x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
10 ამაზრზენი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ
„რა აზრი აქვს გარეგნულ სილამაზეს, თუ შინაგანად მახინჯი ხართ? – თქვა მწერალმა ჯეს სი სკოტმა. ეს ფრაზა გვახსენდება, როცა ცნობილი ადამიანების ცუდი მხარეების შესახებ ვიგებთ. ამ ადამიანებს ვიცნობთ გენიოსებად, რომლებმაც ადამიანთა უზარმაზარ მასებზე გავლენა მოახდინეს და ისტორიაში კვალი დატოვეს. მათი პირადი ცხოვრება ისეთი ლამაზი არაა, როგორც მათი მიღწევები, რომელთაც საზოგადოება იცნობს. ნახეთ 10 ამაზრზენი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ.

image

1. ჩარლზ დიკენსი გაშორდა ცოლს, რომელმაც მას 10 შვილი გაუჩინა, რადგან 18 წლის მსახიობი შეუყვარდა. მოგვიანებით სხვადასხვა გაზეთებში წერდა წერილს, სადაც ცოლი განქორწინებაში დამნაშავედ გამოყავდა, მას სულელს, ავადმყოფ–დეპრესიულ ქალად და ცუდ დედად მოიხსენიებდა.

image


1850–იანი წლების შუა ხანებში ჩარლზ დიკენსს, მწერალს, რომელიც ოჯახური ბედნიერებისა და მორალური იდეების შესახებ წერდა, ცოლი, ქეთრინი შეუყვარდა. ქეთრინი და ჩარლზი 20 წელი დაქორწინებული იყვნენ, სანამ თინეიჯერ მსახიობთან ელენ „ნელი“ ტერნანთან რომანს გააჩაღებდა. მალე დიკენსმა ქეთრინისგან კანონიერი განქორწინება მოითხოვა და მათი 10 შვილიდან ცხრაზე მეურვეობა აიღო.

განქორწინების შემდეგ დიკენსმა დაწერა განცხადება, სადაც ცოლს ყველაფერში ბრალს სდებდა. განცხადება The Times–ში და ბევრ სხვა წამყვან გაზეთში გამოქვეყნდა. ასევე კერძო ტირაჟისთვის წერილი დაწერა. წერილში აღნიშნა, რომ მის ცოლს ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა. ვინაიდან დიკენსი ცნობილი მწერალი იყო, თავისი რომანის დამალვა წარმატებით შეძლო. მისი რომანის შესახებ ცნობილი გახდა წლების შემდეგ, როცა მისმა ქალიშვილმა, ქეით დიკენსმა ეს თავის ბიოგრაფიაში ახსენა.

2. ჰენრი ფორდი ნაცისტების მიმართ სიმპათიებს გამოხატავდა, ასევე ებრაელების მიმართ ღრმა ცრურწმენებს ქმნიდა. მან გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი, სადაც ანტისემიტიზმის თემებზე საუბრობს.

image

ჰენრი ფორდი, Ford Motor Company–ის დამფუძნებელი, ავტომობილების პიონერად ითვლება. ამერიკელებისთვის მის მიერ წარმოებული მანქანები ხელმისაწვდომ სატრანსპორტო საშუალებად იქცა. ამ ეფექტური მრეწველის მიღმა იდგა ნაცისტი, რომელიც თავის ანტისემანტიკურ შეხედულებებს წიგნებითა და გაზეთებით ავრცელებდა. ფორდი გაზეთს Dearborn Independent ფლობდა და წლების განმავლობაში ანტისემანტიკური სტატიების გამოსაქვეყნებლად იყენებდა.

კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჰენრი ფორდის შესახებ: მეორე მსოფლიო ომის დროს ფორდი თავის გერმანულ შვილობილ ქარხანაში მონების შრომას უშვებდა. მისი ევროპული ქარხნები ნაცისტური ჯარისთვის აღჭურვილობას ამზადებდა.

3. დოქტორ სიუზმა, რომელიც საბავშვო წიგნების „ლორაქსი“ და „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ ავტორია, ცოლს უღალატა, სანამ მეუღლე სიმსივნისა და დეპრესიისგან იტანჯებოდა. ცოლის თვითმკვლელობიდან რამდენიმე თვეში თავის საყვარელზე იქორწინა.

image

დოქტორ სიუზის მეუღლეს, ჰელენ პალმერ გეიზელს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სიმსივნის ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. როცა მისმა 41 წლის მეუღლემ ოდრი სტოუნ დაიმონდთან რომანი გააჩაღა, ამან გატეხა. ამ დროისთვის დაიმონდი გათხოვილი ქალი და დოქტორ სიუზზე 18 წლით უმცროსი იყო. ჰელენმა 1967 წლის 23 ოქტომბერს თავი მოიკლა. სულ რაღაც 8 თვეში, 1968 წლის 21 ივნისს დოქტორ სიუზმა დაიმონდზე იქორწინა.

4. ხალხი ფიქრობს, რომ ტომას ედისონმა ბევრი რამ გამოიგონა, თუმცა სინამდვილეში ასე არ იყო. მასზე ხალხის მცირე გუნდი მუშაობდა, რომელთაც იდეებისთვის თეთრებს უხდიდა. ამ იდეებს მოგვიანებით აპატენტებდა და საკუთარ გამოგონებად ასაღებდა.

image

მაგალითად, ნათურის გამომგონებელი არ იყო. სამაგიეროდ, მან და მისმა „იდეების ქარხანამ“ ბევრი მასალა (6000-ზე მეტი შესაძლო მასალა) გამოიკვლიეს, რომ იდეალური ვარვარის ძაფი ეპოვათ. ბუნებრივია, ედისონმა გამოგონება მიითვისა.

ედისონი თავისი საჯარო იმიჯის გასაძლიერებლად მითების გამოგონებას კარგად ახერხებდა. მაგალითად, ამბობდა, რომ ფორმალური განათლება არ ჰქონდა და თვითნასწავლი იყო. ასე არ იყო. ბავშვობაში ედისონმა სამწლიანი ფორმალური განათლება მიიღო. ასევე ნიუ–იორკის კუპერ იუნიონში ქიმიის გაკვეთილებს ესწრებოდა, როცა დამწყები გამომგონებელი იყო.

ედისონი ხშირად ამბობდა, რომ სამ საათზე მეტი ძილი არასდროს სჭირდებოდა. ეს ნახევრად მართალია, რადგან ედისონი დღის განმავლობაში პატარ–პატარა მონაკვეთები ხშირად იძინებდა.

5. ტედ კენედი, ამერიკელი სენატორი, მანქანით მგზავრობისას ხიდიდან წყალში გადავარდა. გვერდით მგზავრიც ეჯდა. მანქანიდან გადმოვიდა, შემთხვევის ადგილი დატოვა, სასტუმროს ნომერში დაბრუნდა, დაიძინა და მომხდარის შესახებ პოლიციას 9 საათი არ შეატყობინა. მგზავრი დაიხრჩო, ხოლო ტედს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, შემდეგ პირობითი.

image

ამერიკელი სენატორი, ედუარდ მურ „ტედ“ კენედი ოთხ ძმა კენედს შორის უმცროსი იყო. როგორც კენედის მდიდარი კლანის წევრი ტედი მისი ძმის, ჯონ კენედის შემდეგ აშშ–ს პრეზიდენტობას აპირებდა. შანსი დაკარგა, როცა 1969 წლის 18 ივლისს, პარასკევს ჩაპაკვიდიკში მომხდარი ინციდენტის დროს მისი უგულო მხარე გამოიკვეთა.

იმ საბედისწერო დღეს მთვრალი ტედი გოგონასთან, სახელად მერი ჯოსთან ერთად წვეულებიდან ბრუნდებოდა. ტედმა კონტროლი დაკარგა და ხიდიდან არხში გადავარდა. მან მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე იზრუნა და მერი ჯო მიატოვა.

ნაპირზე ამოსვლის შემდეგ ქუჩაში დაბრუნდა და სასტუმროში წავიდა. მენეჯერს ხმაურიანი წვეულების გამო შესჩივლა, შემდეგ ოთახში შევიდა, შხაპი მიიღო და დაიძინა. დილით გაღვიძებისას გაზეთი შეუკვეთა, მეგობარს და ორ ადვოკატს ესაუბრა და ბოლოს, ინციდენტიდან 9 საათის შემდეგ პოლიციას დაურეკა. ოჯახის რეპუტაციამ მკვლელობის ბრალდებისგან გადაარჩინა. მხოლოდ ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით მართვის მოწმობის დაკარგვა მიუსაჯეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, ტედს რომ მომხდარის შესახებ პოლიციისთვის დროულად შეეტყობინებინა, მგზავრის გადარჩენას შეძლებდნენ: მერი ჯო რამდენიმე საათი ცოცხალი იყო და მხოლოდ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მანქანაში ჰაერის მიწოდება შეწყდა.

6. დრამატურგ ართურ მილერს დაუნის სინდრომის მქონე ვაჟი ჰყავდა. ვაჟი დაბადებიდან 1 კვირაში ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესა. ვაჟს არასდროს სტუმრობდა და თავის მემუარებშიც არ უხსენებია.

image

ართურ მილერი ცნობილი ამერიკელი დრამატურგია, რომელიც ცნობილია პიესებით, როგორიცაა „კომივოიაჟორის სიკვდილი“ (1949 წ.) და „სეილემის პროცესი“(1953 წ.) ის 3-ჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო მერი გრეის სლატერი. მეორე – მერილინ მონრო და მესამე ცოლი ინგე მორათი. პირველი ცოლიდან 2 შვილი ჰყავდა და 2 შვილი მესამე ცოლიდან. საზოგადოება მის მეოთხე შვილს, დანიელს არ იცნობდა, რადგან მილერი მის არსებობაზე არასდროს საუბრობდა. მიზეზი: დანიელს დაუნის სინდრომი ჰქონდა.

მილერმა დანიელი დაუნის სინდრომის გამო დაწესებულებაში განათავსა, როცა მხოლოდ 1 კვირის იყო. დანიელს დედა ყოველ კვირას სტუმრობდა, მაგრამ მამა პირველად 1995 წელს ნახა. მილერმა გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე დანიელი თავის ანდერძში ახსენა და დანარჩენ სამ შვილთან ერთად თანაბარი წილი მისცა. პირველად საჯაროდ მათი ურთიერთობის შესახებ 2003 წელს მარტინ გოტფრიდის მიერ დაწერილ მილერის ბიოგრაფიაში ახსენეს.

7.1943 წელს ქალაქ ბენგალში შიმშილობის დროს კანადამ, აშშ–მ და ავსტრალიამ ინდოეთს ხორბლის ექსპორტი შესთავაზეს, მაგრამ უინსტონ ჩერჩილმა თქვა, რომ ინდოეთს საკმარისი საკვები ჰქონდა, ამიტომ მარაგები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ტუნისის კამპანიისთვის გადაიტანა. ქალაქში 3 მლნ ინდოელი მოქალაქე შიმშილობისგან დაიღუპა.

image

უინსტონ ჩერჩილი, რომელიც ცნობილია როგორც „უდიდესი ბრიტანელი“ 1943-44 წლებში ბენგალის შიმშილობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იყო. თითქმის 4 მილიონი ადამიანი ინდოეთის სუბკონტინენტში საკვების დეფიციტის გამო დაიღუპა. ამ დროს მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და ინდოეთის ბუნებრივი რესურსები ბრიტანეთის ინდოეთის მიერ გამოიყენებოდა. იმის მიუხედავად, შიმშილი დასავლეთ ბენგალში, ბიჰარში, ჯარხანდში, ორისასა და ბანგლადეში ვრცელდებოდა, ბრიტანეთის მთავრობამ გადასახადი 60%–მდე გაზარდა, რომ შემოსავლები არ შემცირებულიყო.

ბრიტანეთმა მარცვლეულის გადაზიდვაც უარყო. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მარცვლეულის გადაზიდვა მსოფლიო ომის გამო საშიში იქნებოდა. როცა ავსტრალიამ ხორბალი შესთავაზა, იგი ხმელთაშუა ზღვასა და ბალკანეთში ბრიტანეთის ჯარებში გადაიტანა. აშშ და კანადაც ბენგალის შიმშილობის დროს საკვებს სთავაზობდნენ, მაგრამ მათ პირდაპირ უარყვეს.

„ინდოელები მძულს. ისინი ცხოველური ადამიანები არიან ცხოველური რელიგიით. შიმშილობა მათივე ბრალია იმიტომ, რომ კურდღლებივით მრავლდებიან“ – თქვა ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა.

8. გროვერ კლივლენდმა, აშშ–ს 22-ე პრეზიდენტმა გოგონა გააუპატიურა. მას მოკვლით ემუქრებოდა, თუ საჯაროდ ამის შესახებ ეტყოდა, შემდეგ დაამცირა, როცა უკანონო შვილი შეეძინა.

image

გროვერ კლივლენდი, აშშ-ს ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელიც თანამდებობაზე ორი, არათანმიმდევრული ვადით მუშაობდა. ჩვეულებრივ ცნობილია თავისი გამბედაობითა და პატიოსნებით, მაგრამ მამაცი პრეზიდენტის რეპუტაციის უკან მოძალადე იმალება.

1873 წელს კლივლენდი 38 წლის გამყიდველი გოგონას, მარია ჰაპლინის, რომელიც ნიუ–იორკში, ბუფალოს მაღაზიაში მუშაობდა, გულის მოგებას ცდილობდა. 1873 წლის 15 დეკემბერს საღამოს ჰაპლინი მეგობრის დაბადების დღეზე წასვლას აპირებდა, როცა გზად კლივლენდი შეხვდა. კლივლენდის დაჟინებული თხოვნით ჰაპლინი მასთან სადილობას დათანხმდა. სადილის შემდეგ კლივლენდმა ჰაპლინი სახლამდე მიიყვანა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა. როცა ჰაპლინი დაემუქრა, რომ ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს შეატყობინებდა, უთხრა, რომ გაანადგურებდა და წავიდა.

6 კვირის შემდეგ ჰაპლინმა გაიგო, რომ კლივლენდის შვილზე ორსულად იყო. ბავშვი 1874 წლის 14 სექტემბერს დაიბადა. კლივლენდმა ბავშვი დაბადებისთანავე ბავშვთა სახლში იძულებით გადაიყვანა. მისი ძალის გამოყენებით ჰაპლინი გიჟების თავშესაფარში გამოკეტა, მაგრამ ჰაპლინი პატიოსანი სამედიცინო დირექტორის წყალობით გაათავისუფლეს.

1884 წელს კლივლენდი პრეზიდენტის კანდიდატად დასახელდა. მალე მედიამ მისი უკანონო შვილის არსებობის შესახებ გაიგო და ამხილა. თავის გადასარჩენად კლივლენდმა ჰაპლინის იმიჯი შელახა და მეძავი უწოდა, რომელიც ბევრს სვამდა და სულ მცირე 3 დაქორწინებულ მამაკაცთან ფიზიკური ურთიერთობა ჰქონდა. კლივლენდის პიარმა ისიც თქვა, რომ მან „გამბედაობა“ გამოიჩინა და ბავშვზე პასუხისმგებლობა აიღო, რადგან ჰაპლინის ყველა ჯენტლმენს შორის ერთადერთი უცოლო იყო.

9. პაბლო პიკასომ პირველი ცოლი ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა. რამდენიმე საყვარელი ჰყავდა, ერთ–ერთმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კიდევ ორი გაგიჟდა.

image

მსოფლიოში ცნობილ ესპანელ მხატვარს პაბლო პიკასოს შესავალი არ სჭირდება. მისი ხელოვნება და ნახატები თავისთავად საუბრობს. პიკასოს ერთადერთი უარყოფითი მხარე იყო ის, რომ ორი ცოლის, ასევე საყვარლების ერთგული არ ყოფილა. მისმა რომანმა 17 წლის მარი-ტერეზა ვოლტერთან, სანამ პირველ მეუღლესთან, ოლგა ხოხლოვაზე იყო დაქორწინებული, ოლგა გაანადგურა. ფსიქიკური აშლილობა დაემართა, პიკასოს დაშორდა და განქორწინებაც მოითხოვა. პიკასოს ქონების გაყოფა არ სურდა, ამიტომ განქორწინებაზე უარი თქვა.

მარი-ტერეზა ვოლტერის შემდეგ მხატვრის დიდი მუზა იყო დორ მარი, მხატვარი და ფოტოგრაფი. 1943 წელს პიკასომ დორ მარი ახალგაზრდა ფრანსუაზა ჟილოს გამო მიატოვა. დორ მარი დეპრესიით იტანჯებოდა და მონაზვნის მსგავსად განმარტოვდა. ჯილოს და პიკასოს 2 შვილი ჰყავდათ. ერთხელ პიკასომ ჟილოს უთხრა: „ქალები ტანჯვის მანქანები არიან“ და „ჩემთვის მხოლოდ ორი სახის ქალი არსებობს, ქალღმერთი და ფეხსაწმენდი“. 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ჯილომ პიკასო მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მიატოვა. 1961 წელს პიკასო ჟაკლინ როქუზე დაქორწინდა. პიკასოს გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ როქუმ იარაღით თავი მოიკლა.

10. ჯონ ლენონმა თავად აღიარა, რომ სასტიკი ადამიანი იყო. ცოლს სცემდა და ვაჟის, ჯულიანის მიმართ ემოციურ ძალადობას იყენებდა.

image

ჯონ ლენონი, The Beatles–ის ცნობილი მომღერალი, მუსიკალური სამყაროს ლეგენდაა. ასევე ცნობილია მისი შმაგი და შეურაცმყოფელი ხასიათით ცოლებისა და ვაჟიშვილის მიმართ. ლენონმა Playboy–თან ინტერვიუში თავად აღიარა, რომ ცოლს ურტყამდა. ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა და ცდილობდა, რომ საყვარელი ნივთებისგან ჩამოეშორებინა. მისმა პირველმა ცოლმა, სინთია პაუელმა თავის წიგნში დაწერა, რომ ლენონმა ეჭვიანობის ნიადაგზე სახეში გაარტყა.

ლენონი მისი ვაჟის, ჯულიანის მიმართაც შეურაცხმყოფელად იქცეოდა. ჯულიანი არასდროს მალავდა, თუ როგორ ახდენდა მამა მასზე ემოციურ ძალადობას. ასევე ჯულიანი ეჭვიანობდა, რომ მამას უფრო მეტად უყვარდა შონი (ლენონის და იოკო ონოს შვილი). ჯულიანი პოლ მაკკარტნის უფრო მიიჩნევს მამად, ვიდრე საკუთარ მამას. ინტერვიუში ლენონმა თქვა, რომ ჯულიანი დაუგეგმავი შვილი იყო და „ვისკის ბოთლიდან დაიბადა“.


ასევე დაგაინტერესებთ:

სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები

image

ისე, როგორც უბრალო მოკვდავები: საინტერესო ფაქტები ცნობილების შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ

image

როკფელერს ჰკითხეს, როგორ აღვზარდოთ ბავშვები და მან 4 რჩევა გასცა

image

ერთი კითხვა, რომელმაც ალკოჰოლიკი, ურწმუნო ენტონი ჰოპკინსი ქრისტიანი გახადა

image

„მე ვიცი დღე, როცა აღარ ვიქნები“ – 6 ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველეს

image

კინო კიანუ რივზმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიკეთე - მარტივი საქმეა

image

0
466
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
466