x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა სკანდალებში გაეხვნენ ქართველი პოლიტიკოსების ცოლები?
ახსნა-განმარტება აღარ ჭირდება იმას, რომ უცხოელი თუ ქართველი ცნობადები მუდამ ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში ხვდებიან. მართალია არიან ცნობადების თუ პოლიტიკოსების ის მეუღლეები, რომლებიც პრესისგან სრულიად იზოლირებულად და მშვიდად ცხვრობენ, თუმცა უმეტესი ნაწილი მაინც ახერხებს სკანდალებით აიწიოს პოპულარობის რეიტინგი. ე.წ. უსაქმურ საზოგადოებასაც მეტი რა უნდა, იმის მაგივრად რომ გამოსადეგარი ინფორმაციის შემეცნებითა თუ საქმიანობით დაკავდეს, უმალ ხდება ამ ახალი ინფორმაციის მაზიარებელი.



image


განკითხვა რომ არ გამომივიდეს, ერთი სიტყვით გამცნობთ, რომ დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროდ ქართველი პოლიტიკოსების იმ მეორე ნახევრებზე, რომლებმაც მოახერხეს სკანდალში გახვევა და სოც-ქსელსა თუ სხვადასხვა პრესას ახალი თემა შემატეს.




1. ირინა ონაშვილი.



"მის საქართველო 2003" კარგად ახსოვს საზოგადოებას, რომ უმშვენიერესი ირინა ონაშვილი გახდა. დღეს ის ლადო ვარძელაშვილის მეუღლეა და წყვილს ერთი ვაჟიშვილი ყავს. არც მანამდე ეკლდა პოპულარობა და მაყურებლის კეთილგანწყობა ირინას, თუმცა 2013 წლის 27 ოქტომბერს წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული სტატუსის გამო, საზოგადოების აგრესია დაატყდა თავს. აი რას წერდა იგი: "მე ახალი იდეა მაქვს, ხომ შეიძლება, რომ ამ ბრბოს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი და სპეციალურად შექმნილმა განათლებული ადამიანების საზოგადოებამ ან რა ვიცი... რამე კიდე...''


მოგვიანებით მოდელს თავის მართლება მოუხდა: ''ძალიან გამიკვირდა, რომ ჩემი კომენტარები, რომლებსაც პირად ველზე მეგობრებს ნახევრად ხუმრობით ვწერ, დღის ნიუსებში მოხვდა. ასევე, ძალიან სასაცილო და მოულოდნელია, რომ ჩემი კომენტარები ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კი ''დააშეარეს'' და პოლიტიკური ანალიზიც კი სცადეს ჩემს ნათქვამზე. სულ ტყუილად. მე არ ვარ პოლიტიკოსი და შეიძლება, კარგად ვერც გამოვხატე ჩემი პოზიცია, ამიტომ ტყუილად ცდილობთ, რაღაც ფარული პოლიტიკური აზრები ამოიკითხოთ ჩემს სიტყვებში''.


imageimageimage





2. მაკა ჩიჩუა.


პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეორე ნახევარი, მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა- მარგველაშვილის პრეზიდენტობიდან სულ სკანდალების მონაწილეა. საზოგადოებას ჯერ ის საკითხი ადარდებდა რატომ არ იყვნენ ქორწინებაში ჯერ კიდევ ისინი, შემდეგ მისი ორსულობა, რომელსაც ეჭვებქვეშ აყენებდნენ, თუმცა ეს სიმართლე გამოდგა. ვიდეოც, რომელიც წყვილის პირველი გამოჩენის დროს "ქართული ოცნების" გამარჯვების აღსანიშნავად ოფისთან გადაიღეს და სადაც მაკა აღნიშნავს, რომ უზომოდ ბედნიერია, ინტერნეტ ჰიტად აქციეს. ეს ყოველივე არ იკმარეს და ისიც დასძინეს "მარგველას", რომ სასიყვარულო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარსამსახურის თანამშრომელ ვინმე ქრისტინესტან, რომელთანაც ის ჯერ კიდევ "ჯიპაში" მუშაობდა. ჭორი ჭორათვე დარჩა, რადგან ამ ამბიდან ორ დღეში მარგველაშვილი ჩიჩუასთან ერთად გაემგზავრა ავღანეთში ოფიციალური ვიზიტით, სადაც წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა.

imageimageimage




3. ლელა კილაძე.


თბილისის ექს-მერის, გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძეც გაეხვა სკანდალებში. ჯერ გაჟონა ინფორმაციამ, რომ ასაქმებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მერიაში საკუთარ ნათესავებს, არც მის ვიდეოს მოაკლდა ნახვები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში რესტორანში ცეკვავდა თამამად, შემდეგ ვითომ დაშორდა გიგის და იქორწინა პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილზე, რასაც ლელა სიტყვით გამოეხმაურა: "ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი. საინფორ-მაციო სააგენტოებს ვთხოვ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას. მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს ხუთი მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში, მათ აყენებს ტრავმას. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას''.


გუკა რჩეულიშვილის ოჯახმა საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თავად პროდიუსერი კი თამარა ჩერგოლეიშვილის სტატუსს ასე გამოეხმაურა:

''ჩერგო, ასეთ ყ...ზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ღადაობ?''


გუკა რჩეულიშვილი რამდენიმე წელია, რაც მსახიობ ნუცა კუხიანიძეზეა დაოჯახებული და წყვილს საერთო შვილიც ჰყავს. მართალია, მათი დაშორების შესახებაც არაერთხელ გავრცელდა ჭორი, მაგრამ გუკას ''ფეისბუქის'' გვერდს თუ გადავავლებთ თვალს, დადებული ფოტოებიდან გამომდინარე სულაც არ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.


თუმცა ამ ამბიდან არ გასულა დიდი ხანი, რომ ლელასი და მისი პირადი სტილისტის მიშა გასიტაშვილის პარიზში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ინტერნეტსაიტები წერდნენ, რომ ლელამ პირად სტილისტს დაბადების დღე პარიზში გადაუხადა.


ხოლო დღეს კი პაპარაცები ავრცელებნ ფოტოებს, სადაც ლელა ციხის კარზეა. ადვილი მისახვედრია, რომ ის იქ გიგის გამოა.

imageimageimage




4. ანუკი არეშიძე.


ქართველი დიზაინერი, სტილისტი და ყოფილი ფეხბურთელის, აწ ენერგო-მინისტრის კახი კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძეც მოხვდა სკანდალების ქარ-ცეცხლში, მიუხედავად იმისა რაც კახი პოლიტიკაშია, იგი მაქსიმალურად იკავებდა თავს ყოველგვარი კომენტარებისგან. სკანდალი კი მოყვა ანუკის ინტერვიუს ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიაში. მისმა რუსული ენის ცდონამ, სრულიად სოც-ქსელი აალაპარაკა და მეტიც, ამ ფაქტს ია ფარულავაც გამოეხმაურა: ''შვილო, ქართულად ილაპარაკე, თუ რუსული არ იცი, შემრცხვა'' - წერდა მსახიობი. მოგვიანებით კი ანუკის რუსული ენის მასწავლებელიც ურჩია და დაწერა, რომ თარ-ჯიმნის აყვანა ნახევარი ''ტუფლის'' ფასიც არ დაუჯდებოდა.


imageimageimageimageimage


5. თამარ ჩერგოლეიშვილი.


როგორც ვიცით იგი გიგა ბოკერიას ცოლია, თუმცა უკვე ორი წელია მას ბოკერიას მეუღლედ ყოფილი მაღალჩინოსნის ოპონენტები მოიხსენიებენ.


თამარი იმდენად პოპულარულია, რომ ერთ-ერთ შოუში ბოკერიამ იხუმრა, რომ მალე უშიშროების ყოფილი მინისტრის ცოლის ქმრად მოიხსენიებდნენ. სკანდალი და თამარი თითქმის სინონიმებია. თავიდან სოციალურ ქსელში პოპულარული რობერტ სტურუასადმი უცენზურო განცხადებებით გახდა და მალე ყველა პოლიტიკურ თოქ-შოუში სასურველ რესპოდენტად იქცა. მისგან ამ ბოლო დროს არაფერი უკვირთ, რადგან, თანამდებობის მიუხედავად, მისი ენამწარობის ''მსხვერპლი'' ნებისმიერი ხდება, მათი მისამართით დამცინავ გამონათქვამებსაც არ იშურებს.


ირაკლი ღარიბაშვილს ჰაკიმ ფაშას, ივანიშვილის კი პაჟს ეძახის. ივანიშვილის ზებრების სიყვარულის აღსანიშნავად კი ერთ-ერთი გადაცემა სპეციალური მაისურით წაიყვანა, რომელზეც ზებრა იყო გამოსახული.


imageimageimage



6. ნანუკა თამაზაშვილი.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნანუკა თამაზაშვილიც გაეხვა სკანდალში. როგორც ვიცით სექტემბრის თვეში რამოდენიმე დღით პრემიერი მეღლესთან ერთად ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც წყვილი ამერიკის პრეზიდენთან და მის მეუღლესთან ბარაკ და მიშელ ობამებთან ერთად არიან, საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ კი თვალში მოხვდათ ნანუკა თამაზაშვილის კაბა, რომელიც იყო შავი ფერის და ეცვა თეთრ პერანგზე.


ფაქტს ანუკი არეშიძე ასე გამოეხმაურა: "რამდენიმე დღეა ვადენვნებ თვალყურს პერიემიერის და მისი მეუღლის ფოტოზე ამტყდარ აჟიოტაჟს, კომენატრები გააკეთეს და შემდეგ უკვე აიტაცეს პიროვნებებმა რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან მოდაში და მითუმეტეს პირველი პირების დრეს კოდში რომელსაც ცალკე განათლება სჭირდება და მხოლოდ ტენდეციების ცოდნა არაა საკმარისი. ქალბატონ ნუნუკას აცვია ძალიან სწორად, ქალბატონის დრესს კოდის გათვალისწინებით ოფიციალურ მიღებაზე უნდა ეცვას კოლგოტი (ხორცისფერი) კაბა უნდა იყოს აუცილებლად მუხლს კვემოთ, რაც შეეხება სარჩულს, ესაა თვითონ ამ კაბის და იმ დიზაინერის გადაწყვეტილება, რომელმაც ეს ულამაზესი კაბა გააკეთა რათა მაანის სილუეტს გასმოდა უფრო კარგად ხაზი! სხვათაშორის უძლიერესი სტაფი ყავს ამ დიზაინერს, ერთ-ერთი მათგანი გალლიანოა, რომელიც საფრანგეთის პირველი ლედის დიზაინერი იყო (Dior).
მიკვირს განსაკუთრებით იმ ხალხისგან კრიტიკა რომლებიც სანდრას ჩაცმულობაზე ხმას არ იღებდნენ (რომელიც არასოდეს არ იცავდა dress code!) ახლა კი გიჟივით წერს ნუნუკას ფოტოზე, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო!"


არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ამ ამბიდან, ახლა უკვე სხვა რაკურსით გააოცა ნანუკამ საზოგადოება და იგი ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე Oscar de la renta-ს კაბით წარსდგა, რომლის ღირებულებაც 6490$-ია. ისიც დასძინეს, რომ კაბა ბიუჯეტის ფულით იყო ნაყიდი.

image

image

imageimageimageimage

12
4631
30-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4631
  
2014, 18 დეკემბერი, 13:02
ახლა ზუსტად მივხვდი რატომ დაწერე :)
2014, 18 დეკემბერი, 12:21
თუმცა არ ამართლებს და უკვე ვხვდები რას აქვს ადგილი საიტზე :)))))))
2014, 18 დეკემბერი, 12:10
:) კარგია ექსპერიმენტი
2014, 17 დეკემბერი, 21:06
საინტერესოა....მაგრამ,ბოლოს კაბის ფასმა ცოტა "დული მატინა" :D
2014, 17 დეკემბერი, 20:46
გაიხარე ალექს, მაგრამ კონკურსანტებმა დაიწყნარონ ნერვები, არ ვაპირებ ასპარეზს, სულ სხვა ამბიცია მქონდა ამ ჯერზე ;)
2014, 17 დეკემბერი, 20:45
ფულის გამო არა ინ, სხვა ექსპერიმენტისთვის გავაკეთე ეს :))))
2014, 17 დეკემბერი, 19:11
საღოლ მაკუშ..მიდი მიაქწექიიიიიი.......მთელი გულით შენთან ვარ მე ხო ნახე არ გამახარეს
2014, 17 დეკემბერი, 18:59
სიმართლე გითXრა მაკუშ სტატია არ წამიკითხია ისე გიწერ ლაიკს,იცი რატომაც:)
ისიც ვიცი რატტომ დაწერე მაგრამ რას იზამ პოეზიას ფული არ მოაქვს
ჩემი ყოჩაღი და ჩკვიანი გოგო ხარ
2014, 17 დეკემბერი, 17:26
მადლობა მანჩო :*
2014, 17 დეკემბერი, 17:23
მშვენივრად გამოგივიდა :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10