x
მეტი
  • 22.02.2025
  • სტატია:140445
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513277
როგორ გამოიგონა სენდვიჩი აზარტული თამაშების მოყვარულმა გრაფმა?
სენდვიჩი არსებითად არის ორი ნაჭერი პური ან ფუნთუშა, მათ შორის ნებისმიერი შიგთავსით (ხორცი, თევზი, ძეხვი, ყველი, ჯემი, არაქისის კარაქი, მწვანილი ან სხვა ინგრედიენტი), ერთი სიტყვით, არაფერი რთული.



image



სენდვიჩის, როგორც საკვების ისტორია (ჯერ კიდევ უსახელოს) უძველესი დროიდან იღებს სათავეს, თუმცა, ლეგენდის თანახმად, ამ კერძმა სახელწოდება „სენდვიჩი“ მიიღო მე-18 საუკუნეში ჯონ მონტეგიუს (1718-1792), სენდვიჩის მე-4 გრაფის, ინგლისელი დიპლომატის, საადმირალოს პირველი ლორდის და სახელმწიფო მოღვაწის პატივსაცემად. სხვათა შორის, სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებს, რომლებიც ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა მსოფლიოში მესამე მოგზაურობისას, მისი სახელი დაარქვეს.



image




ყველაზე გავრცელებული ვერსიით, „სენდვიჩი“ მონტეგიუმ „გამოიგონა“ სწრაფად წასახემსებლად ბანქოს თამაშის დროს. გრაფი აზარტული მოთამაშე იყო და შეეძლო თითქმის მთელი დღე გაეტარებინა სათამაშო მაგიდასთან. ბუნებრივია, როცა შივდებოდა, მისთვის მიჰქონდათ შემწვარი ძროხის ნაჭერი, მოთავსებული პურის ორ ნაჭერს შორის. ასე თამაშსაც აგრძელებდა, თან ჭამდა და კარტიც არ ისვრებოდა.



image



ყველა, ვინც შეესწრო ამ გადაწყვეტილებას, ძალიან მოეწონა იდეა და მალე ეს ორიგინალური სენდვიჩი „როგორც სენდვიჩს“ ან „სენდვიჩის სტილში“ ადგილობრივ აზარტულ მოთამაშეებს შორის პოპულარული გახდა. ასე დაიბადა „ახალი კერძი“, რომელმაც შეცვალა კულინარიული სამყარო. სენდვიჩის გამოჩენით სწრაფი კვების ეპოქა დაიწყო.



ასევე დაგაინტერესებთ:

გაუმაძღარი ყასაბი ან რატომ ააგო იტალიელმა მსოფლიოში უდიდესი ხორცის საცავი

1600 ევრო და ორი ბოთლი ვისკი - როგორ იყიდა adidas-მა 3 ზოლის უფლება

ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა

გაქურდვიდან წარმატებულ ბიზნესამდე: არასტანდარტული ბიზნეს იდეის ისტორია

მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა


0
70
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
70