საზოგადოებრივი უტყუარი მტკიცებულება, რომ ძველ ეგვიპტელებს და ინდიელებს შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა 2022, 13 დეკემბერი, 10:01 ოფიციალურად არსებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის კონტინენტებზე ადამიანების დასახლება, ჩვენს ერამდე, არაუგვიანეს, 13 ათასი წლის წინ მოხდა. იმ დროს ევრაზიას და ალასკას შორის ხმელეთი იყო, რომელიც მოგვიანებით დაიტბორა და კონტინენტებს შორის გასასვლელი დაიხურა. ამის შემდეგ, ორი ნახევარსფერო ერთმანეთისგან იზოლირებულად ვითარდებოდა, ვიდრე 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა ახალი სამყარო არ აღმოაჩინა. მანამდე, ინდიელებმა არაფერი იცოდნენ ევრაზიელებზე და აფრიკელებზე, ხოლო, ამ უკანასკნელებმა — ინდიელებზე. თუმცა, იზოლაცია აბსოლუტური არასდროს ყოფილა და დროდადრო კონტაქტები მაინც ხდებოდა... და ეს რომ ასე იყო, მეცნიერების მიერ ეგვიპტის ფარაონთა ХХI დინასტიის (1069 - 945 წწ.) მუმიებში, ნარკოტიკული ნივთიერებების: კოკაინის, ჰაშიშის და თამბაქოს კვალის აღმოჩენა ადასტურებს. ეს ნარკოტიკები მცენარეებისგან მიიღება, რომლის სამშობლო სამხ. ამერიკაა და რა თქმა უნდა, მაშინვე გაჩნდა კითხვა – არსებობდა, თუ არა კავშირი ძველ ეგვიპტელებს და ინდიელებს შორის? და თუ არ არსებობდა, მაშინ ვიღაც უნდა ყოფილიყო, ვინც ეგვიპტეს ნარკოტიკებით ამარაგებდა... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლილი მუმიები მხოლოდ ეგვიპტელ დიდებულებს კი არა, უბრალო ადამიანებსაც ეკუთვნით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნული ნარკოტიკები ეგვიპტეში დეფიციტს არ წარმოადგენდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. გამოდის რომ, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე, დიდი ხნით ადრე, ეგვიპტელები კოკაინს და თამბაქოს მოიხმარდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელები ამერიკის კონტინენტების პირველაღმომჩენები არ იყვნენ. მეცნიერები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტელები ამ ნივთიერებებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელს მოიხმარდნენ, რადგან ეგვიპტეში კარგად იყო განვითარებული მედიცინა და ფარმაკოლოგია. თუმცა, შემდგომმა კვლევებმა სულ სხვა რეალობა აჩვენა... აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კვლევა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო: 1992 წ. მიუნხენის მუზეუმის კურატორებმა ერთ-ერთ მუმიაზე სამეცნიერო ტესტი ჩაატარეს. ეს მუმია ქურუმი ხენტტავრის იყო და მისი ასაკი 3000 წელს აღემატებოდა. ტესტმა მუმიაში კოკაინის კვალი აჩვენა და მაშინ, მუზეუმის თანამშრომლებმა დახმარებისთვის სასამართლო ექსპერტებს, ტოქსიკოლოგებს მიმართეს — 7 მუმიის კვლევის შედეგად, ყველას თმაში კოკაინის და თამბაქოს მოხმარების კვალი იყო აღმოჩენილი. ამის შემდეგ, გერმანელმა მეცნიერებმა ანალიზი მუზეუმის ყველა მუმიას ჩაუტარეს და იგივე შედეგი მიიღეს, რასაც ექსპერტები, ნამდვილად არ ელოდნენ. მათ ჯერ აპარატურა გადაამოწმეს, ხოლო შემდეგ, ანალიზები გაიმეორეს — შედეგი იგივე იყო. ამის შემდეგ, მათ სამხ. გერმანიის მუზეუმებში და სუდანში დაცული მუმიები და ჩონჩხებიც შეისწავლეს და ყველა მათგანში, ნარკოტიკის კვალი დააფიქსირეს. კვლევა პერუს მუმიების შესწავლით გაგრძელდა და მათ გასაკვირად, ამ უკანასკნელების ანალიზში, მხოლოდ ნიკოტინის კვალი აღმოჩნდა. «კოკაინის მუმიების» აღმოჩენას, სამეცნიერო სამყაროში, ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, იმის გამო, რომ ფარაონების ეპოქაში კოკა, კანაფი და თამბაქო მხოლოდ თავისი ბუნებრივი გავრცელების არეალში, — სამხრეთ ამერიკაში მოდიოდა, კვლევის ავტორები, ყოველდღიურად, უამრავ წერილს იღებდნენ შეკითხვებით, — პასუხი კი, ჯერ არა ჩანდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ნუბის უდაბნოში (ჩრდ-აღმ. სუდანი) აღმოაჩინეს ადამიანის ნეშთები, რომლებიც ბუნებრივი გზით იქცნენ მუმიებად და გაირკვა, რომ ისინი ამ რეგიონში, 3000 წელზე უფრო დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ. ანალიზის შედეგად, მათი უმრავლესობის ქსოვილებში ნიკოტინის კვალი აღმოაჩნდა, ხოლო 56 ადამიანი კოკაინის მომხმარებელი იყო. როგორც გაირკვა, ეგვიპტელები, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად იყენებდნენ გამაბრუებელ ბალახებს, მათრობელ წვენებს და ფესვებს. მაგ., ოპიუმს ბავშვებსაც კი ასმევდნენ, რომ მშობლები ტყუილუბრალოდ არ შეეწუხებინათ. მეცნიერების შეფასებით, ეგვიპტელებმა 800-ზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ იცოდნენ... ოპიუმთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ყაყაჩო ძველ სამყაროში ცნობილი ყვავილი იყო, მაგრამ კოკაინი? როგორ უნდა ავხსნათ, მისი არსებობის კვალი ეგვიპტურ მუმიებში, თან ისე, რომ ცივილიზაციის განვითარების უკვე დადგენილი სურათი არ შეიცვალოს?! როდესაც, ამ აღმოჩენით მიღებულმა, პირველმა შოკმა გადაიარა, მკვლევარებმა გაიხსენეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ, დიდი ხნის წინ, უკვე ცნობილი იყო და მას უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდნენ. 1922 წელს როდესაც ტუტანხამონის სამარხი გახსნეს, იქ მხოლოდ ოქრო და ფარაონის მუმია კი არა, თამბაქოს ხოჭოც აღმოაჩინეს!!! ხოლო, ფრანგმა მეცნიერებმა 1976 წ. რამსეს II მუმიის კვლევის დროს, თამბაქოს ნაწილაკებიც აღმოაჩინეს. ის ბალზამირების ფისოვანი ფენის ქვეშ იყო ნაპოვნი და როგორც მკვლევარები ამტკიცებდნენ, ის იქ შემთხვევით ვერ მოხვდებოდა. გარდა ამისა, თამბაქოს სინჯი აღმოჩენილი იყო მუმიის მუცლის არეშიც. თამბაქოს ფოთოლს, როგორც ცნობილია, ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და ის სხეულს ლპობისგან იცავს. სწორედ ამიტომ, ეგვიპტელები მას გვამების მუმიფიცირების პროცესში იყენებდნენ და სავარაუდოდ, ისინი მას ეწეოდნენ კიდეც. ხოლო, ამის მტკიცებულებად, გიზის პლატოზე წარმოებული გათხრების დროს, აღმოჩენილი თიხის ჩიბუხები გამოდგება, რომლებიც ძვ. წ. აღრ. 2000-1700 წლებით არის დათარიღებული. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ევროპის ქვეყნები სასაცილო ნახატებში: რუსეთი – ღორის უკანალი, უკრაინა – სახედარი...* "მოგზაურობა წარსულში" – ძველი ეგვიპტელების კვალი ამერიკის კონტინენტზე* ფოტოობიექტივშია მსოფლიო – კვირის ამბები* ობიექტი 16 – უცხოპლანეტელების ბაზაზ ოკეანის ფსკერზე* ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ* "გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა* კოლუმბის საიდუმლო380 1-ს მოსწონს
|