ადმინისტრაციული ხუთ ცოლიანი თაღლითი,რომელმაც კიდევ 49 ქალს შესთავაზა ცოლობა, დააკავეს გუშინ, 18:37
ხუთ ცოლიან მამაკაცს, კიდევ 49 ქალი ჰყავდა ამორჩეული მსხვერპლად, რომლებთანაც დაქორწინება სურდა.
ინდოეთის ქალაქ ოდიშაში მამაკაცი დააკავეს ხუთ ქალზე უკანონოდ დაქორწინების გამო.ამის გარდა მას კიდევ 49 ქალი ჰყავდა ამოღებული მიზანში. 36 წლის სატიაჯიტ მანაგოვინდ სამალი( Satyajit Managovind Samal) გაცნობის საიტზე ატყუებდა ქალებს, ცოლობას სთხოვდა თან ამავდორულად დაზვერვის ბიუროს ოფიცრად ასაღებდა თავს. ჩვეულებრივ, განქორწინებულ ქალებს ირჩევდა, მათთან საქორწინო ხელშეკრულებას დებდა, შემდეგ კი მათგან ფულს იღებდა და ცოტა ხნით დუბაიში გარბოდა. თაღლითის მიმართ გამოძიება მისი ორი ცოლის საჩივრით დაიწყო. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ სამალმა აიძულა სექსი და ასევე 815 ათასი რუპია მოთხოვა მანქანის საყიდლად. (დაახლოებით 9 ათასი აშშ დოლარი)ქალის თქმით, ქმრის გულისთვის მან აიღო სესხი და მისცა მას კიდევ 3, 6 მილიონი რუპია (41 000 აშშ$) ბიზნესის განვითარებისთვის. სამალი დაიჭირეს პოლიციელი ქალი ოფიცრის წყალობით, რომელიც გაცნობის საიტზე დარეგისტრირდა, მეორე ნახევრის ძებნის საბაბით და თაღლითს პაემანი დაუნიშნა.სამალი წამოეგო ანკესზე, იგი ადგილზე დააკავეს. დამნაშავეს ჩხრეკისას ნაღდი ფული და პისტოლეტი აღმოაჩნდა, მანქანა ჩამოართვეს, ანგარიშები კი გაუყინეს. სამალის ტელეფონში 49 პოტენციურ მსხვერპლთან მიმოწერა აღმოაჩინეს. 153 2-ს მოსწონს
|