x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138508
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512178
მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

აშშ–ს ვაიომინგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რა გახდა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი და საკუთარი ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალში — Proceedings of the National Academy of Sciences (მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომები) გამოაქვეყნეს. როგორც ისინი წერენ, ადრე უძველესი ცივილიზაციების გაქრობის მიზეზად, ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაცია, გამანადგურებელი ომი, ან რაღაც დაავადების ეპიდემია ითვლებოდა. მაგრამ, ასეთი თეორიების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.


image


მაგ., თუ აღდგომის კუნძულს განვიხილავთ, კვლევის თანახმად, მასზე ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი, კლიმატური ცვლილება იყო. ხანგრძლივი გვალვის გამო, მოსახლეობამ ვერ შეძლო საჭირო რაოდენობის პროდუქტის მოყვანა და შიმშილით დაიღუპა.

imageმსგავსი ბედი ეწია მაიას ცივილიზაციასაც — მისი დაღუპვის მიზეზი ხანგრძლივი გვალვა იყო, რა დროსაც, ნალექების რაოდენობა 70% შემცირდა. მაგრამ, იყო სხვა ცივილიზაციებიც, მაიაზე და აღდგომის კუნძულზე არსებულ ცივილიზაციებზე ბევრად უფრო ხანდაზმული. მათი გაუჩინარების მიზეზები მეცნიერებმა გასული 150 წლის ისტორიული ცნობების შესწავლის შედეგად გაარკვიეს. ასევე გამოიყენეს, სხვადასხვა კონტინენტზე შეგროვილი, მასალების და არტეფაქტების რადიოკარბონული დათარიღება.

ხანგრძლივი კვლევის შედეგად, მათ დაადგინეს, რომ ძველი ცივილიზაციები, ერთი – მეორეს მიყოლებით გაქრნენ... ასე ვთქვათ, დომინოს ეფექტის მსგავსად. ხოლო, დაღუპვის მიზეზი, არც ავადმყოფობა, არც დაპყრობა და გენოციდი ყოფილა...

და მაინც, რა დაემართათ უძველეს ცივილიზაციებს? ვაიომინგის უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, უძველესი ცივილიზაციების დაღუპვისას, ადგილი ჰქონდა ე. წ. ჯაჭვურ რეაქციას, რომლის მიზეზი — გლობალიზაციის პროცესი იყო.

imageუფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რაღაც მომენტში, უძველესმა ცივილიზაციებმა ერთმანეთთან ურთიერთობა და თანამშრომლობა დაიწყეს. ამერიკელმა მეცნიერებმა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ეპოქაში, ადამიანების მიერ გამოყენებული ენერგიის დონე, სპეციალური ფორმულით გამოთვალეს და მაჩვენებლები ერთმანეთს დაემთხვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცივილიზაციის განვითარება თანმიმდევრულად და ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა — ადამიანები კი, ამისთვის მზად არ იყვნენ. გლობალიზაციის ჩანასახების გამო, უძველეს ცივილიზაციებს, შეიძლება საკუთარი «წარმოება» დაეკარგათ, იმის გამო, რომ სხვა ადამიანები მივიდნენ და საკუთარი წესების დამყარება დაიწყეს. გარდა ამისა, შესაძლებელია ადგილი, ეკოლოგიურ და პოლიტიკურ პრობლემებსაც ჰქონდა.

როგორც, მეცნიერებმა დაასკვნეს, თუ ერთი თანამედროვე ცივილიზაცია დაიწყებს გაქრობას, — პრობლემა სხვებსაც შეექმნება... ჩვენს სამყაროში, გლობალიზაციის ფონზე, ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ვიღაც ხორცს აწარმოებს, ვიღაც ხორბალს, ვიღაც საწვავს... ამის პროექტირებას თუ ძველ ცივილიზაციებზე მოვახდენთ, მივხვდებით, რომ ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი ის იყო, რომ ერთმა ცივილიზაციამ მეორეს, მის მიერ მოპოვებული რესურსების მიწოდება შეუწყვიტა, მეორემ იგივე გააკეთა სხვების მიმართ. ბოლოს, ყველას ამოეწურა არსებობისთვის საჭირო რესურსი და არსებობა შეწყვიტეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე

* რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება...

* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით

* რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?

* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ

* 25 ტატუ, რომლის გამოც, პატრონს არ შერცხვება

* 12 ფოტო-ფაქტი: ვარსკვლავები რეალობაში და ჟურნალის ყდებზე



1
1002
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1002
  
2023, 21 მარტი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1