x
მეტი
  • 24.01.2025
  • სტატია:139597
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512849
ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები, ვისთან ერთადაც მუშაობა არავის უნდა საშინელი ხასიათის გამო

image


ცნობილ სახეებს შორის არც ისე ხშირადაა შესაძლებელი მარტივ და მშვიდ ადამიანებთან შეხვედრა. მაგრამ ლეგენდები შეიძლება დაიწეროს იმ მსახიობების ახირებებზე და ექსტრავაგანტებზე, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას. ზოგიერთმა დივამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მათ არ აინტერესებთ საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ მზად არიან გაანადგურონ ყველა, ვინც მათ გზაზე დგას.

შენონ დოჰერტი

შენონ დოჰერტი. / ფოტო: www.newserial.net

შენონ დოჰერტი.



სერიალების "ბევერლი ჰილსი, 90210" და "მოჯადოებული" ვარსკვლავი თავს ჰოლივუდის მთავარ ვარსკვლავად თვლის და ითხოვს მის შესაბამისად მოპყრობას. ის უხეშია ჟურნალისტებთან, ავიწროებს კოლეგებს და არ ერიდება ვულგარული და უადგილო ხუმრობების გაკეთებას. არ არის კმაყოფილი თვითმფრინავის სალონში ტემპერატურით, არ უყვარს საკვები და გუნდი, რომელშიც უწევს მუშაობა. "მოჯადოებული"-ს გადაღებების დროს კი მსახიობმა მუშტებით შეუტია ალისა მილანოს, რადგან ამ უკანასკნელმა თავს უფლება მისცა დაემყარებინა რომანი ჯულიან მაკამჰონთან, რომელთანაც დოჰერტის საკუთარი გეგმები ჰქონდა. პროდიუსერებმა სკანდალური მსახიობის სამსახურიდან გათავისუფლება არჩიეს, რისთვისაც სცენარში მისი გარდაცვალების სცენა ჩაწერეს.


მერილ სტრიპი

მერილ სტრიპი. / ფოტო: www.legkovmeste.ru

მერილ სტრიპი.



მერილ სტრიპის პერსონაჟი ყველაზე მეტად ემთხვევა მირანდა პრისტლის როლს ფილმში “ეშმაკი ატარებს პრადას". გადასაღებ მოედანზე მსახიობთან ურთიერთობა წარმოუდგენლად რთულია, განსაკუთრებით თუ მას რაღაც არ მოსწონს. მას შეუძლია უარი თქვას კადრში შესვლაზე მის კალთაზე არასაკმარისად დაუთოებული ნაკეცის ან არასაკმარისად დახვეული თმის გამო. მერილ სტრიპს შეუძლია მოულოდნელად აფეთქდეს და მისი დამშვიდების ერთადერთი გზა ცოტა ხნით მარტო დატოვებაა.


შერონ სტოუნი

შერონ სტოუნი. / ფოტო: www.smartfacts.ru

შერონ სტოუნი.



მსახიობი ჰოლივუდში არა მხოლოდ ყველაზე ჭკვიანად, არამედ ყველაზე ცბიერადაც ითვლება. მას არაფერი უჯდება სკანდალის მოწყობა ან რეჟისორების იძულება, ყურადღების მიქცევა. მის სასტუმროს ოთახში ყვავილები ორჯერ უნდა შეცვალონ დღეში, დამლაგებელს კი ოთახში შესვლის და მუშაობის უფლება მხოლოდ ჩხრეკის შემდეგ აქვს.


ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი. / ფოტო: www.oir.mobi

ანჯელინა ჯოლი.



ჰოლივუდის ლამაზმანს ბავშვობიდანვე ჰქონდა უცნაურობები. მაგალითად, მის ესკიზების წიგნებში ყველაზე ხშირად შეგიძლიათ იპოვოთ პირქუში ჩანახატები ჯვრებითა და საფლავებით. ზრდასრულ ასაკში მან ისწავლა ნებისმიერი ხერხით სასურველის მიღწევა. მაგალითად, მან თავად დაიქირავა ფოტოგრაფი, რომელმაც მსახიობს ბრედ პიტთან ერთად გადაუღო ფოტოები, რათა პიტის მეუღლეს ჯენიფერ ენისტონს გაეგო მათი “მეგობრობის" შესახებ.


სანდრა ბულოკი

სანდრა ბალოკი. / ფოტო: www.pinimg.com

სანდრა ბალოკი.



ეს მსახიობი არც კი მალავს, რომ დივაა. თავად ბულოკი აღიარებს: მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის გაგიჟებამდე მიყვანა. მისი ყოველი მოთხოვნა მყისიერად უნდა შესრულდეს, მას შეუძლია უარი თქვას გადაღებაზე, თუ რეჟისორი თავს უფლებას მისცემს, არ გააფრთხილოს წინა დღით სცენარში აღნიშნული ცვლილებების შესახებ. თანაშემწეებს კი სინანულის გარეშე ათავისუფლებდა მხოლოდ იმიტომ, რომ ყავა რამდენიმე წამით გვიან მიართვეს, ვიდრე მოელოდა. კოლეგებთან ურთიერთობისას სანდრა სრულიად უცერემონიულია და შეუძლია, უყოყმანოდ, საჯაროდ მიუთითოს გარეგნობის ხარვეზები ან ნიჭის ნაკლებობა.


ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი. / ფოტო: www.pinimg.com

ჯენიფერ ენისტონი



ის კარგად ართმევს თავს მომხიბვლელი მხიარული ქალების როლებს, მაგრამ ცხოვრებაში მსახიობს სრულიად აუტანელი ხასიათი აქვს. იგი იტანჯება განდიდების მანიით და თვლის, რომ სამყარო მისი პიროვნების გარშემო ტრიალებს. ამავდროულად, ის კატეგორიულ უარს ამბობს იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებსაც თავის დონეზე დაბლა აყენებს.


ნაომი კემპბელი

ნაომი კემპბელი. / ფოტო: www.krot.info

ნაომი კემპბელი.



თუ ეს ლამაზმანი გადაწყვეტს, რომ პოდიუმზე ასვლის სურვილი არ აქვს, ადვილად შეუძლია უარი თქვას მონაწილეობაზე და სახლში წავიდეს. სიბრაზის დროს ნაომის შეუძლია მოახლეს სახეში დაარტყას ან ასისტენტს ტელეფონი ესროლოს. 2008 წელს ის პოლიციას მუშტებით დაესხა თავს და დაკარგული ბარგის გამო დამნაშავეებად მიიჩნია. სხვათა შორის, რამდენიმე წლით ადრე, კემპბელს სასამართლომ აგრესიული საქციელის გამო საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოც კი მიუსაჯა.


მეგან ფოქსი

მეგან ფოქსი. / ფოტო: www.viva.ua

მეგან ფოქსი.



ამ მსახიობმა საერთოდ არ იცის როგორ აკონტროლოს თავისი ბრაზი და შეუძლია ბევრი უსიამოვნო რამ უთხრას ოპონენტს გაბრაზების დროს. ზოგჯერ კი ის რეალურად ანგრევს კოლეგების რეპუტაციას იმით, რომ საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საჯარო და ძალიან ნეგატიურად შეაფასოს მათი გარეგნობა და პროფესიონალიზმი. მაიკლ ბეის ბლოკბასტერ ტრანსფორმერების გადაღებისას მან რეჟისორზე მხოლოდ ცუდი ისაუბრა. მაგრამ როგორც კი ფილმი გამოვიდა, მან მაშინვე დაადანაშაულა მაიკლ ბეი სიდიადის ბოდვაში და თითქმის სიგიჟეში. ამის შემდეგ რეჟისორმა შემდგომი თანამშრომლობა შეუფერებლად ჩათვალა და მსახიობი გაათავისუფლა.


ჯულია რობერტსი

ჯულია რობერტსი. / ფოტო: www.pinterest.com

ჯულია რობერტსი.



სამსახიობო კარიერის დასაწყისშივე ჯულია რობერტსმა შეძლო სტივენ სპილბერგის დაღლაც კი და ოპერატორებმა მსახიობს მუდმივი ახირებების გამო მეტსახელად "ჯოჯოხეთის ფერია" შეარქვეს. წყალი, რომელიც მას მიართვეს, აღმოჩნდა ან ცივი ან ძალიან თბილი და ზოგადად ის არ გულისხმობდა წყალს, არამედ ლიმონათს. მსახიობს ადვილად შეეძლო დისშვილის ნიშნობა გაეფუჭებინა, ჯულიას ნახევარდამ კი საერთოდ ეს უკანასკნელი დაადანაშაულა თავის სიკვდილში თვითმკვლელობის წინ გამოსამშვიდობებელ წერილში.



0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0