x
მეტი
  • 01.03.2025
  • სტატია:140625
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513455
იოდირება თმის ბზინვარებისთვის სახლის პირობებში - დეტალური ინსტრუქცია
იოდის გამოყენება თმის მოსავლელად ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდია. იოდი აცოცხლებს თმას, კვებას და ზრდას აჩქარებს.



ექიმები აღნიშნავენ, რომ იოდი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის და მისი დეფიციტი მოქმედებს თმის მდგომარეობაზეც. იოდს შეუძლია შეანელოს თმის დაბერების პროცესი, რაც ხელს უწყობს მის ელასტიკურობას და ბზინვარებას. თმის ბოლქვებს კვებავს, თმას ძირიდან ბოლომდე ასქელებს.



image



როგორ გამოვიყენოთ იოდი თმისთვის? პროპორციები

5 წვეთი იოდი 1 ლიტრ წყალს დაუმატეთ და აურიეთ. მიღებული ხსნარი დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად გამოიყენეთ. ჩამობანა არ სჭირდება. ასევე იოდი შეგიძლიათ დაუმატოთ ხელნაკეთ ნიღბებს. განსაკუთრებით ეფექტურია თმის ძირების გასამაგრებლად.




პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაატარეთ, მაგრამ მაქსიმუმ ზედიზედ 8 კვირა. ამის შემდეგ მიღებული ეფექტის შესანარჩუნებლად საკმარისია პროცედურის გამეორება 2-4 კვირაში ერთხელ.



იოდის კონცენტრაცია ხსნარში სუსტია და თმას, კანს ან სანტექნიკას არ შეღებავს.



აუცილებლად ჩაიტარეთ ალერგიაზე ტესტი. ცოტა ხსნარი ყურის უკან კანზე ან მაჯაზე წაისვით. თუ 24 საათის შემდეგ სიწითლე ან ქავილი არ გამოჩნდა, მეთოდი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

აღმოსავლელი ლამაზმანების საიდუმლო: ნიღაბი ძლიერი თმისთვის

ქოქოსის წყალი და კიდევ 6 ბრაზილიური სილამაზის საიდუმლო, რომელიც დროს დააბრუნებს

ნიღაბი იდეალური კანისთვის ნაოჭების და ასაკობრივი ლაქების გარეშე. 10 წლით გაგაახალგაზრდავებთ

იცით, რატომ უწოდებენ პიტნას ქალების მცენარეს და რა საფრთხეს შეიცავს კაცებისთვის?

10 ყველაზე უჩვეულო სპა პროცედურა მთელი მსოფლიოდან


0
53
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
53