სხვა უძილობა სერიოზული პრობლემაა. 2013, 16 სექტემბერი, 15:49 ![]() უძილობის დარღვევის პროცესი სხვადასხვანაირია, მაგრამ ჩივილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რომ დილით ეღვიძებათ დაღლილებს, მთელი დღე ეძინებათ, მოთენთილები არიან, მუდმივად სტკივათ თავი და ა.შ. ადამიანებს, ვისაც უძილობა აწუხებთ, დაქვეითებული აქვთ შრომის უნარი, ადვილად ცივდებიან, დაუცველები არიან ინფექციებისგან და თუ დროთა განმავლობაში სიტუაცია არ გამოსწორდება, შეიძლება ქრონიკული დაავადებაც დაემართოთ. ძილი გვიცავს დაძაბულობისგან და აღადგენს ენერგიას. ![]() ხშირად უძილობის მიზეზი სტრესი და ემოციებია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უძილობა ორგანიზმში იწვევს უწესრიგობას. მაგალითად: ზედაპირული, შფოთიანი ძილი ახასიათებთ ოსტეოქონდროზითა და ნაღვლის ბუშტით დაავადებულებს. ადრე გაღვიძება გულ-სისხლძარღვთა დაავადებულებს. ზოგჯერ განცდები იწვევს მაგარ ძილს ან უძილობას. შემდეგ კი იწყება უძილობა. ადამიანს უკვირს, მღელვარებამ ხომ გაიარა, რატომ ვერ ვიძინებო და იპყრობს შიში. ზოგჯერ უძილობას კი დადებითი ემოციებიც იწვევს. ![]() არ დაიწყოთ დამამშვიდებელი წამლების მიღება, რადგან ნებისმიერი, ნატურალურიც კი იწვევს ფსიქოლოგიურ მიჩვევას. გისურვებთ მშვიდობიან ძილს. 1163 15-ს მოსწონს
|