x
მეტი
  • 14.12.2024
  • სტატია:138797
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512458
ოქუაშვილის ცოლის, ნატო ჩხეიძის პასუხი ელისო კილაძეს და მთავარი არხის ბრალდებებს
image

.

ელისო კილაძე წერდა, რომ განმარტებები არ მოუსმენია, რა დავალიანება ჩამოეწერა ნიკა მაჭუტაძესა და ნატო ჩხეიძეს ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად. ამ განცხადებას ზაზა ოქუაშვილის ცოლის ნატო ჩხეიძის პასუხი მოჰყვა.

.


/

სერიიდან:
ჩვენი ყოფა, წუთისიფელი
ვუზივარ და ვუსმენ ტვ-, ვატრიალებ არხებს.
და აი, უცებ მესმის ნიკა მელიას ხმა,
“ 100- დან 100 ადამიანი იფიქრებს იმას, რასაც გუშინ ყვებოდა გაბუნიაო”- ასე ამბობს, ასიდან ასიო.
1% მაინც დაგეტოვებინა ჩვენთვის ნიკა.
ეს 1% 10 მართალი კაცი ხომ მაინც გამოვიდოდა.
ქალაქის გადარჩენაშიც მიიღებდი მცირე მონაწილეობას და დემოკრატიის მშენებლიბაშიც.
100- დან 100 ავტორიტარიზმის იქითაა, , ადამიანო:))
ქოცებს მეტს კი არაფერს ვუჩივით:))
.
პასუხი ელისო კილაძეს:
გვარამიას ეს ბრალდება მეც წავიკითხე და ჩემს პასუხის პასუხში გვარამიას კი ვუპასუხე.
თქვენც გიპასუხებთ.
როდის რა აღმოაჩინა გვარამიამ, ახლა გამოჩნდა.
მას რომ არ გამოეჩინა, არც სხვას ეცოდინებოდა და არც მე.
ჩემი პასუხი ეს არის.
და ახლა მეც მაქვს კითხვები.
იმ სამასი ათასიდან ორასი ათასი რომ ჩამოწერილი დახვდა, ასი ათასი ხომ ისევ იყო დავალიანება და როცა გადაიბარა ეს პარტია, იცოდა ამ ასი ათასის შესახებ თუ ისიც არ იცოდა?
თუ იცოდა, რად უნდოდა ბონძღი და ვალიანი პარტია?
თუ ვალი არ იცოდა, როცა გაიგო, თუ გადაიხადა ის ასი ათასი, თუ მთავარი არხისა არ იყოს, იქაც დავალიანება აქვს?
კიდევ, ასე სასიცოცხლიდ მნიშვნელივან საქმეში ჩემგან თუ ასე შეეწყოთ ხელი ქოცებს, ის ასი ათასი რაღა იყო, იმ ორას ათასთან ერთად დარჩენილი ასიც ნეტავ რად არ ჩამოეწერა?
და კიდევ, მე რა შუაში ვარ პარტიის თანხების ჩამოწერასთან?
ჩამოწერა რომ
მდომოდა ომეგას თანხების ჩამოწერაში გავცვლიდი, ან ომეგას უამრავი სასამართლიებიდან რომრლიმეს მაინც მოგებაში…
ანდა, მე რა მქონდა გასაცვლელი ქოცებთან?
ზაზა ოქუაშვილს 600 მილიონის დავა აქვს ბრიტანეთის სასამართლოსა დს პააგის არბიტრაჟში ივანიშვილისა და და მის ჯგუფის წინააღმდეგ, კრიმინალზე კიდევ ცალკე, და ქოცები ჩემთან ორასი ათასზე “ იჩალიჩებდნენ”?
რს უნიჭო ვარაუდებია გვარამიას მხრიდან
და კიდევ,
ასეთი ანალიზის პატრონ გვარამიას უნდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ბელადობა და პრემიერობა?
ქ- ნო ელისო, არ ვიცი როგორ დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ “ ღორისა მე არაფერი არ ვიციო” ძველ ვოდევილებში რომ გამოტყდება გლეხი კაცი სოსიკა, ასეა ჩემი საქმე.
მაგ სამასი თუ ორასი თუ ასისა მე არაფერი არ ვიცი.
.

ამას გარდა, ყველა ბრალდებასაც ეხმაურება ნატო ჩხეიძე:

.

სერიიდან:
აბა შეხედეთ
გაბუნიამ ილაპარაკა, ილაოარაკა, აქეთური, იქითური, მაგრან მთავარ არხს რომ ბიუჯეტის დავალიანება აქვს აგერ სამი წელია 12 მლნ ლარი, რომელიც იზრდება და იზრდება, ეს არ თქვა.
ეტყობა, ამდენ ლაპარაკში ეს მცირე დეტალი გამორჩა. :))
ისე, აბა მე როგორ
გავაკოტრეო, აბა როგირო, ხელთაშლით რომ ეკითხებოდა წამყვანს, ისიც ღიმილით აქეთ - იქით იხედებოდა და აბა სად არისო ეს გაკოტრებაო, რომ ეკითხებიდნენ ერთმსნეთს, ე, მანდ კი შეიძლებოდა რომ გახსენებოდა, მაგრამ ვერა, ვერ გაახსენდა ეს 12 მლნ ბიუჯეტის დავალიანება.
ისე, საშემოსავლომ რომ
იცის კომპანიას ბიუჯეტის 12 მლნ ვალი რომ აქვს, რომ იცის, რომ მილიონობით თანხა ბრუნავს ინკასის პირობებში, ხომ შეიძლება ვინმემ იფიქრის, რომ ეს ვითარება მშვენიერი რამ არის მმართველი ჯგუფის ხელში კომპანიის მძევლად აყვანისათვის, როცა მოისურვებს, მაშინ გაგაჩერებს და რომ არ მოისურვოს, ბაბაია უნდა უხახო.
ჯერ ისეა, რომ თვალი აქვს ქოცობას მოხუჭული. ჯერ თვლემს.
და ეს გაბუნია კიდევ - სადაო, სად არისო და ვინ გვდებს ბრალს მძევლიბაშიო.
აბა სად არისო, აბაო? - ეკითხება დირექტორი თანამშრომელს და ისიც ვერაფერს ვერ პოულობს სტუდიაში .
.

სერიიდან:
აბა შეხედეთ
გუშინ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, „მთავარი არხის“ მუშაობას აჩერებს ზაზა ოქუაშვილი და მუშაობაში ხელს გვიშლის მისი წარდგენილი დირექტორი გიორგი ქურდაძეო.
სადემონსტრაციოდ მოიყვანა სადაზღვევოს მაგალითი და პათეტიკურად მოაყოლა:
„ ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს.“
ყველას და მეც დამაინტერესა რად და რატომ შეუდლიდა ხელს ქურდაძე მთავარი არხის თანამშრომელთა დაზღვევას და ა, გამოჩნდა ძაღლის თავიც:))
აგერ გიორგი ქურდაძის გასაჯაროებული წერილი სწორედ გაბუნიას ბრიფინგის მეორე დღეს რომ მისული მთავარში, სადაც სადაზღვეო კომპანიის დირექტორი მოითხოვს, რომ მთავარმა არხმა
“ დაუყოვნებლივ გადაიხადოს დავალიანება, რომელიც მთავარ არხს დაუგროვდა 2020 წლიდან დღემდე და რომლის რაოდენობა 818 921, 51 ლარს შეადგენს.”
ასე წერია, 818 922, 51 ლარი არის დავალიანებაო.
4 წელიაო.
მერე ესეც წერია:
და თუ არ გადაიხდით 31 დეკემბრამდე, ჩვენს შორის რომ ხელშეკრულებაა გაფორმებული, იმის მიხედვით ერთი წლის ვადაგადაცილებაზე ჯარიმის სახით დაემატება
90 081.37 ლარიო.
და აქედან რა გამოდის?
გამიდის ის, რომ
4 წელიწადია „მთავარი არხის“ დირექტორები გვარამია და გაბუნია არაფერს უხდიდნენ სადაზღვევო კომპანიას და ეს ბრალი გაბუნიამ გუშინ ქურდაძეს აჰკიდა, რომელიც კომპანიაში ამა წლის აპრილიდან არის მისული და რომელუც ლეგიტიმურად კითხულიბს: მე რა შუაში ვარო?..
და უველაფერი აქედან კიდევ ის გამოდის, რომ სადაზღვევოს აქამდე, მთელი 4 წლის მანძილზე არაფერი მოუთხოვია, არც ძირი და არც ჯარიმა და გოგი ქურდაძის მოსვლამ ისიც გადარია და აფრინა წერილი.
ახლავეო, მალეო, დაუყოვნებლივო.
კომენტარი თქვენთვის მომინდვია ჩემო ფბ მეგობრებო.

ელისო კილაძე წერდა:

.

ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაწერა რომ 4 ნომრის(ანუ ნიკა მაჭუტაძის) პარტიის დოკუმენტაციაში აღმოაჩინა 200 000 ლარის საგადასახადო შეთანხმება, ანუ თანხის ჩამოწერა!
მეორე დღეა, არც ნიკა მაჭუტაძის განმარტება მომისმენია ამ თემაზე და არც ნატო ჩხეიძის!
გისმენთ
.

.

.

* * *

"მომისმენთ ძმებო კარგად! არასწორი ხელის დარტყმა ცოდვაა, ხვალ მოგთხოვენ პასუხს" - ზურა სიხარულიძე

image

.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე საზოგადოებას მიმართავს და ამის შესახებ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

.

"ხო იცით, რომ ამ ქალაქში და არა მარტო აქ, ვინც კაი ტიპია და ძველი ბიჭია, ყველას გიცნობთ, თუ მე არ გიცნობთ, შენ მაინც გაგიგია, მე ვინ ვარ, ამიტომ, ერთი მომისმენთ ძმებო კარგად!

.

აი თქვენ, კაი ტიპები და ძველი ბიჭები, რომლებიც ქუჩებში დარბიხართ და ვიღაცების დავალებებს ასრულებთ — ეს კაი პონტია? არ ტეხავს? პატარა გოგოებს რომ აგინებთ და 10 კაცი ერთად ერთს თავში ურტყამთ, ეს კაი პონტია? თუ მართლა არ ტეხავს, მითხარით. ერთადერთი კაი პონტი შეიძლება შავი ტანსაცმელი იყოს, მაგრამ ისიც ტეხავს, როცა სახეს მალავ, ძმაო.

.

და საერთოდ, პოლიცია რომ გიცავთ და ამას "კაი ტიპობად" თვლით, მართლა ეგ არის ახალი ტრენდი? თუ რატომ გგონიათ მაგარი ამბავი? თუ ეხლა ეს მაგარი პონტია, ჩემ დროს ამას სხვა რამე ეძახოდნენ.

.

გთხოვთ, დაფიქრდით, ძმებო. არასწორი ხელის დარტყმა ცოდვაა და შეიძლება დღეს არ გესმოდეთ, მაგრამ ხვალ მოგთხოვენ ამის პასუხს. სჯობს, ახლა მიხვდეთ, ვიდრე გვიან.ვახ ბლატაოაბაც დამაწყებინეს აქ და თუ არსწორს ვბაზრობ ძმაო, მოდი და ვიბაზროთ და გაგაგებინებ." - წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში

.


.

* * *

რუსთაველზე „სვაროვსკის“ მაღაზიიდან აქციის მინაწილემ ძვირფასეულობა გაიტანა - ქურდობის 60 ფაქტი გამოვლინდა


image

.

28 ნოემბრიდან დღემდე აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

.

ბრიფინგზე დარახველიძემ მოუწოდა აქციის შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, „პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში“. მისი თქმით, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის შეკრება-მანიფესტაციის უფლება.

,

„მოგეხსენებათ, უკვე ათ დღეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საზოგადოებამ ნათლად იხილა, მიმდინარე აქციების განმავლობაში არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის, სამწუხაროდ გუშინაც დაფიქსირდა ძალადობრივი ფაქტები, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას და თითოეული უწყება გააკეთებს ყველაფერს რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. თითოეულ ძალადობრივ ფაქტზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე შესაბამის უწყებებში დაწყებულია გამოძიება და ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

,

აქციების მსვლელობისას საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა კანონით დადგენილ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და არ ფიქსირდებოდა ძალადობრივი ფაქტები, შესაბამისად, პოლიციას არ უწევდა კანონით გათვალისწინებული ძალის გამოყენება, არ ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების დაკავება და შეკრების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში გამოეხატათ.

თუმცა, საზოგადოება ასევე ხედავდა ისეთ შეკრებებსაც, სადაც შეკრების მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს, როგორც პოლიციელების მისამართით, ასევე დაფიქსირდა არაერთი ფაქტი მოქალაქეებთან დაპირისპირების. ჩვენი თანამოქალაქეები ხედავდნენ ცეცხლმოკიდებულ საკანონმდებლო ორგანოს, დამწვარ და დამტვრეულ როგორც კერძო პირების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას - მათ შორის სკამებს, ნაგვის ურნებს, საგზაო ნიშნებს, კარგად ჩანდა როგორ ნადგურდებოდა კერძო მესაკუთრეთა ქონება.

,

ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ შენობაზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი, გარე კაფე-ბარების ინფრასტრუქტურის სრული განადგურება, ასევე ვანდალურად იქნა დარბეული რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, დარბეული და გაძარცვულია მაღაზიები.

,

28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „სვაროვსკის“ მაღაზიაზე, საიდანაც შავებში ჩაცმული შენიღბული და დანით შეიარაღებული პირის მიერ გატაცებულია ძვირადღირებული ნივთები, ასევე დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე ფაქტი: მათ შორის სავაჭრო ცენტრიდან, მაღაზიებიდან, ღია ბარებიდან, რესტორნებიდან და სუპერმარკეტებიდან.

.

მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები.

ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული პირადი ნივთების ქურდობის. მოქალაქეები და კერძო მეწარმეები აფიქსირებენ შეტყობინებებს მანქანების, მოტოციკლეტების, სქროლების, გარე ავეჯისა და ინვენტარის დაზიანების თაობაზე. დამტვრეულია და დაზიანებულია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“, ასევე მაღაზიების „ბოსის“, „თაიმისა“ და „სუფთა სახლის“ გარე ფასადები. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.

საზოგადოებამ პირდაპირ ეთერებში იხილა, აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად როგორ ანადგურებდნენ რუსთაველის გამზირზე განთავსებულ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. რათა შემდგომში ხელი შეეშალათ პოლიციის მხრიდან დანაშაულის სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის. აღნიშნულით ზარალი მიადგა როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფოს. ასევე, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის.

.

აქციის მოძალადე ჯგუფები მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სხვადასხვა საგნით: მათ შორის რკინისა და ხის ხელკეტებით, კასტეტებით, ასევე თავდასხმების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ ე.წ. შურდულებს, რითაც დამიზნებით ისროდნენ რკინის საგნებსა და მიზანმიმართულად აზიანებდნენ როგორც საპოლიციო ტექნიკას, ასევე თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.

.

ამ ქმედებების შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი, რომლის შესახებაც სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიები, აქციის მონაწილეები და სამწუხაროდ ზოგიერთი მედია საშუალებები არ საუბრობენ და ვერც აღნიშნული ფაქტის დაგმობა ნახა საზოგადოებამ. აქციების მიმდინარეობისას, მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ დიდ ნაწილს კი ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებოდა. პოლიციის თანამშრომლების უმეტესობას აქვს სხვადასხვა სახის დამწვრობა, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში.

.

მარტივი ანალიზიც კი ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული ძალადობის წამახალისებელი და განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო დაუსჯელობის განცდა, რაც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს სწორედ სახის დაფარვისა და იდენტიფიცირების შეუძლებლობა უჩენდათ. აღნიშნული ცალსახად შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ წინასწარ მომზადებას და სწავლებას, რომელიც აქციის მონაწილეებმა გაიარეს. დასკვნის საფუძველს გვაძლევს ასევე წინა წლების პრაქტიკა, როდესაც მოძალადე ჯგუფების სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა ვერ მოხერხდა შენიღბული მოძალადე ჯგუფების ამოცნობის შეუძლებლობის გამო.

.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა როგორც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, ასევე შეკრება-მანიფესტაციების დროს მოძალადე ჯგუფების დროული იდენტიფიცირება, მათი გამოვლენა და დასჯა, რაც საბოლოო ჯამში შეკრება მანიფესტაციების დროს დანაშაულის პრევენციას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ნიღბებისა და იმგვარი სამოსის ტარების აკრძალვა, რომელიც გამორიცხავს პირის იდენტიფიცირებას, არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედ პრაქტიკას წარმოადგენს.

.

მაგალითისათვის, გერმანიაში 1985 წლიდან მოქმედებს მსგავსი კანონი. ასევე, აქციის ფარგლებში ნიღბების აკრძალვის კანონი მოქმედებს ავსტრიაში, კანადაში, იტალიაში, ესპანეთსა და ბელგიაში. ასევე, არაერთ ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია საჯარო სივრცეში სხვადასხვა ფორმით სახის დაფარვა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა.

.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე გამართული აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი. ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დანარჩენი პირების მიმართ აქტიურად გრძელდება სასამართლო განხილვები.

.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის შეკრება-მანიფესტაციის უფლება“, - აღნიშნა მან.

2
440
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
440
  
აუ,რა ფული დახარჯეს და რისთვის? საინტერესოა,საიდან მოიტანეს ეგ ფული ამ ხრისტებმა და რა მიზნით აფინანსეს ეს არხი. აბა,ეს ოქუაშვილი მშობლებს არ უხდიდა ფულს და ნიკუტა გვარამიას მისცემდა რამე? თუ საგამოძიებო ორგანოები არ ანძ**** ქე უნდა მიხედონ და გამოიძიონ ეს ამბავი. გამოძიებულიც უნდა ქონდეთ აქამდე,მარა უნიათოები ტყუილად კი არ არიან.
რა გამოდის, დაზღვევა არ გადაუხდია დაარსების დღიდან გვარამიას, ეს დირექტორი 5 თვეა დაინიშნა და მას აბრალებენ?... მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. აბსოლუტურად მჯერა რომ ასე იყო
0 1 2