სხვა 15 ყველაზე საშიში ძაღლის ჯიში 2015, 20 თებერვალი, 16:03 ძაღლებს, რომლებიც იქნებიან არასწორად გაწვრთნილი, ხშირ შემთხვევაში დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ საზოგადოებისთვის. ყველა ძაღლზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი იბადებიან ადამიანის ერთგულ მეგობრებად. გთავაზობთ 15 ყველაზე საშიშ ძაღლის ჯიშს, რომელთაც შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ მსხვერპლს. 1) ტოსა ინუ ![]() 2) ამერიკული ბანდოგი წარმოუდგენლად ძლიერი ძაღლი, რომელიც არის ამერიკული პიტბულ ტერიერისა და ნეაპოლიტანური მასტიფის შენაჯვარი. ![]() 3) კანე კორსო ![]() კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. იგი შეიძლება იწონიდეს 99-დან 150 ფუნტამდე. რომაელები მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. კანე კორსო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასამსახურო ძაღლია. 4) ბულტერიერი იგი ცნობილია, როგორც დიდი კვერცხის ფორმის თავით. ![]() ბულტერიერი კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ და ძაღლის სხვა ჯიშებთან შედარებით იშვიათად იკბინება. მაგრამ თუ ბულტერიერმა გადაწყვიტა, დაკბინოს მოწინააღმდეგე, მის კბილებს საშინელი დაზიანებების მიყენება შეუძლია — მსხვერპლისგან ძაღლის მოცილება ძალიან ძნელია. 5) Rhodesian Ridgeback იგი წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან არის. იგი საკმაოდ ჭკვიანი და ერთგული ძაღლის ![]() რეპუტაციით სარგებლობს, მაგრამ ამ ჯიშის ძაღლს საზოგადოებასთან თუ არ ექნება ურთიერთობა, იგი დაუმორჩილებელი ხდება. 6) დოგო არგენტინო ![]() დიდი, ძლიერი და კუნთოვანი. არგენტინული დოგი ჩინებული ძაღლია, იაგუარზე ან პუმაზე ნადირობა კი მის გარეშე წარმოუდგენელია. სამშობლოში არგენტინულ დოგებს იყენებენ ასევე პოლიციაში და ჯარში საყარაულო სამსახურისათვის. 7) Boer Boel ![]() წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან. ეს არის ჯიში, რომელიც ხშირ შემთხვევაში იწვრთნებოდა სახლისა და ფერმის დასაცავად. მას იყენებდნენ მტაცებელ ცხოველებზე სანადიროდ. Boer Boel-ის ჯიშის ძაღლები არიან ძალიან ერთგულები. 8) ბასენჯი ![]() ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ცენტრალურ აფრიკაში. ბასენჯი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად ეგუება სიცხეს და ბავშვებს. ძნელად იწვრთნება და ცუდი მოდარაჯეა. 9) გერმანული დოგი(Great Dane) ![]() ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში. ამ მებრძოლ მასტიფებს, ალბათ, გრეიჰაუნდებთან აჯვარებდნენ, რის შედეგადაც წარმოიშვა დახვეწილი და გაწონასწორებული თანამედროვე ძაღლი. იგი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე მაღალი ძაღლი. 10) ბოქსიორი ![]() ეს დაკუნთული, საშიში შესახედაობის ძაღლი სახლის არაჩვეულებრივი დამცველია და ამავე დროს ბავშვების მიმართ ალერსიანობით გამოირჩევა. ხმაურიანი, თავდაჯერებული ბოქსიორი 100 წლის წინ გერმანიაში გაჩნდა. 11) მგლის ძაღლი ![]() ![]() ![]() ![]() 15) კავკასიური ნაგაზი ![]() კავკასიური ნაგაზი ფხიზელი, ყურადღებიანი, ძლიერი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლია. უნდო და აგრესიული უცხოს მიმართ, ერთგული, გულადი, მოსიყვარულე მფლობელებისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. 8749 2-ს მოსწონს
|