სხვა მითიური არსებები 2015, 26 აპრილი, 18:48 ბევრ ქვეყანას აქვს განუმეორებელი მითოლოგია, ყველა მათგანს ჰყავს საოცარი მითიური არსებები.გნვიხილოთ 10 ყველაზე წარმოუდგენელი მითიური არსება.
1.ჯიკინინკი (Jikininki) ჯიკინინკი იაპონური ბუდიზმის პერსონაჟია, ითვლება, რომ ის დაწყევლილი ადამიანის სულია, რომელიც სიცოცხლეში ხარბი ადამიანი იყო. ჯიკინინკი ვალდებულია ღამ-ღამობით იკვებოს ადამიანების გვამებით. ის გამოიყურება როგორც გვამი, ბასრი ფრჩხილებით და წითელი თვალებით. ![]() 2.ლეში (Leshy) ლეში სლავური წარმოშობის სულია, რომელიც იცავს ტყეს და ყველა მის მობინადრეს.მას შეუძლია შეიცვალოს ზომა, ხოლო მისი თმები და წვერები ბალახისგან შედგება.ლეში კეთილი სულია, მაგრამ ძალიან იშვიათად ის იტაცებს გზააბნეულ მოგზაურებს, მიყავს თავის ბუნაგში და სიკვდილამდე უღიტინებს. ![]() 3.პონტიანაკი (Pontianak) პონტიანაკი ეს სიტყვა ინდონეზიაში ითარგმნება, როგორც „მშობიარობის დროს დაღუპული ქალი“.პონტიანაკის სული ნადირობს მხოლოდ მამაკაცებზე.ის თავისი ბასრი და უზარმაზარი ფრჩხილებით მამაკაცებს უფატრავს მუცელს.ტყეში ახლომახლო თუ ბავშვის ტირილი მოგესმათ იცოდეთ, რომ ახლოს პონტიანაკია. ![]() 4.ბასილისკი (Basilisk) ბასილისკი არის ორფეხა დრაკონი, რომელსაც მამლის თავი და ხვლიკის კუდი აქვს.მას შეუძლია ადამიანი ერთი შეხედვით გადააქციოს ქვად. ბასილისკი ბიბლიაშიც კი გვხვდება. ![]() 5.ქიმერა (Chimera) ბერძნულ მითოლოგიაში ქიმერა ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულია, რომელსაც ჰქონდა ლომის თავ-მკერდი, თხის ტანი და გველეშაპის ბოლო ან სამი თავი ლომის, თხის და გველის.ის გუდავდა და სპობდა ყველა სულიერ არსებას და აპარტახებდა ქვეყანას. ![]() 6.ბერსერკერი (Berserker) ბერსერკერები ნორვეგიელი დაუნდობელი მეომრები არიან.ბრძოლის წინ მათ შეეძლოთ მგლად, დათვად ან ხარად გადაქცევა.ლეგენდების მიხედვით სკანდინავიელი მეფეები ბერსერკერებს პირად დაცვად იყენებდნენ. ![]() 7.ბონიპი (Bunyip) ბონიპი ავსტრალიური მონსტრი, რომელიც წყალსაცავებში ბინადრობს.ნადირობს ღამით სხვადასხვა ცხოველებზე და პატარა ბავშვებზე. ![]() 8.ეხიდნა (Echidna) ეხიდნა უკვდავი ღმერთია, ნახევრად ქალი, ნახევრად გველი.ბერძნულ მითოლოგიაში ის მოიხსენიება, როგორც მონსტრების დედა.ერთხელ ის ზევსს დაესხა თავს, მაგრამ ზევსმა ეხიდნა შეიწყალა და დატოვა მომავალი გმირების გამოსაცდელად. ![]() 9.მანტიკორა (Manticore) ბერძნული არსება.მას აქვს ლომის ტანი, ადამიანის თავი სამ რიგად ჩაწყობილი კბილებით, ხოლო მისი კუდი მთავრდება შხამიანი ეკლებით, რომელსაც წამიერად შეუძლია მოკლას. ![]() 10.ამიტი (Ammit) ეგვიპტური მითოლოგიური არსება.მას ქონდა ნიანგის თავი ლომისა და ბეჰემოტის ტანი.ამიტი უღირსი ადამიანების გულებს ჭამდა. ![]() 2654 10-ს მოსწონს |
არადა მომეწონა, საინტერესო იყო...:)