x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140438
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513278
ქალმა მოიგო 1 მლნ დოლარი და სწრაფად გაშორდა ქმარს, რომ მოგება არ გაეყო, მაგრამ მოვლენები მოულოდნელად შეიცვალა
წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა ცოლმა მოულოდნელად განქორწინება მოითხოვა. ყოველგვარი კამათის, გაფრთხილების გარეშე, უბრალოდ ნივთები შეაგროვა და წავიდა. 2 წლის შემდეგ კი შემთხვევით იგებთ, რომ განქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე მან მოიგო მილიონები ლატარიაში და ეს ფაქტი დამალა.



image



ზუსტად ასე მოიქცა ამერიკელი დენის დეროსი, როცა იღბალი მის მხარეზე იყო. იმის მაგივრად, რომ სიხარული ქმართან გაეზიარებინა, განქორწინება მოითხოვა 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რომ ქმარს ვერ მოეთხოვა „მისი კანონიერი მოგების“ 50% (როგორც სჯეროდა).



დენის დეროსი დარწმუნებული იყო, რომ მისი გეგმა იმუშავებდა, მაგრამ რეალობამ მოულოდნელი სიურპრიზი მოუმზადა. ქმარმა სიმართლე გაიგო და სიტუაცია არაპროგნოზირებადად წარიმართა.



ქმარმა გაიგო, რომ ცოლმა მოიგო 1, 3 მლნ დოლარი ლატარიაში განქორწინებამდე მხოლოდ 11 დღით ადრე


image



კაცისთვის განქორწინების ამბავი ნამდვილი შოკი იყო. ის ხომ დარწმუნებული იყო, რომ მათ ოჯახში ყველაფერი კარგად იყო. სკანდალები, კონფლიქტები ან განქორწინების მინიშნებები არ ყოფილა.



„უბრალოდ ვერ ვიჯერებ. დენისი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დაუყოვნებლივ ჩამელაგებინა ნივთები და სახლიდან წავსულიყავი. ეს მას საერთოდ არ ახასიათებდა“ - იხსენებს თომასი ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.



მოტყუებულმა ქმარმა მხოლოდ 2 წლის შემდეგ გაიგო, რომ მისი ცოლი მილიონერი გახდა. ძველი სახლის საფოსტო ყუთში შემთხვევით იპოვა ყოფილი მეუღლისათვის მიწერილი მილოცვის წერილი. ცნობისთვის, აშშ-ში ლატარიის კომპანიები მოგების შესახებ შეტყობინებებს ფოსტით აგზავნიან გამარჯვებულის ყველა რეგისტრირებულ მისამართზე (როგორც ქმარს, ასევე ცოლს).



როდესაც თომასმა მოგების და განქორწინების თარიღები შეადარა, თავი არა მხოლოდ მოტყუებულად, არამედ ღრმად შეურაცხყოფილად იგრძნო, რადგან 25 წლის განმავლობაში ის უზრუნველყოფდა ოჯახს და ცოლს უფლებას აძლევდა, ეკეთებინა ის, რაც მას სურდა და არ ემუშავა.



თომასს დიდხანს არ უფიქრია და გადაწყვიტა სარჩელის შეტანა სასამართლოში, სადაც ვითარებამ მოულოდნელი სახე მიიღო (ყოფილი ცოლისთვის)

image



მარკ ლერნერმა, მოტყუებული ქმრის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტი შოკირებული იყო სიმართლის გაგებისას: „მას გარკვეული დრო დასჭირდა იმის გასარკვევად, რა ხდებოდა“.



სასამართლომ საქმე განიხილა და აღიარა, რომ დენისმა განზრახ დამალა დიდი ფულადი მოგება განქორწინებამდე, რითაც კანონი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ დაადგინა, რომ მისი ქმედებები იყო თაღლითური, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მოგება (1, 3 მლნ დოლარი) უნდა გადაეცეს მის ყოფილ ქმარს.



„წლები ვოცნებობდი ამ ურთიერთობის დასრულებაზე“ - განაცხადა დენისმა სასამართლოს სხდომაზე. ასევე ცდილობდა მოსამართლის დარწმუნებას, რომ მოგება მისთვის ტოქსიკური ქორწინებისგან თავისუფლების სიმბოლო იყო და კანონის უცოდინარობამ ხელი შეუშალა ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებაში.



სასამართლო ურყევი დარჩა და ქალს დაავალა ყოფილი ქმრისთვის გადაეხადა მოგების მთელი თანხა 20 წლიური გადახდის სახით 66 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.



კონოლი ოიოლერმა, დენისის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მის კლიენტს მოგება რომ არ დაემალა ყოფილი ქმრისთვის, შეეძლო დაეტოვებინა თანხის მინიმუმ ნახევარი ან უმეტესი წილი. მაგრამ სიხარბემ მასზე სასტიკად იხუმრა.



ასევე დაგაინტერესებთ:

სიყვარული სიკვდილამდე - ცოლმა რამდენჯერმე სცადა ქმრის მოკვლა, მაგრამ მან აპატია

ცოლმა ქორწილის მეორე დღეს განქორწინება მოითხოვა - მიზეზი რომ იცოდეთ, თქვენც ასე მოიქცეოდით

განშორება მილიარდებით: 9 ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება მსოფლიოში

ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა

რქადადგმულთა სტატისტიკა: 10 ქვეყანა, რომელთა მაცხოვრებლები ყველაზე ხშირად ღალატობენ მეუღლეებს

0
448
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
448