შოუბიზნესი სკანდალი გრძელდება – მელაძეს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან 2023, 4 იანვარი, 9:45 მომღერალ ვალერი მელაძეს უნდა ჩამოერთვას რუსეთის მოქალაქეობა – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი დაუშვებელია! გარდა ამისა, ეროვნული მემკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე კარაბანოვი, მელაძის «უცხო ქვეყნის აგენტად» გამოცხადებას ითხოვს. ეს სტატუსი რუსეთში იმ პირებს ენიჭებათ, რომლებიც უცხოურ მხარდაჭერას იღებენ, ან «უცხოური გავლენის ქვეშ» იმყოფებიან. კანონი რუსეთის ფედერაციაში 2012 წლიდან მოქმედებს. ხოლო, პირი, რომელსაც ეს სტატუსი აქვს, რუსეთის მოქალაქის ზოგიერთი უფლება ეზღუდება. შეგახსენებთ, რომ მომღერალი სადღესასწაულო კორპორაციულ წვეულებაზე გამოვიდა და ერთ–ერთი მაყურებლის შეძახილზე – «დიდება უკრაინას!», პასუხად, – «დიდება გმირებს!»–ო დაიძახა. ამ ინფორმაციამ სოციალურ ქსელში «გაჟონა» და... გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ვალერი მელაძემ მხოლოდ ორი სიტყვა თქვა და მთელი რუსეთი აღაშფოთა...* ანეკდოტები და სახალისო ფრაზები* სასარგებლო რჩევები, წარმატების მოსაპოვებლად (ახალი წლიდან დაიწყეთ)* ცხოვრებისეული იუმორი* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)298 1-ს მოსწონს
|