ჯანმრთელი კვება სტაფილოს დიეტა- წონის დაკლების პოპულარული მეთოდი 2013, 9 ოქტომბერი, 17:14 ბოლო დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გარეშე სწრაფად გახდომის მსურველებში მეტად პოპულარულია სტაფილოს დიეტა-საკმაოდ მკაცრი კვების რეჟიმი, რომელსაც საფუძვლად უდევს ბეტა-კაროტინის აქტიური მოხმარება.
ბეტა კაროტინი ჩვენ ორგანიზმში გარდაიქმნება А ვიტამინად, რომელიც ასუფთავებს ორგანიზმს, აწესრიგებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, გარდა ამისა სტაფილო შეიცავს ვიტამინებს В3, С და Е, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ფოლის მჟავას, უჯრედისს და ნატრიუმს.
ყველაზე ეფექტური დიეტა გრძელდება ოთხი დღე და გარანტირებულად დაიკლებთ 3-3.5 კგ-ს.
თუმცა სტაფილოს დიეტა საკმაოდ მკაცრია, ოთხი დღის განმავლობაში სტაფილოს გარდა ვერაფერს მიირთმევთ, მხოლოდ წყლის და სტაფილოს წვენის დალევა შეგიძლიათ დიდი რაოდენობით. დიეტის საფუძველია სტაფილოს ჩვეულებრივი სალათი, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ახალი სტაფილო 1 კგ, ერთი ლიმონი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. გახეხეთ სტაფილო საშუალო ზომის სახეხზე, დაამატეთ ლიმონის წვენის და თაფლის ნარევი. სალათი გაყავით სამ ნაწილად და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით დღის განმავლობაში. სალათი ყოველდღიურად ახალი მოამზადეთ. პირველი სამი დღის განმავლობაში სტაფილოსთან ერთად შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ხილი და მიირთვათ ან ცალკე ან სალათასთან ერთად. მაგ. ვაშლი, მსხალი, კივი, ფორთოხალი და გრეიფრუტი. დაუშვებელია ბოსტნეულის, უკალორიო რძის პროდუქტების მიღება. მეოთხე დღეს შეგიძლიათ რეჟიმი ცოტა შეამსუბუქოთ და მიიღოთ მცირე რაოდენობით შემწვარი კარტოფილი სადილზე და 100 გ. მოხარშული ხორცი ვახშმად. ოთხი დღის შემდეგ იგრძნობთ მნიშვნელოვან სიმსუბუქეს-ორგანიზმი გაიწმინდება, ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება, მოგემატებათ სასიცოცხლო ძალები. მნიშვნელოვანია ასეთი დიეტის შემდეგ ბალანსირებულად იკვებოთ. აკრძალულია ფქვილის ნაწარმის და ტკბილეულის მიღება. 2894 4-ს მოსწონს
|