სხვა მაგარი იდეები, რომლებიც შექმნეს სპეციალურად ადამიანის კომფორტისთვის 13 თებერვალი, 10:01 ![]() ყოველწლიურად სხვადასხვა მოწყობილობების მწარმოებლები პოულობენ ახალ გადაწყვეტილებებს, რათა გაამარტივონ ადამიანების ცხოვრება და იზრუნონ მათ კომფორტზე. ამ იდეებიდან ბევრს ჯერ არ მიუღწევია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის, რაც ძალიან დასანანია, რადგან ბევრმა შეიძლება დააფასოს სასარგებლო ნივთები, რომლებიც სპეციალურად მათი კომფორტისთვის შეიქმნა. ამ საუთოო დაფას აქვს მინი დაფა ჰალსტუხის გასაუთოებლად ![]() ნაგვის კონტეინერი სპეციალურად პიცის ყუთებისთვის. ახლა აღარ არის საჭირო ყუთების დაკეცვა ნაგვის ურნაში მოსათავსებლად ![]() ამ რესტორანში ნაღები ყავისთვის გააქვთ გახსნილი მუყაოს ყუთის მსგავსი სარძევითი ![]() კაცების საპირფარეშოში არის საფერფლე ![]() „ჩემს სასტუმროში სააბაზანო ოთახში სარკის ცენტრალური ნაწილი არ იორთქლება“ ![]() „ეს უბრალოდ ჰაერის გამაგრილებელია, რომელიც „ფირფიტას უკრავს“, როცა კონდიციონერს ვრთავ“ ![]() „ჩემმა უნივერსიტეტმა გამომიგზავნა ჩემი დიპლომის მინი ვერსია, რომელიც სავიზიტო ბარათების ჩასადებში ეტევა“ ![]() გერმანიაში მუზეუმს აქვს ნახატების სპეციალურად შექმნილი რეპროდუქციები, რათა უსინათლოებმაც შეძლონ მათით ტკბობა ![]() „ბაბუაჩემის ლექსუსს აქვს ჩაშენებული ტელეფონი. ახლა ყველას აქვს მობილური, მაგრამ ამ მანქანის ტელეფონით მაინც აღფრთოვანებული ვარ“ ![]() „დეიდაჩემს აქვს ფინჯნები, რომლიდანაც ულვაშიანებისთვის დალევა მოსახერხებელია“ ![]() „შევუკვეთე საშუალება ოთახის მცენარეების მავნებლებთან საბრძოლველად, ნაკრებში მივიღე ეს საყვარელი პატარა ნიჩაბი“ ![]() მართვის პულტი სპეციალურად უფროსი თაობისთვის ![]() „ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანა დარჩენილ დროს იატაკზე ასახავს“ ![]() „გადავედი სახლში, რომელიც შექმნილია შინაური ცხოველების მოყვარულთათვის. ახლა აღარ მომიწევს საქმეს მოვცდე, რომ ცხოველს კარი გავუღო“ ![]() „ჩემს ოფისში ლიფტს აქვს გამოძახების ღილაკი დაბლა, რომელსაც შეგიძლიათ ფეხი დააჭიროთ, თუ ხელები დაკავებული გაქვთ“ ![]() ამ მანქანას აქვს ღილაკები სავარძლის თითოეული ნაწილის ინდივიდუალურად დასარეგულირებლად ![]() მზის ენერგიაზე მომუშავე სკამი, რომლითაც გაჯეტები შეგიძლიათ დატენოთ ![]() ასევე დაგაინტერესებთ: კოვზი, რომელსაც მარილის ჩანაცვლება შეუძლია - იაპონური კომპანიის ინოვაციური პროდუქტი გენიალური დიზაინის 22 მაგალითი, რომლისთვისაც მადლობის გადახდას ისურვებთ Xiaomi-მ გამოუშვა თვალის ჭკვიანი მასაჟორი Mijia Smart Eye Massager 22 ნივთი, რომელთა ფუნქციონირებაც მცირე დეტალებამდე გათვლილია სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს 187 შეფასება არ არის |