რჩევები ასტროლოგია და სუნამო-რომელი არომატი შეეფერებათ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს 2013, 5 ნოემბერი, 20:01 ასტროლოგები დარწმუნებული არიან, რომ თითოეული ზოდიაქოს ნიშანს თავისი უნიკალური პარფიუმერული კომპოზიცია შეესაბამება. პერსონალური ჰოროსკოპის თავისებურების გათვალისწინებით უშეცდომოდ შეძლებთ "საკუთარი სურნელის" პოვნას.
![]() ვერძი მოთმინება და ტაქტიკურობა არ გახლავთ ვერძების ძლიერი მხარე. ამ ცეცხლოვანი ნიშნის დევიზი არის "იარე წინ და არასდროს დანებდე". ენერგიული და ფეთქებადი ხასიათის ვერძებს არ დააკმაყოფილებს გრილი არომატები. მათი სტიქია ღრმა, მრავალტონიანი სუნამოა ხის და ციტრუსის შლეიფით. ![]() (Estee Lauder), Ange Ou Demon Le Secret (Givenchy), Chanel №5 (Chanel). ![]() კურო ყველგან ეძებს ჰარმონიას და სილამაზეს. გარე სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში მას ეხმარება ახალი, ყვავილოვანი, ხილის და ბუნების პარფიუმერული კომპოზიცია, რომლის საფუძველია აღმოსავლური ვარდი, წითელი მოცხარი, ბერგამოტი, გარდენია, დახვეწილი ჟასმინი და წყლის შროშანი. ვარსკვლავების რჩევები: La Vie Est Belle (Lancome), Diorissimo (Christian Dior), ChicPetals (Cheap And Chic Moschino), Velvet Desire (Dolce&Gabbana). ![]() ![]() ტყუპები მათი სტიქია არის ჰაერი, ამიტომ ისინი ხშირად იცვლიან სურვილებს, მაგრამ ყოველთვის სურთ იყვნენ გამორჩეულები და ხელმძღვანელები. ტყუპები არჩევანს ერთ არომატზე არ აჩერებენ, ისინი ინსტინქტურად ანიჭებენ უპირატესობას რთულ თაიგულებს, რომლის შლეიფი შედგება ცისტრუსების, თეთრი იორდასალამის, ტყის ენძელას, ტუბეროზას, სიცილიური ფორთოხლის ფოთლების, შავი მოცხარის ნოტებისგან ვარსკვლავების რჩევაა: Yohji Senses (Yohji Yamamoto), Saharienne (Yves Saint Laurent), L'Eau par Kenzo, Aqua Allegoria Nerolia Bianca (Guerlain). ![]() ![]() კირჩხიბი წყლის ბუნება მჟღავნდება კირჩხიბის ხასიათში. ისინი აფასებენ კომფორტს და მშვიდ ატმოსფერს. მათი პარფიუმერული პალიტრაში შედის ზღვის ბრიზის, ზაფხულის ზამბაზის, მუსკუსის და ამბრის არომატები. ვარსკვლავების რჩევაა: Chanel Beige (Chanel), Acqua di Gioia Eau Fraiche (Giorgio Armani), Love Eau Florale (Chloe). ![]() ![]() ლომი დაბადებიდან ლიდერია ყველაფერში, მას არ უყვარს კომპრომისი. ლომები გულდასმით ირჩევენ შესაფერის არომატს, მათთვის მნიშვნელოვანი არ არის პარფიუმერული ბრენდის პოპულარობა. სიძლიერის, წარმატებულობის და ეფექტურობისკენ სწრაფვას ისინი გამოხატავენ დამასკური ქლიავის, ვანილის ხავერდოვანი ნოტის, ხავსის და გვიმრის სურნელის არჩევით. ვარსკვლავების რჩევაა: Just Cavalli (Roberto Cavalli), Opium Vapeurs de Parfum (Yves Saint Laurent), J`Adore (Christian Dior). ![]() ![]() ქალწული მგრძნობიარე და ამავდროულად გონიერი ქალწულის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს არომატები. მიწის სტიქია განსაზღვრავს მათი პარფიუმის არჩევას: ლაკონურის და ბუნებრივის-ხის და ზღვის, ყვავილების კომპოზიცია, რომლის შუაგულში არის სანდალის, ფაჩულის, ბერგამოტის, ვარდის და მუსკუსის ნოტები. ვარსკვლავების რჩევაა: Armani Prive: Figuier Eden (Giorgio Armani), Etro Lemon Sorbet (Etro), 5th Avenue Gold (Elizabeth Arden), Dior La Collection Couturier Parfumeur: Granville (Christian Dior). ![]() ![]() სასწორი ისწრაფვის კლასიკისკენ, თუმცა ძველმოდური არ არის, პირიქით მათი არჩევანი გამოცდილია დროში და ხარისხის ნიშანი აქვს. სასწორს არ უყვარს ექსპერიმენტები, უპირატესობას ანიჭებს საკულტო არომატებს, რომელთა საბაზო ნოტებია-სანდალი, კედრი, ბერგამოტი, იმბირი, გარდენია, ილანგ-ილანგი, ჟასმინი და ლავანდა. ახალი სუნამოს არჩევისას სასწორებს დააინტერესებთ სამეფოს ვარდის არომატი. ვარსკვლავების რჩევა: Cashmere Mist (Donna Karan), Coco Eau de Parfum (Chanel), O Oui! (Lancome). ![]() ![]() მორიელი ყველაზე მებრძოლი და ექსტრავაგანტული ნიშანია, თუმცა მეტად მშვიდად ირჩევს არომატს. ის ხელმძღვანელობს პრინციპით " ან ყველაფერი ან არაფერი". მორიელის არსენალში არის როგორც პოპულარული მასობრივი პროდუქტი, ასევე დახვეწილი, სახელობითი სუნამოები. მას იზიდავს ცივი ყვავილოვანი და ხის და ხავსის ნოტები. ვარსკვლავების რჩევაა: Miracle (Lancome), Essence (Narciso Rodriguez), Comme des Garcons (Comme des Garcons). ![]() ![]() მშვილდოსანი მეტად გულდასმით ირჩევს არომატს. მათთვის სუნამო მთელი ისტორიაა, რომელიც გვერდით მყოფმა უნდა ამოიცნოს. ოპტიმისტი, ენერგიული და თავდაჯერებული მშვილდოსნები კომფორტულად გრძნობენ თავს ეგზოტიკური და ტკბილი არომატების გარემოში- თეთრი ორქიდეა, მუსკუსის კოქტეილი, ზამბახი, ნარცისი, ტყის იები-გახლავთ მათი არჩევანი. ვარსკვლავების რჩევა: DKNY Be Delicious Art (Donna Karan), Un Air d’Escapade (Givenchy), Tropical Splash: Hibiscus (Marc Jacobs). ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მერწყული თავისუფლების მოყვარული მერწყულები პირველ რიგში პარფიუმერიაში აფასებენ ორიგინალურობას. მათ არ შეეფერებათ მონო-არომატები, რომელიც ბალახის ან ყვავილოვანი კომპოზიციისგან შედგება. მერწყულებს მოსწონთ არომატები რთული თაიგულით, ე.წ შიპრის, კარამელის და ინდური ტკბილეულობის ნოტებით. ვარსკვლავების რჩევა: Musc de Samarkand (Les Nereides), Hypnose Senses (Lancome), L'Instant Magic (Guerlain). ![]() ![]() თევზები ყველაზე წინააღმდეგობრივი ნიშანი. იმპულსური ბუნების გამო ისინი ერთ ადგილას ვერ ისვენებენ-მუდმივ ძიებაში არიან და არომატი გამონაკლისი არ არის. მათ იზიდავთ ზღვის ნოტიო ჰაერის, ახალ მოთიბული ბალახის, შროშანის, ჟასმინის, ზამბახის და იის ნოტები. ვარსკვლავების რჩევა: Aqua Allegoria Herba Fresca (Guerlain), Eau Indigo Pour Femme (Kenzo), Jour Pour Femme (Hugo Boss) ![]() ![]() 1875 4-ს მოსწონს
|