რელიგია სამების საკათედრო ტაძარი 2012, 24 ოქტომბერი, 18:58 არმგონია ვინმე ქართველობას იჩემებდეს და ეს მშვენიერი ტაძარი არ ენახოს. დარწმუნებული ვარ მის ღირსშესანიშნაობას ყველა ერთხმად აღიარებს. ამ სტატიით შევეცდები უფრო ახლოს გაგაცნოთ იგი. სამება ელიას მთაზე 1995-2004 წლებში აშენდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ეს არის არქიტექტურა, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან ჩანს. ამ ტაძრის აშენება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის 1500 წლისთავსა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღნიშვნას მიეძღვნა. 1995 წლის 23 ნოემბერს საძირკველში ჩააყოლეს უამრავი სიწმინდე - მდინარე იორდანეს ქვა, გოლგოთისა და თაბორის მთიდან წამოღებული მიწა, ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან . 2004 წლის 23 ნოემბერს კი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარი აკურთხა. ტაძარში მოხვედრა სამი მხრიდანაა შესაძლებელი. ეს არის თანამედროვე ტაძარი როგორც ჯვარგუმბათოვანი, ასევე ცენტრალურ-გუმბათოვანი, რომელიც რვა სვეტზეა გაწეული. ტაძარი ორი- მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილისგან შედგება და აერთიანებს ცხრა ეკლესიას - მთავარაგგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ნინოს, ანდრია პირველწოდებულის, ხარების, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა მოციქულთა ეკლესიებს. ტაძრის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86, 10 მეტრია. მხოლოდ ჯვარი- 7, 5 მეტრი. ამას ემატება მიწისქვეშა ორი სართული -13, 07მეტრი და 1 მეტრი ფუნდამენტი. ამ მონაცემებით ტაძრის საერთო სიმაღლე 100, 17 მეტრია, სიგანე 67, 68 მეტრი. სამების საკათედრო ტაძარი თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელიც ყველა დიდი ქართული ტაძრის სინთეზს წარმოადგენს. 267 25-ს მოსწონს
|