x
მეტი
  • 06.03.2025
  • სტატია:140763
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513608
ადამიანის ორგანიზმის 12 წარმოუდგენელი საიდუმლო

ადამიანის ორგანიზმის 12 წარმოუდგენელი საიდუმლო

ადამიანის ორგანიზმი

1.ზრდასრული ადამიანის სხეული შედგება ატომების კოსმოსური რაოდენობისაგან: არც მეტი, არც ნაკლები, 7 000 000 000 000 000 000 000 000 000, ანუ 7 ოკტილიონია. შესადარებლად, ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 300 მილიარდი ვარსკვლავია.

2. ბევრი გამოკვლევა ადასტურებს, რომ როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მის ტვინში გამომუშავდება ნეირომედიატორებისა და ჰორმონების ისეთი ნაზავი, რომელიც იგივეა, რაც ამფეტამინის მიღების შემდეგ. სწორედ ისინი იწვევენ დიდი ნერვიულობას, გახშირებულ გულისცმას, მადისა და ძილის დაკარგვას.

3. აღმოჩნდა, რომ რომ სტრესის მოსახსნელად კარგად უნდა ვიტიროთ. "ორთქლის გამოშვება" ცრემლების დახმარებით, ამცირებს დაძაბულობას, სევდისა და ბრაზის გრძნობას.

4. ადამიანის ტვინი საშუალებას გვაძლევს, წავიკითხოთ 1000 სიტყვა წუთში.

5. ადამიანის სხეულს შეუძლია ნებისმიერი სხვა ადამიანის გათბობა, რადგან სითბო, რომელსაც ის 30 წუთში გამოიმუშავებს, საკმარისია 4 ლიტრი წყლის ასადუღებლად.

6. შენი სხეული შედგება 96 999 კილომეტრის სიგრძის სისხლძარღვებისაგან. ამ სირგძის ძაფი დედამიწას 2–ჯერ შემოერტყმებოდა.

7. ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად ძველი ხარ. ატომები, რომლებიც შენს ორგანიზმს შეადგენენ, ის ატომებია, რომლებიც დაახლოებით 13, 7 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა.

8. როგორ აღმოჩნდა, შენი კუჭის ლორწოვანი გარსი ძალიან მორცხვია. როდესაც შენ წითლდები მორიდებისაგან, ისიც წითლდება.

9. არ გეცოდინებოდათ, რომ სინამდვილეში სიბნელეში ვანათებთ, უბრალოდ, ჩვენი თვალები არ გვაძლევენ საშუალებას, ეს ნათება დავინახოთ.

10. ცხიმისა და კუნთის ყოველ კილოგრამზე შენი ორგანიზმი ქმნის 10 კილომეტრ ახალ სისხლძარღვებს.

11. გაგეცინება, როცა გაიგებ, რომ ადამიანის დნმ 50%–ით ემთვევა ბანანის დნმ–ს.

12. ადამიანის თითები იმდენად მგრძნობიარეა, რომ მთელი პლანეტის სიდიდის რომ ყოფილიყვნენ, მაინც შეიგრძნობდი განსხვავებას სახლსა და ავტომობილს შორის.

0
124
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0