x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ისტორიაში შესული 11 უდიდესი მეცნიერი, რომელთაც ჩვენი ცხოვრება შეცვალეს
ბევრს, დარწმუნებული ვარ ვერც კი წარმოუდგენია, დღეს რომ ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საფეხურის მწვერვალზე ვდგავართ, სინამდვილეში რისი შედეგია. სწორედ მათ, ვინც დღევანდელი ჩვენი კომფორტული ცხოვრების სათავე არ იცის მინდა შევახსენო, რომ ჩვენი წინაპარი მეცნიერების შრომის შედეგია, რომელთაც დღევანდელი პროგრესული შედეგი მრავალი ექსპერიმენტებისა და კვლევების საფუძველზე მიიღეს.

image


მოდით აღარ გავაგრძელებ ჩემებურ თავსართებს და უბრალოდ მოგითხრობთ იმ 11-ი, უდიდესი მეცნიერების სიაზე, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ იმიტომ, რომ რადიკალურად შეცვალეს ჩვენი დღევანდელი ცხოვრება. აი ისინიც:



1. Isaac Newton (1642-1727) (ისააკ ნიუტონი)


წარმოშობით ინგლისელი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი ისააკი ფართოდ განიხილება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი მეცნიერი. მისი კანონები ხომ დღემდე ისწავლება სასწავლებლებსა და სკოლებში. სწორედ მან დაამტკიცა heliocentric-ის მოდელი კოსმოსში, გამოიგონა პირველი ტელესკოპი, ჩამოაყალიბა გაგრილების ემპირიული კანონი და შეისწავლა ხმის სიჩქარე, რომელთაც დიდი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის დღევანდელ განვითარებაზე.

image





2. Albert Einstein (1879-1955) (ალბერტ აინშტაინი)

წარმოშობით გერმანელ ფიზიკოსს 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფოტოელექტრო ეფექტის კანონის აღმოჩენისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მეცნიერულ ისტორიაში - ფარდობითობის თეორიაა, რომელიც კვანტური მექანიკის საფუძველს ქმნის თანამედროვე ფიზიკაში. მან ასევე ჩამოაყალიბა ექვივალენტის ურთიერთობა მასობრივ ენერგიასთან, E = m, რომელიც არის დასახელებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განტოლება მსოფლიოში. 1939 წელს აინშტაინმა წერილი მიწერა რუზველტს, რომ თითქმის მზად იყო შესაძლო ბირთვული იარაღის მომზადების საკითხი, რომელიც წარმოადგენდა მთავარ გასაღებს ა.შ.შ-ს ატომური ბომბისას, სწორედ ეს წერილი ჩათვალა აინშტაინმა ცხოვრებაში ყველაზე უდიდეს შეცდომად.

image





3. James Maxwell (1831-1879) (ჯეიმს მაქსველი)

წარმოშობით შოტლანდიელი მათემატიკოსია, რომელმაც გამოიცნო ელექტრომაგნიტური ველის კონცეფცია. ოპტიკისა და ფერთა კვლევის სფეროში მან 1861 წელს გააკეთა პირველი ფერადი ფოტო სურათი, ასევე თერმოდინამიკასა და კინეტიკურ თეორიაში მუშაობით დაეხმარა მეცნიერებს რიგი მნიშვნელოვან აღმოჩენებში. უდიდესი წვლილი მიუძღვის კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის თეორიის განვითარებაში.

image





4. Louis Pasteur (1822-1895) (ლუი პასტერი)

ფრანგი წარმოშობის ქიმიკოსისა და მიკრობიოლოგის ძირითადი გამოგონებაა პასტერიზაციის პროცესი, რამაც გზა გაუხსნა მედიცინას ცოფისა და ციმბირული წყლულის (ჯილეხი) ვაქცინის შექმნას.

image





5. Charles Darwin (1809-1882) (ჩარლზ დარვინი)

დარვინი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა კაცობრიობის ისტორიაში. წარმოშობით ინგლისელმა ზოოლოგმა და ნატურალისტმა წამოაყენა თეორია ევოლუციის შესახებ და განმარტა, რომ სიცოცხლე არის მცირე და მისი განვითარება ხდება ბუნებრივი გზით შერჩევის მიხედვით. ეს ერთ-ერთი დომინანტურ-მეცნიერული ახსნაა ჩვენი ცხოვრებისა.

image





6. Marie Curie (1867-1934) (მარია კიური)

1903 წელს ფიზიკაში და 1911 წელს ქიმიაში მიენიჭა მარიას ნობელის პრემია. იგი იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც მიაღწია ამ მეცნიერებებში წარმატებას და მიიღო ჯილდო. მისი სამუშაო სფერო იყო რადიოაქტიურობა და სწორედ რადიოაქტიური იზოტოპების იზოლაციის შედეგად აღმოაჩინა ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი. პირველი მსოფლიო ომის დროს მარიამ გახსნა საფრანგეთში რენტგენოლოგიის პირველი ცენტრი, რითიც ძალიან დაეხმარა ჯარისკაცების გამოჯანმრთელების საკითხს. თუმცა სამწუხაროდ ხანგრძლივი დროით დიდ დასხივებასთან მუშაობის გამო მას დაემართა აპლასტიური ანემია, რის გამოც 1934 წელს გარდაიცვალა.

image





7. Nikola Tesla (1856-1943) (ნიკოლა ტესლა)

სერბელი ამერიკელი ძირითადად მუშაობდა თანამედროვე ელექტრო და AC კვლევებში. თავდაპირველად ძრავებსა და გენერატორებზე მუშაობდა, თუმცა შემდეგ მიატოვა სამუშაო ადგილი და მარტო განაგრძობდა ამ საკითხებში ასპარეზობას. 1887 წელს მან შექმნა ინდუქციური ძრავა, რაც რადიო სიხშირის დაჭერის საწინდარი გახდა. ამ აღმოჩენის გამო მას "შეშლილი მეცნიერი" ეწოდა და სწორედ მისი სახელის საპატივცემოდ დაერქვა მაგნიტური ველის ინდუქციის საზომ ერთეულს ტესლა.

image





8. Niels Bohr (1885-1962) (ნილს ბორი)

კვანტურ თეორიასა და ატომური სტრუქტურის სფეროში მუშაობის გამო დანიელ ფიზიკოსს 1922 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. იგი ცნობილია ასევე ერთ-ერთი ატომის მოდელის აღმოჩენით, ასევე წვლილი მიუძღვის ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში და ელემენტ ბორიუმის გამოგონებაში, რომელსაც სახელწოდება ბორი მისი გვარის საპატივცემოდ მიენიჭა.

image





9. Galileo Galilei (1564-1642) (გალილეო გალილეი)

იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ცნობილია ისტორიაში- ასტრონომიაში მიღწევებით. მან გააუმჯობესა ტელესკოპი და ასტრონომიული დაკვირვებების შედეგად აღმოაჩინა პლანეტა ვენერას ფაზა და გაუხსნა გზა თანამგზავრებს იუპიტერზე. ჰელიოცენტრიზმის გამო მას შინა პატიმრობა მიესაჯა და სწორედ იმ დროის მონაკვეთში დაწერა და გამოუშვა ორი ნაშრომი, რომლის წყალობითაც შეირაცხა "თანამედროვე ფიზიკის მამა"-დ.

image





10. Aristotle (384-322 ჩ.წ.) (არისტოტელე)

ბერძენი ფილოსოფოსი პირველი რეალური მეცნიერია ისტორიაში. მისმა შეხედულებამ და იდეებმა უდიდესი გავლენა მოახდინა კაცობრიობის შემდგომ განვითარებაზე. მისი მუშაობა მოიცავდა ფართო სპექტრს- ფიზიკა, მეტაფიზიკა, ეთიკა, ბიოლოგია და ზოოლოგია.

image





11. Дмитрий Иванович Менделеев (1834 — 1907) (დიმიტრი ივანეს ძე მენდელეევი)

ერთი-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერია კაცობრიობის ისტორიაში. მან გახსნა სამყაროს ერთი-ერთი ფუნდამენტური კანონი- ქიმიური ელემენტების პერიოდულობის სისტემა, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი მენდელეევის პერიდული სისტემის სახელით და ქიმიის საგნის ძირითადი ელემენტია.

image




14
8150
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
8150
  
ქართული გამოგონებები არსებობს რამე? ვერაფერი ვერ ვიპოვე.
2014, 26 ოქტომბერი, 17:12
არა მე ვინმეს ან ტქვენ კი არ გადანასჰაულებტ. - ეს დზველტაგანვე მოდის მაგალიტად. ამპერის საერტოდ არ ცნობდნენ - ეს სკეპტოციზმი მატ სჰირის კოველტვის არსებობდა....
2014, 26 ოქტომბერი, 16:59
გეთანხმებით იმაში, რომ ჩემს სიას ბევრი მეცნიერი აკლია, თუმცა ეს ჩემი დანაშაული არაა, ვინაიდან უბრალოდ ერთ-ერთი უცხოური წყაროდან ვთარგმნე აღნიშნული.
2014, 26 ოქტომბერი, 16:04
კი უპირატესობა - მაგრამ ვისი ? მაგალითად თქვენ სიაში არ არის თემისტოკლე კალცეკი - ეს კაცი ჩვეულებრივი ექიმი გახლდათ – მაგრამ შემთხვევით რადიოტალღების რეგისტრატორი - კორჰერერი გამოიგონა - ესე იგი დეტექტორი - მიმღები
2014, 25 ოქტომბერი, 0:19
ჰოო მეც ადრე ედგარ პო ს ვკითხულობდი ...
2014, 25 ოქტომბერი, 0:17
ტრაბახს არ დავიწყებ მაგრამ - ტექნიკური ჟურნალებიდან რამდენიმე კონსტრუქცია გავიმეორე - მერე დავადგინე რომ ლაპარაკი სხვაა და საქმე სხვა - რადიო კომპონენტების დაპატარავებით შეიძლება მართლაც მიიღოს კონსტრუქტორმა რეზულტატი - გამოჩნდნენ სხვაგვარად მოაზროვნენი ამ დარგში - ისინი ამტკიცებენ რომ ეს უცაბედი ნახტომი დედამიწელი მეცნიერების დამსახურება არ არის ...
2014, 24 ოქტომბერი, 23:58
რას გავუგებთ, რაღაც უპირატესობები იყო, არის და იქნება ყოველთვის სამწუხაროდ...
2014, 24 ოქტომბერი, 23:52
კი მაგრამ მე ერთი რამ ვერ გავიგე - ამ 44 წლის განმავლობაში - მართალია ელექტრონიკა ნაბიჯ ნაბიჯ ვითარდებოდა - ლამპები - ტრანზისტორები, მიკროსქემები - და უცბად სტივ ჯობსისა და ვოზნიაკის კომპუტერი ? აიფონი ანდროიდი ? და ამერიკელები მზად არიან ჯობსი მაქსველის გვერდზე დააყენონ ? მე არ მჯერა ...
2014, 24 ოქტომბერი, 23:44
ძალიან ვნანობ, რომ მთელი სიყმაწვილე მხოლოდ პოეზიას და რომანებს დავუთმე, სასწაულოად მაინტერესებს მეცნიერული და ისტორიული ცნობები.
2014, 24 ოქტომბერი, 23:33
ჯეიმს მაქსველმა კი უმარტივესი ფორმულით რომელიც სინათლის სისწრაფეზე ელექტრომაგნიტური რხევის სიხშირის გაყოფით – ტალღის სიგრძე გამოთვალა დიდი კამათი გამოიწვია სწავლულებში ....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10