრონს: "მე ვაცნობიერებ იმას, თუ რამდენად გაგანაწყენეთ ჩემი უხეშობითა და ცუდი საქციელით. გულწრფელად ვნანობ ჩადენილს და ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ გამოვასწორო ეს საშინელი შეცდომა და თქვენგან პატიება დავიმსახურო. ჯესი გაოცებისაგან გაშეშდა, სიტყვებს ვერ პოულობდა, ნამდვილად არ ელოდა მისგან ამგვარ ტრანსფორმაციას. ის-ის იყო დააპირა ეკითხა თუ რამ გამოიწვია მასში ასეთი საოცარი გარდასახვა, რომ ჩიტუნამ წვრილი და ნაზი ხმით ისევ დაილაპარაკა: "თუ ზედმეტად არ დაგღლით, ერთ კითხვა მინდა დაგისვათ – ინდაურმა რა დააშავა?" 533 10-ს მოსწონს
|