საზოგადოება ერთი შეხედვით არავის ეჯერა, რომ ეს სექსუალური გოგონა, სწორედ ისაა... 2015, 23 ივლისი, 18:42 ჩვენი პლანეტის უმეტესი მაცხოვრებელი დაკომპლექსებულია საკუთარი ჭარბი წონის გამო და ეს თემა დღესდღეობით ძალიან აქტუალურია. უმეტესი მათგანის ეს ზედმეტი კილოგრამები კი გამოწვეულია არასწორი კვებითა და ფიზიკური დაუტვირთაობით. ბევრს არ მიაჩნია ეს პრობლემად, უმეტესი კი გრძნობს, რომ ძალიან შორსაა პრიალა იდეალებისგან. ადრე თუ მხოლოდ ფუმფულა ქალბატონები იყო მოდაში, დღეს ისტორია რადიკალურად შეიცვალა, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა იმსახუხრებს თავის წილ ბედნიერებას. ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებს უმეტესი ამ კატეგორიის წარმომადგენელი, რომ რაც შეიძლება მალე სასურველ ფორმას დაუბრუნდეს.
ისიც ცხადია, რომ აქტუალობისდა გამო, ამ თემაზე ძალიან ბევრი სტატია იბეჭდება ჟურნალ-გაზეთსა თუ სოც-ქსელებში და ისეთ წარმოუდგენელ და ეფექტურ შედეგებზეა საუბარი, თანაც უმეტესი მათგანი ჭორის ნაყოფია, რომ უკვე ნამდვილის დაჯერებაც კი გვიჭირს. თუმცა ის, რაც ამ გოგონას შემთხვევაშია, სრული ჭეშმარიტებაა. ყველაფერი კი აი ასე დაიწყო: Simon Oakland-იმ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე სწორედ ეს ფოტო, რომელიც ეხლახანს ავტვირთე. კარგად ხედავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული ორი ტიპის ადამიანია ფოტოზე მოცემული, შესაშურ ფორმაში მყოფი გოგონას სელფის შემთხვევაში კი სახე არ ჩანს და ის ფაქტი, რომ ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია, ამ სოც-ქსელის მომხმარებლების კრიტიკა დაიმსახურა სიმონმა. თუმცა თქვენდა გასაოცად ეს ორივე ფოტოზე სიმონია გახდომამდე და გახდომის შემდგომ. ჭარბი წონის გამო ხშირად ხდებოდა სიმონი დაცინვის თუ უამრავი კითხვის ობიექტი, ამიტომ საბოლოოდ გულნატკენმა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა ეს პრობლემა. ეს ფოტო კი დასტურია იმისა, რომ ეს ორი პიროვნება, ნამდვილად ერთი და იგივეა. ამ შედეგამდე ურთულესი გზა გაიარა სიმონმა, საერთო ჯამში კი 85 კილოგრამის დაკლება მოახერხა 11 თვეში. პირველ რიგში მან მიმართა ქირურგიას და გაიკეთა კუჭის დასაპატარევებელი ოპერაცია. სასურველი წონა კი სულაც არ ნიშნავს სასურველ შედეგს, ვინაიდან მოდუნებული ზედმეტი კანები ჭარბ წონაზე სიმახინჯეა. ამიტომ სიმონი დაუღალავად შრომობდა სპორტულ დარბაზებში და დილის 5 საათიდან იტვირთავდა თავს სპეციალური ვარჯიშებით. სწორედ მისი საშუალებით მოახერხა და ფეხებისა და ხელების ირგვლივ მოდუნებული კანი გაიმკვრივა, მუცლის გარშემო კი შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება სრული ჰარმონიისთვის პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართოს. რა თქმა უნდა თანხები არ გააჩნია და საკუთარ გვერდზე უკვე გახსნა დახმარების ფონდი, სადაც მოხალისეები და უბრალოდ კეთილი ადამიანები ურიცხავენ ფულს და იმედია ოპერაციისთვის საჭირო თანხებს მალე მოუყრის თავს. სიმონი ცოცხალი მაგალითია იმ სკეპტიკოსი ფუმფულებისთვის, ვისაც ჰგონია, რომ შეუძლებელი ამ საკითხში არაფერია. სწორედაც, რომ მტკიცე გადაწყვეტილება გაკლიათ და სურვილს მიზანში აუცილებლად ამოიღებთ. ეს კი სიმონი ამჟამად: 344 15-ს მოსწონს
|