სისხლის სამართალი "გაუპატიურებული ბრიტანეთი"-70 ნაძირალა მიგრანტი ექვსი თვის განმავლობაში აუპატიურებდა დაუცველ გოგონას 3 თებერვალი, 16:08 "გაუპატიურებული ბრიტანეთის" შოკისმომგვრელი ამბავი მსოფლიო მედიაში პირველად დაახლოებით ათი წლის წინ გაჟღერდა, როდესაც პირველად გამჟღავნდა საშინელი ფაქტები თინეიჯერი გოგონების მასობრივი გაუპატიურების შესახებ "ძველი კეთილი ინგლისის" ყველა კუთხეში. სამწუხარო მსხვერპლთა რიცხვი ათასობით იყო, დაუნდობელი მოძალადეები კი აღმოჩნდნენ მიგრანტები აზიის ქვეყნებიდან, ძირითადად პაკისტანელები, რომლებიც დიდი რაოდენობით დასახლდნენ ნისლიან ალბიონში.
გაირკვა, რომ 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ქვეყანაში დაუსჯელად მოქმედებდა 76 სექსბანდა, რომლებიც მოქმედებდნენ 41 ქალაქში, სამხრეთით პლიმუტიდან ჩრდილოეთით ნიუკასლამდე. უფრო მეტიც, ეს არ იყო აღვირახსნილი აღმოსავლური ვნების სპონტანური გამოვლინებები, არც მანიაკის თავდასხმები - როგორც ამბობენ, არასრულწლოვანთა გახრწნის ბიზნესი ამოქმედდა. ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახების ან ბავშვთა სახლების გოგონებზე ნადირობდნენ - ისინი ყველაზე დაუცველები არიან და მომჩივანიც არავინ იყო . ერთ-ერთ მსხვერპლს, 15 წლის გოგონას ქალაქ ეილსბერიდან (მსხვერპლთა ვინაობა არ საჯაროვდება), ექვსი თვის განმავლობაში 70 ნაძირალა აუპატიურებდა! „მე მათთვის მხოლოდ ხორცის ნაჭერი ვიყავი. " მათ ყმაწვილქალობა სამუდამოდ დამაკარგვინეს", - განუცხადა მან Daily Mail-ს. დასავლეთ იორკშირის ერთ პატარა ქალაქში, მართლაც რომ ამაზრზენი ამბავი მოხდა: სამმა პაკისტანელმა ძმამ იპოვა ექვსი და შვიდი წლის ობოლი გოგონები და რამდენიმე თვის განმავლობაში იყენებდნენ საკუთარი ვნებების დასაცხრომად. გაუპატიურების რაოდენობით სამწუხარო რეკორდსმენები გახდნენ ქალაქები ტელფორდი, როჩდეილი და ოლდჰემი. ტელფორდში, სადაც თითქმის 100 000 მოსახლეა, ათასზე მეტი არასრულწლოვანი ძალადობის მსხვერპლი გახდა, ხოლო დანარჩენ ორ ქალაქში მსხვერპლი ასობით იყო. მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ პოლიციამ და ხელისუფლებამ იცოდნენ ამ კოშმარის შესახებ, რომელიც მათ ცხვირწინ ხდებოდა, მაგრამ ეშინოდათ მიგრანტი დამნაშავეებს შეხებოდნენ - რადგან შეიძლება ეს რასობრივ დევნად ჩაეთვალათ. სამეფოს პროკურატურამ, კირ სტარმერის(ფოტოზე) მეთაურობით, რომელიც ამჟამად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია, ასევე დახუჭა თვალი ყველაფერზე. საშინელი სიტყვა "Grooming"-ეს ინგლისური ტერმინი ნიშნავს ბავშვის ნდობის მოპოვებას, რათა შემდგომში მისი გარყვნა უფრო ადვილი იყოს. მოზარდებს სახლში არავინ უვარდებოდა და ყელზე დანას არავის ადებდა. უფრო ადვილია მოზარდი გოგონა რაიმეთი მოხიბლო, მოისყიდო, დააინტერესო და მერე რაც გინდა უქენი-სწორედ ასე იქცეოდნენ ეს ნაძირლები. პატარა გოგონებს თავდაპირველად სათამაშოებს ჩუქნიდნენ, ყიდულობდნენ კინოს ბილეთებს, უმასპინძლდებოდნენ რძით კოქტეილით და ტკბილეულით. უფროსებს სთავაზობდნენ იაფფასიან ნივთებს, ასეირნებდნენ ძვირფასი მანქანებით, შემდეგ საქმეში ერთვებოდა ალკოჰოლი და როგორც წესი, ეს ყველაფერი ნარკოტიკებით მთავრდებოდა: მსხვერპლს ან ჩუმად უყრიდნენ ნარკოტიკებს, ან მოხმარებას აიძულებდნენ. უბედური გოგონას ხელში ჩაგდების შემდეგ, გრუმერი ურეკავდა თავის ნათესავებსა და მეგობრებს, აიძულებდა მათთან სექსს და არწმუნებდა, რომ ეს იყო „მათი აღმოსავლური კულტურისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილი“. დროთა განმავლობაში ბანდიტები მსვერპლის ცნობიერებას ისე ცვლიდნენ, რომ ყველაფერი, რაც მათ თავს ხდებოდა, ნორმალურ ურთიერთობად მიაჩნდათ. შემდეგ ეს ურთიერთობები გადაიზარდა მომგებიან არალეგალურ ბიზნესში, რაც, ფაქტობრივად, იყო მიგრანტების კრიმინალური დაჯგუფების საბოლოო მიზანი. საკუთარი ვნების დაკმაყოფილების შემდეგ, ბანდიტები მათ ხაფანგში მოხვედრილ არასრულწლოვან ბრიტანელ ქალებს იყენებენდნენ პროსტიტუციისთვის და ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებისთვის. ზოგს ყიდდნენ, როგორც სექს-მონას. ვინც სცადა საშინელი მონობიდან თავის დაღწევა, აშინებდნენ და სცემდნენ. ერთ-ერთ ამ გოგონას სახლი დაუწვეს, სადაც ის ლოთ დედასთან ერთად ცხოვრობდა. მშობელი გარდაიცვალა, გოგონამ კი შეძლო სხვა ქალაქში გადასვლა . შეიძლება წარმოიდგინოთ, რისი გაძლება მოუწია, რადგან მოგვიანებით მან აღიარა: ”ეს ხანძარი გახდა ყველაზე ბედნიერი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, რადგან შევძელი თავის დაღწევა”. 2020-იანი წლების დასაწყისისთვის ბევრი ამ ბანდიტთაგანი საბოლოოდ დაიჭირეს და მიესაჯათ ხანგრძლივი პატიმრობა. მაგრამ ეს შვება დროებითი აღმოჩნდა. როჩდეილის მაცხოვრებლები შოკში ჩავარდნენ, როდესაც ნახეს ქუჩაში თავისუფლად მოსეირნე, ჯგუფურ მოძალადეთა ლიდერი ქარი აბდულ რაუფი, რომელსაც ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღმოჩნდა, რომ პაკისტანელმა მხოლოდ ორწელიწადნახევარი გაატარა გისოსებს მიღმა და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მისმა ადვოკატებმა სასამართლო დაარწმუნეს, რომ ციხემ მამაკაცს ოჯახური ცხოვრების უფლება ჩამოართვა, რადგან მას ცოლი და ხუთი შვილი ჰყავს დიდ ბრიტანეთში... Daily Mail-ის გამოძიების თანახმად, 396 დაპატიმრებული მოძალადე-ბანდიტისგან მინიმუმ 155 ვადამდე გაათავისუფლეს. მეტიც, ბევრი დაბრუნდა იმავე ქალაქებში, სადაც ადრე თავიანთ მსხვერპლებს პოულობდნენ . ზოგიერთ მსჯავრდებულს დეპორტაცია შეეფარდა, თუმცა შესაბამისი სამსახურები ამ პროცედურის განხორციელებას არ ჩქარობენ. ბრიტანეთში ყბადაღებული ინკლუზიურობა (მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და თანასწორობა) ყველა სახის უმცირესობებთან მიმართებაში არ გაუქმებულა. და ეს მიგრანტები, მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალები არიან, მიეკუთვნიან ეთნიკურ უმცირესობებს, ამიტომ ვერ ბედავენ მათ „წყენინებას“. ამ ამბავს სულ ახლახან გამოეხმაურა ილონ მასკი.სოციალურ ქსელ X-ში მან მოულოდნელად პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდა. „სტარმერი იყო ბრიტანელების გარყვნის თანამონაწილე მისი ექვსწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, როდესაც ის ხელმძღვანელობდა სამეფოს პროკურატურას. მას ბრალი უნდა წაუყენონ ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე საშინელი მასობრივი დანაშაულში თანამონაწილეობისათვის“, - განაცხადა ბიზნესმენმა, რომელიც ძალიან დაახლოებულია დონალდ ტრამპთან. იქნებ თავად ამერიკის პრეზიდენტიც ასე ფიქრობს? 629 3-ს მოსწონს
|