პრობლემების ილუსტრირებით, მხატვრები ყურადღებას ჩვენს დროში არსებულ გლობალურ პრობლემებს აქცევენ. იქნება ეს ინტერნეტზე და გაჯეტებზე დამოკიდებულება, გარემოს დაცვა თუ განათლების საკითხები. და ეს, მხოლოდ მცირე ნაწილია, იმ თვალსაჩინო პრობლემებისა, რომელთა გადაჭრა კაცობრიობას სჭირდება.
კორენ შადმი — ნიჭიერი ამერიკელი ილუსტრატორი და კარიკატურისტია, რომლის ნამუშევრები ხელს უწყობს თანამედროვე ცხოვრების რეალობის და პრობლემების დანახვას და განხილვას. იქნება ეს მუდმივი თვალთვალი, თუ სოციალური ქსელებისადმი დამოკიდებულება, მხატვარი ყოველი თემის ილუსტრირებას შთამბეჭდავი ნახატებით ახერხებს. მის ყველა ნამუშევარში, ძალიან კარგად არის ასახული ჩვენი ყოველდღიურობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ნახატებს შეუძლია პრობლემებზე მიგვითითოს.
შადმინის ნამუშევრების უმეტესობა, ისეთი ცნობილი ჟურნალებისთვის შეიქმნა, როგორიცაა: The New York Times, The Wall Street Journal, The New Yorker, The Washington Post და სხვა. ეს ილუსტრაციები მოიცავს, საზოგადოებასთან და თანამედროვე ცხოვრების არასრულყოფილებასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებს.
სამწუხაროდ, კორენის ნამუშევრებს არსებული პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია. მაგრამ, ამ ნახატების ნახვის შემდეგ, შეიძლება ზოგიერთი ადამიანი დაფიქრდეს და მათი მოგვარება დაიწყოს... და საჭირო არ არის გლობალური პრობლემის ერთბაშად მოგვარება, საჭიროა ვინმემ დაიწყოს. შესაძლოა, ამ ცვლილებას, თუ ყველა საკუთარი თავით დაიწყებს, მსოფლიო უკეთესი გახდეს...