x
მეტი
  • 25.02.2025
  • სტატია:140531
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513359
"პო#ნო მაგნატი" თუ - "სე#სუალური მანიაკ-შანტაჟისტი ისე­თი აბ­სურ­დია..."- ბიძინა ბარათაშვილი სანდრო ცნობილაძეზე

image


ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ბი­ძი­ნა ბა­რა­თაშ­ვი­ლი საკუთარი კოლეგის, სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძის გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძეს ვიც­ნობ 30 წე­ლი­წად­ზე მეტი ხა­ნია. აქე­დან 25 წელი ერ­თად გვი­მუ­შა­ვია. სან­დრო - "პორ­ნო მაგ­ნა­ტი" თუ სან­დრო - "სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­აკ-შან­ტა­ჟის­ტი" ისე­თი აბ­სურ­დია, რომ ამ თე­მა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ ვწერ, რომ ვინ­მემ არ იფიქ­როს - ეს ამ­ბა­ვი გა­მო­მე­პა­რა... სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ირ­გვლივ ბოდ­ვა გრძელ­დე­ბა...", - ვკითხულობთ ბი­ძი­ნა ბა­რა­თაშ­ვი­ლის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ცნობილი სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, "საქმე ეხება დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას". კითხვაზე, რას უკავშირებს ცნობილაძე მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს, ცნობილაძემ აღნიშნა, რომ ის მიმდინარე პროცესს აქციებზე ყოფნას უკავშირებს.




0
49
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
49