x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"როგორ დავიკლოთ წონაში მარტივად და ხარისხიანად".
imageჭარბი წონის თემა დღეს ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით კი ზაფხულს არ უხდება ეს. მრავალგავრი ძალისხმევის ხარჯზე ვცდილობთ სულ ცოტაოდენი კალორიების დაწვას: ტკბილეულის, ცომეულისა და ცხიმიანი კერძების რაციონიდან ამოღებით, საღამოს 6 საათის შემდეგ კვების აკრძალვით და ა.შ. მე კი შემოგთავაზებთ სულ სხვაგვარად როგორ მიუდგეთ ამ პრობლემას ისე, რომ არ დაგჭირდეთ საკვების შემცირება, უბრალოდ გაზარდეთ სასმელი წყლის რაოდენობა.


წყლის დიეტას უამრავი დადებითი მხარე აქვს, რა თქმა უნდა მხოლოდ სუფთა წყალს, დაივიწყეთ ონკანის წყალი, რადგან მისი სისუფთავის გარანტია არ არსებობს, ამიტომ შეიძინეთ გამფილტრავი მოწყობილობა ან წყალი დაბეჭდილი ბოთლებით.


imageრაც შეეხება დალევის დროს: პირველად უნდა დალიოთ დილით, უზმოზე, საუზმობამდე 20-30 წუთით ადრე; ასევე ყოველი კვების წინ 30 წუთით ადრე ან 1-1, 5 საათის შემდეგ კვებიდან; ბოლო დალევა კი დაძინებამდე 30 წუთით ადრე.


ყოველი დალევისას წყლის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს წონაზე: გაამრავლეთ ის 40-ზე და მიიღებთ დღეღამურ ნორმას. მაგ: თუ იწონით 80 კგ-ს, თქვენი დღეღამური ნორმა იქნება 3200 მილილიტრი, ანუ 3, 2 ლიტრი წყალი. თუ არ ხართ ამდენი წყლის დალევას მიჩვეული, დაიწყეთ მცირე რაოდენობით და მალევე მიდით აუცილებლად ნორმამდე. მაცივრის წყალი გამორიცხეთ, დიეტის შემთხვევაში უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა. არ არის მიზანშეწონილი ერთ ჯერზე 1-1, 5 ჩაის ჭიქაზე მეტი წყლის დალევა, თორემ შესაძლოა კუჭი გაგეწელოთ.



თუ წყალს საჭმელს შეატანთ, ამით დიეტის უნივერსალურობა დაირღვევა, ვინაიდან შენელდება საჭმლის გადამუშავების პროცესი, რაც ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დალიოთ წყალი, როცა შიმშილს იგრძნობთ, რადგან შესაძლოა სინამდვილეში კი არ გშიოდეთ, არამედ გწყუროდეთ. თუ დალევიდან ნახევარი საათის შემდეგ ისევ იგრძნობთ წყურვილს, შეგიძლიათ რაიმე მიირთვათ.

imageდიეტოლოგების რჩევით, წყლის დიეტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 კვირას, თუმცა მერე 1 თვე უნდა შეისვენოთ. შესვენების პერიოდშიც არ დაივიწყოთ უზმოზე 1 ჭიქა წყლის დალევა. ეს სასარგებლო ჩვევა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფორმა და ჯანმრთელობა. და კიდევ, შეზღუდეთ წყლის მიღება საღამოს საათებში, განსაკუთრებით კი ძილის წინ, თორემ დილით სახე და კიდურები შეშუპებული გექნებათ.


გისურვებთ წარმატებას.

8
4670
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4670
  
2016, 16 იანვარი, 12:05
ვერანაირმა დიეტამ ვერ დამაკლებინა სანამ დღეში 2 ლიტრა წყლის დალევა არ დავიწყე და სამ თვეში ამით დავიკელი 15 კილო :) მთავარია გამძლეობა და ნებისყოფის სიმტკიცე და შედეგით რომ აღფრთოვანდებიან ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება :P
2013, 31 აგვისტო, 21:21
დიტას სულ ვიცავ, მაგრამ წყალი არ მიყვარს და ძალიტ მიჭირს დალევა. :) ახლა მართლა აღარ მჭირდება დიეტა, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება.
2013, 31 აგვისტო, 21:19
ნივთიერებათა ცვლისთვის და ფილტვისთვის წყალი უნივერსალია, ასე, რომ ზოგჯერ მიირთვით ხოლმე ქალბატონო მანჩო და თუ დიეტას არ საჭიროებთ, მაშინ სადარდებელი არ გქონიათ ;)
2013, 31 აგვისტო, 20:45
ვაიმე, რა ამბავი მაგდენი წყლის დალევა? მე ხანდახან კვირა ისე გავა, საერთოდ არ ვსვამ წყალს და არც მწყურდება და ძალით რა დამალევინებს?:(
2013, 31 აგვისტო, 18:55
მადლობა ბატონო თედო ერთგულებისთვის ;)
2013, 31 აგვისტო, 18:55
წყალს სცოდნია ასე თურმე ვიკ :(:( ეცადე ძილის წინ აღარ დალიო დილამდე.
2013, 31 აგვისტო, 16:29
მაგის პრობლემა არ მაქვს მეგობარო მაგრამ სტატია ძალია სასარგებლოა ხალხისთვის და ძალიან მომწონს
2013, 31 აგვისტო, 16:07
მართლა კარგია ეს დიეტა მაგრამ სახე მისივდება სასწაულად თვალები განსაკუთრებით:(
0 1 8