x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაიწყო მშვილდოსნების დრო... რა თვისებები გამოარჩევთ მათ სხვა ნიშნებისაგან?
image
მშვილდოსანი ზოდიაქოს ბოლო ცეცხლოვანი ნიშანია. ისინი წესიერი, პატიოსანი, უზომოდ ნიჭიერი ადამიანები არიან. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მშვილდოსნები მოქმედების ხალხია, ამჟღავნებენ მზადყოფნას დაეხმარონ ყველას, ვინც საჭიროებს რჩევას, ხელის გამართვას. ადამიანებს სუფთა გულით, სრულიად წრფელად და უანგაროდ ეხმარებიან და სანაცვლოდ არაფერს მოელიან.


image


ფინანსურ საქმეებში პატიოსნება, გულგახსნილობა, პრაქტიკულ ცხოვრებაში კი თავიანთი ზრახვების დაფარვის უუნარობა, მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ხშირად აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. როგორც ყველა ცეცხლოვანი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, მშვილდოსანიც ტემპერამენტული და ფიცხია. ხშირად მათ მიერ ნატყორცნი ისრები ვერ აღწევენ მიზანს, მაგრამ მაინც განაგრძნობენ ბრძოლას, არ ნებდებიან...


imageგამოირჩევიან არაჩვეულებრივი ჯანმრთელობით. მათი ძირითადი ავადმყოფობის მიზეზებია მეტისმეტი აქტიურობა, მოუსვენარი ხასიათი და ზედმეტი დაძაბულობა. ისინი ღამით მუშაობენ, არ უყვართ ძილი, დასვენებას და აუცილებელ სულის მოთქმას ისინი აღიქვამენ როგორც უსაქმურობას. ჭეშმარიტი სპორტსმენები ხდენიან, ვინაიდან სპორტში ხედავენ აქტიური მოღვაწეობის ხანგრძლივობას.



მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულნი, ჩვეულებრივ, ეთვისებიან ვერძის, მერწყულის, ლომისა და სასწორის თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული გამოჩენილი ადამიანები არიან: ბეთჰოვენი, ვებერი, მარკ ტვენი, სტალინი, ჩერჩილი, დისნეი, რუბინშტეინი.

0
2600
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0