x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"რით გავუმკლავდეთ სხვადასხვა დაავადებას".
imageფუტკარი შესანიშნავი ფარმაცევტია. ყველაფერი, რასაც ის ამზადებს: თაფლი, ცვილი, პროპოლისი, ჭეო და შხამიც კი- ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.


თაფლი 70-ზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარებიან. ესენია: ცილები, ანტიბიოტიკები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, რომლებსაც ვერცერთი ვიტამინური კომპლექსი ვერ შეცვლის. საქმე ისაა, რომ ვიტამინების ბიოლოგიური მოქმედება დამოკიდებულია მათ სწორ შეხამებაზე მინერალურ მარილებთან, ხოლო თაფლში ეს თანაფარდობა ოპტიმალურია.


imageთაფლში არსებული რკინა, ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის ფუნქციას ასტიმულირებს და უჯრედების აღდგენას აუმჯობესებს. კალციუმი და კალიუმი გულის მოქმედებას ნორმალურს ხდის. მაგნიუმი დამამშვიდებლად მოქმედებს და იმუნიტეტს აძლიერებს. მანგანუმი C ვიტამინის სინთეზს ხელს უწყობა, ხოლო გლუკოზა და ფრუქტოზა უნივერსალური ანტიტოქსიკური საშუალებებია.


ეს უნიკალური ტკბილი წამალი ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს. ასევე ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედება აქვს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს, სკლეროზს აგაცილებთ, ძილს თვისობრივად აუმჯობესებს, განწყობას ამაღლებს. ეს ბუნებრივი ბალზამი კანზეც სასიკეთოდ მოქმედებს.


image


ეს უნდა იცოდეთ:

დღიური დოზა მოზრდილებისთვის 100 გრამამდეა. ბავშვებისთვის 30-50 გრამი, იმ პირობით, რომ სხვა ტკბილეულზე უარს იტყვით. ფორმულა მარტივია: 0, 5-1 გრამი 1 კგ წონაზე.

უკუჩვენება:

თაფლი არ შეიძლება გამოიყენონ დიაბეტიანებმა, ასევე მათ, ვისაც მეფუტკრეობის პროდუქტზე ალერგია აქვთ.

ტემპერატურული რეჟიმი:

თაფლის გაცხელება დასაშვებია 40 გრადუსამდე, ვინაიდან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ყველა სასარგებლო თვისება იკარგება.


მაშასადამე, მიირთვით თაფლი და მოგეხსნებათ ყოველგვარი პრობლემა. გისურვებთ ჯანმრთელობას.

10
379
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
379
  
2013, 1 სექტემბერი, 23:39
დასაწუნი ნამდვილად არაფერი აქვს, რადგან ეგ ცნებები ექიმების დასკვნები და დაკვირვებებია, მათ გაცილებით მეტი იციან ჩვენზე თაფლს რაც შეეხება.
2013, 1 სექტემბერი, 23:36
რა დაიწუნე?
2013, 1 სექტემბერი, 23:34
თაფლზე სტატია რომ დავდე, მერე ამოშალა მსგავსი სტატიები და შენი სტატიაც გადავიკითხე.
2013, 1 სექტემბერი, 23:31
იდეა მოგეწონა?
2013, 1 სექტემბერი, 20:08
მომილოცავს, წარმატების ზღურბლს ადგახართ ჯანმრთელობის მხრივ ;)
2013, 1 სექტემბერი, 20:07
არაფრის, მადლობა თქვენ ერთგული მკითხველობისთვის ;)
2013, 1 სექტემბერი, 18:30
ძალიან მიყვარს თაფლი და ფიჭა.
2013, 1 სექტემბერი, 18:25
ძალიან დიდი მადლობა მეგობარო სტატიისთვის+:)))
2013, 1 სექტემბერი, 17:43
გაიხარე ;)
2013, 1 სექტემბერი, 17:40
კარგი სტატიაა!! მომეწონა:):)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10