x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გაიცანით 11 ყველაზე ცნობილი ადამიანი მსოფლიოს ისტორიაში

ერთ-ერთმა ინტერნეტ საიტმა ჩაატარა გამოკითხვა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანების გამოსავლენად. შედგები ასეთია:

image

11. Diana, Princess of Wales

პრინცესა დიანა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინც ჩარლზის პირველი ცოლი და პრინცების უილიამის და ჰარის დედა. ის 20 წლის ასაკში დაქორწინდა და აქტიურად შეუდგა სამეფო ვალდებულებების შესრულებას. მალევე მოიპოვა ხალხის სიყვარული და პატივისცემა. ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. გარდაცვალების შემდეგ მას ელტონ ჯონმა "ინგლისის ვარდი" შეარქვა, ბრიტანელებმა კი "ხალხის გულების პრინცესა".

image

10. Mahatma Gandhi

მოჰანდას კარამჩანდ განდი იყო ეროვნული წინამძღოლი ბრიტანეთის მართულ ინდოეთში. განდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. იგი იყო არამოძალადე აქტივისტი, რომელმაც უხელმძღვანელა მრავალ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.

image

9. Martin Luther King, Jr.

მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი იყო ამერიკელი ბაპტისტი მინისტრი, სამოქალაქო აქტივისტი, ორატორი და აფრო-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერი. მისი ყველაზე ცნობილი გამოსვლაა " მე მაქვს ოცნება", წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშნგტონში, 1963 წელს.

image

8. Muhammad Ali

დაბადების სახელი კასიუს კლეი - ამერიკელი მოკრივე. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში. მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის მრავალგზის ჩემპიონი. სახელი შეიცვალა ისლამზე მოქცევის გამო. ითვლება სპორტის ისტორიაში უდიდეს ფიგურად.

image

7. Abraham Lincoln

ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტი. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება.

image

6. Elvis Presley

ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი. მას ხშირად მოიხსენიებენ "როკ-ენ-როლის მეფედ" ან "მეფედ". აღიარებულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელობან კულტურის ხატად.

image

5. Albert Einstein

ალბერტ აინშტაინი - გერმანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკის და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში.

image

4. Muhammad

არაბი წინასწარმეტყველი, ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციის და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული.

image

3. Adolf Hitler

ადოლფ ჰიტლერი - გერმანელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი. იყო მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.

image

2. Michael Jackson

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, მუსიკოსი, პროდუსერი და მსახიობი. ცნობილია, როგორც "პოპის მეფე". მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ-კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო.

image

1. იესო ქრისტე

იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი, იგივე "მესია" - ქრისტიანული რელიგიის დამფუძნებელი. დაიბადა ბეთლემში, პალესტინაში. ის იყო კაცი და ღმერთი. ბიბლიის მიხედვით, იესო დედამიწაზე მოევლინა ადამიანების ცოდვის გამოსყიდვისა და ხსნისათვის.

image

0
1460
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0