x
მეტი
  • 09.12.2022
  • სტატია:124218
  • ვიდეო:355548
  • სურათი:496971
გიჟური ფაქტები სპარტანული აღზრდის შესახებ

რატომ ითვლებოდნენ ძველი სპარტას მეომრები ყველაზე ძლიერებად, მამაცებად და უშიშრებად? შეიძლება ამ კითხვებზე პასუხი გაეცეს შემდეგი ფაქტებით:image



1. დაბადების დღიდანვე სპარტანელი უხუცესები ამოწმებდნენ ახალშობილს, თუ რაიმე ფიზიკურ ნაკლს შეამჩნევდნენ, ფაქტობრივად სასიკვდილოდ ტოვებდნენ ველურ ბუნებაში.


2. როგორც წესი ამგვარ ვითარებაში ბავშვები იღუპებოდნენ, ან ისინი სხვა დამიანებს აჰყავდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ იყო მარტივი, მათ არა წყალში, არამედ ღვინოში აბანავებდნენ, რათა გაერკვიათ შეძლებდა თუ არა პატარა გადარჩენას.


3. უფროსები პატარა ბავშვებს ასწავლიდნენ, რომ მარტოობის და სიბნელის არ უნდა შეშინებოდათ, მათ ტირილს კი ყურადღებას არც აქცევდნენ.

image


4. 7 წლის ასაკში ბავშვები ჯარში გასაწვრთნელად მიჰყავდათ.


5. ახალგაზრდა ჯარისკაცებს ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას, ნადირობას, მსუბუქ ათლეტიკას. ისინი ერთად ცხოვრობდნენ პატარა ქოხებში.

image



6. ახალგაზრდა სპარტანელებს ტანსაცმელი მხოლოდ 12 წლამდე ეცვათ. შემდეგ კი გარეთ, ცივ მიწაზეც ეძინათ.



7. სპარტაში მამაკაცები სამაგალითო მებრძოლები უნდა ყოფილიყვნენ, ქალები კი სამაგალითო დედები.image


8. სპარტაში ისევე როგორც ბიჭები, გოგონებიც ვარჯიშობდნენ საბრძოლო ხელოვნებაში, შუბების სროლაში, გადიოდნენ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც მომავალი დედობისთვის. მხოლოდ სპარტანელ ქალს შეეძლო ძლიერი მებრძოლის გაჩენა.image


9. გოგონებს, ბიჭებისგან განსხვავებით ფლება ჰქონდათ, მშობლებთან ეცხოვრათ.


10. ერთადერთი პროფესია, რაც სპარტანელ ბავშვებს გააჩნდათ, მებრძოლის პროფესია იყო, ყველა სპარტანლი მამაკაცი ვალდებული იყო ებრძოლა 60 წლამდე.


11. სამეურნეო საქმიანობით და მიწით სპარტაში საზოგადოების დაბალი ფენა, ან შემოყვანილი მონები იყვნენ დაკავებულნი.


12. ყველაზე სასტიკი გამოცდა, რომელიც ახალგაზრდებს უნდა გაევლოთ იყო კონკურსი ამტანობაზე. მათ ამათრახებდნენ და ცემდნენ, რათა ტკივილისადმი ამტანები გამხდარიყვნენ. ისინი, რომლებიც ამ გამოცდის დროს იღუპებოდნენ, სუსტებად ითვლებოდნენ.
image


13. ყველა ამ საბრძოლო სწავლების შემდეგ 30 წლის მამაკაცი უკვე ცოლს ეძებდა. გოგონები კი 20 წლის ასაკში ოჯახდებოდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის მაინც მემკვიდრეების დატოვება იყო.



14. სპარტანელისთვის დანებება დიდი სირცხვილი იყო. დედებიც კი, როდესაც შვილებს ომში უშვებდნენ, აცილებდნენ სიტყვებით “დაბრუნდი ფარით, ან ფარზე".image



15. კანონის მიხედვით, საფლავის ქვაზე სახელების ამოტვიფრა მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლებოდა, ქალისთვის, თუკი ის მშობიარობის დროს დაიღუპა, ხოლო მამაკაცისთვის თუ ბრძოლაში დაიღუპა.


0
2421
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0