ასტროლოგია მზის სისტემის პლანეტები 2013, 16 აპრილი, 8:13 NASA-ს ექსპერტთა ჯგუფი ცდილობს გამოიყენოს კოსმოსური სატელიტური თანამგზავრის - "Kepler"-ის მიერ მოწოდებული მასალები. თანამგზავრი "Kepler" აღჭურვილია კომპიუტერული მოდელირებით და ჰიპერმგრძნობიარე ფოტო კამერით. მან გამოგზავნა ღია სივრციდან გადაღებული მზის სისტემის ფოტოები და სამყაროს აღქმა უფრო გაამარტივა.
Kepler 22b Kepler 10b Kepler 20f Kepler 20e Kepler 37b ახლა შემოგთავაზებთ პლანეტების ფოტოებს მთვარის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ. საოცრად არის ეს ფოტოები გაკეთებული. (დაცულია ზომები) ანუ ფოტოებით ნაჩვენებია, თუ როგორ გამოჩნდებოდა დედამიწიდან ეს პლანეტები, თუ ისინი იქნებოდნენ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის (მთვარე) ადგილას. ეს არის მთვარე დედამიწიდან. პლანეტა მერკური - მისი ზომები მთვარესთან შედარებით მცირეა. პლანეტა მარსი - მისი წითელი შეფერილობა ყველასთVისაა ცნობილი. ზომით მთვარეზე ოდნავ დიდია. პლანეტა ვენერა - მისი ატმოსფერო აირეკლავს მზის სინათლეს მზის სისტემაში არსებულ ყველა ობიექტზე უკეთესად. მისი გარსი მზის გარსზე უკეთესიც კია. პლანეტა ნეპტუნი - ლურჯი ფერის ულამაზესი ბურთი, რომელიც სამყაროს მშვენებად ითვლება. პლანეტა ურანი - იგი ძალიან ჰგავს პლანეტა ნეპტუნს, თუმცა მის ზედაპირზე არსებულმა "ხარვეზებმა" გამოიწვია ქარიშხალი. პლანეტა სატურნი - იგი ითვლება ყველაზე ლამაზ პლანეტად, თავისი არაჩვეულებრივი რგოლებით, რომლებიც ადამიასის თვალისთვისაც საკმაოდ მკაფიოდ შესამჩნევია. პლანეტა იუპიტერი - იგი რომ მთვარის ადგილას ყოფილიყო, უზარმაზარ სივრცეს დაიკავებდა მისი გამოსახულება, რადგან მისი ზომები მართლაც გასაოცარია, იგი მთვარეზე 40-ჯერ დიდია. იმედია, ამჯერად საინტერესო სტატია გამოვიდა ასტროლოგიის მოყვარულთათვის. 953 13-ს მოსწონს |
არ ვარ ასტროლოგიის მოყვარული, მაგრამ სტატიამ "ჩამითრია".
კარგია ძალიან!