სხვა დინოზავრები ზომები და მაშტაბები 2015, 20 აპრილი, 16:36 დინოზავრების ხსენებისას, როგორც წესი, თვალწინ გიგანტური ცხოვრელები წარმოგვიდგება, სინამდვილეში კი მათი ზომები საოცრად დიდ ფარგლებში მერყეობდა.საშუალო დინოზავრი ცხენზე მძიმე არ ყოფილა, მრავალი სახეობა კი გაცილებით მსუბუქი იყო.ტონაზე მძიმე წონის დინოზავრებს გაცილებით სჭარბობდნენ პრეისტორიულ ხანაში მცხოვრები ამავე წონის ძუძუმწოვები.თუმცა, როგორც ნამარხი ნაშთების კვლევიდან ირკვევა, ზოგიერთი დინოზავრი მართლაც კოლოსალური ზომისა იყო.უდიდესი დინოზავრი-გძელკისერა ზავროპოდი-ყველაზე მძიმე, ყველაზე გრძელი და ყველაზე მაღალი ცოცხალი არსება იყო ხმელეთზე.ის თავისი წონით მხოლოდ დღევანდელ ვეშაპს ჩამოუვარდებოდა. მითიური გიგანტი ეს უზარმაზარი ფეხი დინოზავრების ნამარხების მკვლევარმა ჯიმ იენსენმა 1970 კოლორადოში(აშშ) ნაპოვნი ძვლებისგან აღადგინა.იენსენი ვარაუდობდა, რომ აღმოაჩინა მანამდე ცნობილ დინოზავრთა შორის უდიდესი, რის გამოც მას ულტრაზავრი უწოდა.მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნოჩენილი ძვლები ერთი დინოზავრის არ იყო:ბეჭის ძვალი ბრაქიოზავრს ეკუთვნოდა, ხერხემლის ნაწილი კი სუპერზავრისა იყო.ეს ამბავი იმაზე მეტყველევს, რომ ნამარხი ძვლების ამოცნობა ზოგჯერ სპეციალისტებსაც კი უჭირთ. ყველაზე დიდი მტაცებელი როდესაც მკვლევარებმა 1995 წელს არგენტინაში გიგანოტოზავრი აღმოაჩინეს და აღწერეს, აღმოჩნდა, რომ ის ჩრდილოეთ ამერიკულ ტირანოზავრზე, მანამდე ცნობილ უდიდეს ხორციჭამია დინოზავრეზე დიდი ყოფილა.ტირანოზავრთან შედარებით, რომლის სიგრძე 12, 5 მეტრს აღწევდა, წონათი კი-6 ტონას, გიგანოტოზავრი სიგრძეში 12, 5 მეტრს, ხოლო წონით კი 8 ტონას აღემატებოდა, რაც აფრიკულ სპილოს წონაზე გაცილებით მეტია. ჯუჯა ხორცისჭამია კომპსოგნატუსი რომ გენახათ, მისი ზომები გაგაოცებათ.ზრდასრული კომპსოგნატუსი დღევანდელი ინდაურისოდენა იყო.150 მილიონი წლის წინ ეს ტანმორჩილი მტაცებელი უდაბურ კუნძულებზე ბინადრობდა და ხვლიკებსა და პატარა ძუძუწოვრებზე დანირობდა.მას ბასრი ბჭყალები და კბილები ჰქონდა, რომლებოთაც მსხვერპლს აქუცმაცებდა ან მთლიანად ყლაპავდა.თუმცა კომპსოგნატუსზე პატარა დინოზავრიც არსებობდა-დაახლოებით 50 სმ სიგრძის ბალახისჭამია მიკროპაქიცეფალოზავრი, ყველაზე პატარა დინოზავრი ყველაზე დიდი სახელით. ყველა დროის უდიდესი დინოზავრი ბაროზავრს რომ ქალაქის ქუჩებში ჩამოევლო, მისი ხილვისას სუნთქვა შეგეკრებოდათ.თუმცა ამ 23 მეტრიან გიგანტძე უფრო დიდი ზავროპოდებიც არსებობდნენ.40 ტონიანი ბრაქიოზავრი 7 სპილოს წონა იყო, 70 ტონიანი სუპერზავრი-12 სპილოს ან 1000 კაცის წონა.იყო, აგრეთვე, ვეებერთელა სეისმოზავრი, "ხვლიკი მიწისძვრა".ის 50 მეტრისა იყო და თავიდან ბოლომდე 2 ჩოგბურთის კორტს დაფარავდა.მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ მისი წონა 50 დან 150 ტონამდე მერყეობდა.მიწაში ნაპოვნი ჩონჩხის ფრაგმენთი გვაფიქრებინებს, რომ ზოგიერთი ზავროპადი სესმოზავრზე დიდი იყო.შესაძლოა, სწორედ ამ იდუმალი არსებიდან ერთ ერთი-არგეტინოზავრი ამ ამფიცელასი-იმსახურებს "ყველა დროის უდიდესი დინოზავრის" წოდებას. პაწაწინა დინოზავრი თუ პალეონტოლოგები არ ცდებიან, როცა ფრინველებს დინოზავრთა ჯატეგორიას აკუთვნებენ, მაშინ ყველაზე პატარა დინოზავრი კუბაზე მცხოვრები ფუტკრისებრი კოლიბრია.ეს ჩიტი ჰაერში ოსტატურად ნავარდობს და ყვავილების ნექტარს აგროვებს.მამალი კოლიბრი მხოლოდ 1, 6 გრამს იწონის და ნეკა თითზე პატარაა. 645 2-ს მოსწონს
|