ფეხბურთი 15 ფოტო ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს გულის ამაჩუყებელი რომანის შესახებ 2022, 23 მარტი, 19:37 ყველა დროის ერთი-ერთი უდიდესი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს წყვილზე, მსოფლიოში ყველაზე ბევრს და ხშირად საუბრობენ.![]() ლეო და ანტონელა ერთმანეთს 5 წლიდან იცნობენ, ორივე მათგანი ქალაქ როსარიოში გაიზარდა, შემდეგ კი მათი გზები დიდი ხნით გაიყო, გოგონა მესის ახლო მეგობრის და გახლავთ, რომელთან ერთადაც ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა და არგენტინელი სუპერვარსკვლავი ეზოში ბურთს ხშირად აგორებდა.![]() ![]() ერთ დროს საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს დიდი ხნით დაშორდნენ: მესი მსოფლიო სტადიონების დასაპყრობად გაემართა, ანტონელა კი მშობლიურ ქალაქში დარჩა, სადაც დიეტოლოგად მუშაობდა და საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების წესს ეწეოდა.![]() ![]() ერთ დროს უახლოესს მეგობრებს წლების განმავლობაში ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ და 2009 წლამდე საერთოდ არც კი ურთიერთობდნენ... დიდხნიანი პაუზის შემდეგ კი როდესაც მონატრებული მეგობრები პირველად შეხვდნენ გადაწყვიტეს ერთმანეთს აღარ დაშორებოდნენ.![]() წყვილი არაფორმალურ ქორწინებაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, ლეოსა და ანტონელას ქორწილი ოფიციალურად 2017 წლის 30 ივნისს, როსარიოს ერთ - ერთ სასტუმროში შედგა.![]() ლიონელი და ანტონელა მშობლები პირველად 2012 წელს გახდნენ. პირველ ვაჟს ტიაგო დაარქვეს, 2015 წელს მათ მეორე შვილი, მატეო შეეძინათ, 2018 წლის 10 მარტს კი ვარსკვლავურ წყვილს მესამე ვაჟი, ჩირო გაუჩნდა. ფეხბურთელის ვაჟები სტადიონზე ცნობილი მამის საგულშემატკივროდ სულ უფრო ხშირად დადიან.როკუცოს ხშირად ფეხბურთელის ყველაზე მოკრძალებულ მეუღლესაც კი უწოდებენ. ამასთან, თავად მესიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია ანტონელასთან და ნანობს, რომ მასში თავიდანვე მისი ცხოვრების მთავარი ქალი ვერ ამოიცნო.340 შეფასება არ არის |