x
მეტი
  • 20.02.2025
  • სტატია:140378
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513237
„მთავარ არხს“ გვარამია აჩერებს... შიგადაშიგ, რა დროს როგორ აწყობს“ - ნატო ჩხეიძე

image.

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეპატრონის ზაზა ოქუაშვილის ოჯახი გაჩერებულ არხს პასუხობს და კითხვას სვამს, რა ესაქმება პარტიის ლიდერს არხის ხარჯებთან და გადარიცხვებთან, ან დავალიანებებთან. ნატო ჩხეიძემ ორი საპასუხო სტატუსი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ არხს არა ოქუაშვილი, არამედ თავად გვარამია აჩერებს და როდის როგორ აწყობს ისე იყენებს.

.

„მთავარ არხს“ გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, რა დროს როგორ ჩათვლის საჭიროდ.
რა შუაშია გვარამია?
ეგ ხომ პოლიტიკისია.
პარტიის თანათავმჯდომარე.
.
პოლიტიკოსის რა საქმეა მთავარი არხის საწვავის გადარიცხვების საქმის კურსში ყოფნა და ამით ვიშვიში.
არადა, არის!..
,
თუ მთავარი არ ექნება გვარამიას, ვის რაში უნდა მაგის პოლიტიკოსობა?
მით უფრო ივანიშვილი რაღაში დაისაჭიროვებს?
.
აქამდე ეხმარებოდა ივანიშვილი გვარამიას:
ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ვალს არ სთხივს, საგადასახადო სამსახური არ ამოწმებს, საბაჟო, ერივნული ბანკი და პროკურატურა თვალს ხუჭავს დარღვევებსა და დანაშაულებებზე. საქართველოს ბანკს სასათბურე პირობებში ყავს.
.
მეტი რაღა ქნას ივანიშვილმა გვარამიასთვის?
რითღა დაეხმაროს?
ამ გვარამიამ კი ჩაუფლავა ამდენი ნაღვაწი.
თავი გადმოიფარჩავა.
.
ახალს გავხსნიო, რომ იძახის, სინამდვილეში ივანიშვილს აგონებს, - ცოტა მაცალე, ცოტა კიდევ მაცალე, დამახმარე შენი საქართველოს ბანკი და ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხს, დემოკრატიის საჩვენებლად და ორთქლის გამოსაშვებად.
ცოტა კიდევ მაცალე, კაცი არა ხარო, - ამას ეაჯება ახლა გვარამია ივანიშვილს.
ვნახოთ, ვინ ვის რას აცლის და როგორ…" - წერს ზაზა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
.
************
იხილეთ ნატო ჩხეიძის კიდევ ერთი სტატუსი სოციალურ ქსელში:
"სერიიდან:
ის
( ანუ გვარამიას ჰაეროვანი კოცნები ივანიშვილს)
გაგრძელება
5. ეს შენობა არ არის მისი, და არც ტექნიკა, და მარტო იმიტომ არ არის დაყადაღებული, რომ ტელევიზიას არ გაუკეთეს ეს და არა მასო. - ამბობს გვარამის ნიკა.
დაუკვირდით ფრაზას: ტელევიზიას არ გაუკეთეს ეს.
საკითხავია:
ვინ არ გაუკეთა ტელევიზიას ეს?
რა მოსაზრებით არ გაუკეთს ტელევიზიას ეს?
რომ არ გაუკეთა, რას ელოდება ტელევიზიისაგან?
ვინ არის ის, რომ არ გააკეთა ეს?
რა დიდი გამოცნობა უნდა, ვინ არის კაცი, რასაც უნდა იმას რომ აკეთებს ამ ქვეყანაში.
გონივრულ ეჭვს ივანიშვილამდე მივყავართ.
და რატომ არ გაუკეთა ტელევიზიას ეს ივანიშვილმა?
პასუხი:
რომ მთავარს ემუშავა.
და კიდევ კითხვა:
რა ინტერესი აქვს ივანიშვილს რომ მთავარმა იმუშაოს?
და იქვე კითხვა; სამაგიეროდ რას მუშაობს გვარამია?
და პასხიც აქვეა:
მუშაობს გვარამია. ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს. როცა საჭიროა, ორთქლს უშვებს. როცა საჭიროა, ნიჰილიზმის დათესვას ცდილობს.
6. “მინდობილიბა მაქვს ნანახი და ჭიჭინაძე არის ოქუაშვილის მთავარი მოქმედი პერსონა აქ “ - ამბობს გვარამია.
კითხვები:
რატომ უნდა ჰქონდეს პარტიის თანათავმჯდომარეს ნანახი ტელეარხის მეწილეთა კრების ოქმი და დოკუმენტაცია, ( სადაც დავით ჭიჭინაძე არის ზაზა ოქუაშვილის მინდობილი პირი).
სად ნახა გვარამიამ ეს მინდობილიბა?
თვალით რად ნახა და ყურს რად არ დაუჯერა?
ვინ აჩვენა?
რა ინტერესი ჰქონდა პარტიის თანათავმჯდომარეს რომ მთავარი არხის კრების ოქმს დეტალურად გაცნობოდა?
რა უფლება ჰქონდა, რომ გაცნობოდა?
პასუხი: უფლება არ აქვს, მაგრამ მაინც ეცნობა და საქვეყნოდაც აცხადებს.
რა ენაღვლება:))
ჩვენებით ალბათ გენერალურმა დირექტორმა აჩვენა ან ღრმად პატივცემულმა მეუღლემ, ( ვცდილობ მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო, რომ ნ. გვარამიას “ რისხვა” ახლა მე არ დავიმსახურო), ან რა ვიცი, კიდევ ვინ.
რადგან ნ. გვარამია რეალურად ძველებურად განაგებს მთავარ არხს და თავის თავისთვის ძალიანაც მოსწონს არაფორმალური მმართველიბა.
პ.ს. ისე, ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძესთან იმ დროიდან მეგობრობს ზაზა ოქუაშვილი, როცა ორივე აკაკი ასათიანის “ ტრადიციონალისტთა კავვშირის” ფრაქციის წევრები იყვნენ
მე-4 მოწვევის პარლამენტში.
3. ჩემი ცოლო ოქუაშვილმა როგორ ახსენაო, გაიბრაზა თავი გვარამიამ და უჰ, რა გაიბრაზა? სულ კალამი უკაკუნა მაგიდას.
რა გაიკვირვა.
ახსენებდა, აბა არ ახსენებდა?
თვითონ გვარამიამ შემოიყვანა მისი მეუღლე მთავარ არხზე ფიგურანტად. ჯერ საკუთარი წილი გადაუფირმა და მერე შუაკაცს დააბარა ოქუაშვილთან, გაბუნია იმ დღესვე დაწერს განცხადებას წასვლაზე, თუ თანახმა იქნები ჩემი ცოლის დირექტორობაზეო. და დადებითი პასუხი რომ ვერ მოუტანა შუაკაცმა, მერე ამ შუაკაცს შესთავაზა დირექტორობა:))
ის შუაკაცი მეც მელაპარაკება ხოლმე რაღაცეებს და ასე ვთქვათ, პირველი პირისგან ვიცი ეს ამბები.
ისე, როგორ მოგწონთ, გაბუნია მხოლოდ გვარამიას დირექტივებით რომ დირექტორობს.
4. რომ გათავისუფლდება ეს ქვეყანა მერე ექნება აქ ჩამოსვლის შესაძლებლიბა და მერე შევხვდებიო.
ანუ ოქუაშვილი ახლა ვერ ჩამოდის ქვეყანაში და ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, მერე ხომ ჩამოვა და მერე შევხვდებიო - იქადნება ნ. გვარამია.
კიდევ ანუ:
ივანიშვილის საქმეს აკეთებს ოქუაშვილიო
და ვერ ჩამოდისო, თან გვიცხადებს გვარამია და ჩემი მტერია ოქუაშვილიო და მე რომ მოვალ ხელისუფლებაში, მერე ჩამოვაო, იქვე ამბობს იგივე გვარამია.
და
თუ სიმართლეს ღაღადებენ ბაგენი მისნი, ახლა უნდა იყოს ქვეყანაში ოქუაშვილი და ეგ და მაგისთანები თუ მოვლენ ხელისუფლებაში, მერე უნდა გარბოდეს:))
ისღა შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ გვარამიას ენა და ჭკუა ერთმანეთს ვერ ეწევა.
გაგრძელება იქნება".
.
0
1166
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0