x
მეტი
  • 18.03.2025
  • სტატია:141039
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513781
ვინ იყო ვახტანგ გორგასლის დედა ?
ვახტანგ გორგასალი

საგდუხტი - მირდატ მეფის მეუღლე და ვახტანგ გორგასალის დედა.

საგდუხტი რანის ირანელი მმართველის ბარზაბოდის ასული იყო. მშვიდობისა და მეგობრობის ნიშნად იგი ქართლის ტახტის მემკვიდრე მირდატს მიათხოვეს დაახლოებით 440 წელს. საგდუხტი ქრისტიანი გახდა და სამეფოში სარწმუნოების განმტკიცებისათვის იბრძოდა.

საგ­დუხტ დე­დო­ფალ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ვახ­ტან­გის გამეფებისას. მირ­დატ მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას ვახ­ტან­გი 7 წლის იყო. რა­ნის ათა­ბაგს სა­ქარ­თვე­ლო­ზე თავ­დას­ხმა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას და და­ი­თან­ხმა, რომ არა­თუ სა­ქარ­თვე­ლოს არ დას­ხმო­და, ვახ­ტან­გი ქარ­თლის მე­ფედ ეცნო და რაც მთა­ვა­რია, ეშუ­ამ­დგომ­ლა ირა­ნის შაჰთან, რომ ვახ­ტან­გი ქარ­თლის მე­ფედ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ. ვახტანგის მცირეწლოვანების ჟამს, სამეფოს საგდუხტი განაგებდა.


სამეფო საქმეებში 8-10 წელი აქტიურად იყო ჩართული, ხოლო როცა ვახტანგმა სრული ძალაუფლება აიღო ხელში, დედოფალმა მოღვაწეობა ქრისტიანობის განმტკიცებას მიუძღვნა. მემატიანის გადმოცემით, საგდუხტი ძლიერ წუხდა ქართველთა შორის მაზდეანობის გავრცელების გამო და ქრისტიანობის დაცვას ბარზაბოდთან შუამავლობით ცდილობდა.

0
397
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0