x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138961
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
პლასტიკურმა ქირურგმა დაასახელა 2024 წლის 10 ყველაზე ლამაზი მამაკაცი მეცნიერების მიხედვით
ყოველწლიურად ბრიტანელი პლასტიკური ქირურგი ჯულიან დე სილვა აქვეყნებს პლანეტის ყველაზე ლამაზი ვარსკვლავების სიას. ცალ-ცალკე ქალების და კაცების. რეიტინგის შესადგენად ოქროს კვეთის ფორმულას იყენებს და პროცენტებში უთითებს სახის ძირითადი მახასიათებლის სიახლოვეს ფორმულის იდეალთან.



image



ქირურგმა დე სილვამ ქალების რეიტინგი ჯერ კიდევ ზაფხულში გამოაქვეყნა (სია შეგიძლიათ იხილოთ აქ), ახლა მამაკაცების ჯერია. ამჯერად ათეულში ბევრი ბრიტანელი მოხვდა.



მე-10 ადგილი - შაჰრუხ ხანი

image




ოქროს კვეთის ფორმულის მიხედვით, ინდოელი კინომსახიობი განსაკუთრებით ნიკაპით გამოირჩევა.



მე-9 ადგილი - იდრის ელბა

image



52 წლის ბრიტანელი მსახიობი ასევე გამოირჩევა იდეალური ნიკაპით, მაგრამ თვალების პოზიციის გამო უკეთესი მაჩვენებელი აქვს.



მე-8 ადგილი - ჩარლზ მელტონი

image



33 წლის ამერიკელი მსახიობი და მისი 95, 1%-ით იდეალური ყვრიმალები.



მე-7 ადგილი - ნიკოლას ჰოლტი

image



აი, ვის აქვს შვიდი მეათედით იდეალური ყვრიმალები! 34 წლის ბრიტანელი მსახიობი იდეალურთან ახლოსაა სახის სიგრძე-სიგანის შეფარდებითაც.



მე-6 ადგილი - ჯორჯ კლუნი

image



63 წლის მსახიობმა ყველაზე მეტი პროცენტი დააგროვა თავისი ყვრიმალებით და ცხვირით.



მე-5 ადგილი - ჯეკ ლაუდენი

image



34 წლის შოტლანდიელ მსახიობს თითქმის იდეალური ყვრიმალები და თვალების პოზიცია აქვს.



მე-4 ადგილი - რობერტ პატინსონი

image



38 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც მსგავს ტოპებში პირველ ადგილს ხშირად იკავებს, ყვრიმალების, ცხვირის, ნიკაპის და თვალების პოზიციით განსაკუთრებით კარგია. თითქმის ყველა პარამეტრით. მხოლოდ ტუჩებმა უმტყუნა.



მე-3 ადგილი - პოლ მესკალი

image



28 წლის ირლანდიელი მსახიობი, ყველაზე უმცროსი ათეულში, გამოირჩევა თითქმის იდეალური ნიკაპით. სხვა პარამეტრების მაჩვენებელი 90%-ს სცილდება, ისევ ტუჩების გარდა.



მე-2 ადგილი - ლუსიენ ლავისკონტი

image



აი, ვის აქვს საუკეთესო ტუჩები. 32 წლის ბრიტანელ მსახიობს ასევე აქვს საუკეთესო სახის სიგრძე / სიგანის შეფარდება.



1-ელი ადგილი - აარონ ტეილორ-ჯონსონი

image



2024 წლის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი გახდა 34 წლის ბრიტანელი მსახიობი თითქმის სრულყოფილი ცხვირით, შუბლით, ნიკაპით და ყვრიმალებით. როგორც ბევრმა, აარონმა ვერ მიაღწია 90%-ს ტუჩების პარამეტრში. თუმცა მაინც შეძლო პირველი ადგილის დაკავება.



ასევე დაგაინტერესებთ:

პლასტიკურმა ქირურგმა დაასახელა 2024 წლის 10 ყველაზე ლამაზი ქალი მეცნიერების მიხედვით

13 მსახიობი, რომლებიც ერთ დროს არამარტო სილამაზით ბრწყინავდნენ

როგორ შეიცვალნენ მსახიობები საკულტო ფილმებიდან, რომელთა გამოსვლიდან 25 წელი გავიდა

წარმოვიდგინეთ, როგორები იქნებოდნენ ცნობილი ქალები, ასაკის მატებასთან ერთად გრძელი თმა რომ შეეჭრათ

15+ ვარსკვლავი კამერისკენ პროფილით შემოტრიალდა და ხალხი შოკში ჩააგდო


0
67
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
67