x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მეგანი და პრინცი ჰარის ქორწილის "საიდუმლო ფოტოები" ლას-ვეგასიდან
პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. მათ დაანონსებულ ქორწინებას მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა და ამ თემას არაერთი სტატია მიეძღვნა.



image




მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში, 1981 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. 18 წლის მარკლმა ილინოისის უნივერსიტეტში თეატრის და საერთაშორისო ურთიერთობების კურსზე ჩააბარა. კარიერის დაწყებამდე კი ბევრს შრომობდა და მიმტანადაც კი მუშაობდა. მსახიობი, მწერალი, საკუთარი ონლაინ-ჟურნალის The Tig -ის მთავარი რედაქტორი (ჟურნალი უკვე დაიხურა, მიზეზი პრინც ჰარისთან ქორწინებისთვის მზადება გახდა), საკუთარი ხელნაწერებითაც შოულობდა ფულს, განსხვავებული კალიგრაფიის წყალობით, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს აფორმებდა. ტელევიზიით პირველად 2002 წელს გამოჩნდა, როდესაც სამედიცინო დრამა General Hospital-ში გადაიღეს. მას შემდეგ, მან არაერთი კინოროლი შეასრულა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა რეიჩელ ზეინის როლმა (ამერიკულ დრამა Suits-ში) მოუტანა.




19 მაისს ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი მოვლენა მოხდა - ბრიტანელი პრინცი ჰარის და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილი გაიმართა. მათ რომანზე მთელი მსოფლიო საუბრობდა, შეყვარებულები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ. მეგანი სასექსის ჰერცოგინია გახდა.




მეგანმა პირველად 2011 წელს პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე იქორწინა, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დაშორების მიზეზი სერიალ Suits-ში გადაღება გახდა, რადგან მეგანს ტორონტოში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.



მეგანისა და ტრევორის ქორწილის სურათებმა გაანადგურა პრინც ჰარის მომავალი მეუღლის რეპუტაცია და გახდა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, რომ მეგანი არ არის ჰარისთვის შესაფერისი წყვილი.




ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე არაა კმაყოფილი შვილიშვილის არჩევანით და იმასაც ამატებენ, რომ მას აქვს ამის მიზეზი. მეგანი 2011 წლიდან სერიალ "ფორს-მაჟორში" თამაშობდა, სადაც არაერთი თამამი და ეროტიკული სცენა აქვს შესრულებული და მიუხედავად იმისა, რომ ნიშნობამდე მიატოვა მან გადაღებები და სრულიად კარიერა, დედოფლის გულის მოსაგებად, ეს მიზეზი საკმარისი არ აღმოჩნდა.




მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




ფოტოგრაფი ელისონ ჯექსონი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი მისი სკანდალური და შოკისმომგვრელი ფოტოებით, რომლებზეც ცნობილი მხატვრები, პოლიტიკოსები და ბრიტანეთის სამეფო ოჯახია გამოსახული.





საინტერესო მის საქმიანობაში არის ის, რომ ელისონი ქირაობს ცნობილების მსგავს ადამიანებს, გრიმით უფრო ამსგავსებს მათ და იღებს პროვოკაციულ ფოტოებს და შემდეგ მედია საშუალებები ამ ფოტოებს ასაღებს, როგორც რეალურს.



ჯექსონი ამაყობს საკუთარი შრომით და ამბობს, რომ ისინი მართლაც თითქმის რეალურია. იმისათვის კი, რომ დავრწმუნდეთ ტყუილად ხომ არ ამაყობს ფოტოგრაფი, მოდით, დავათვალიეროთ კრებული, სადაც მეგანი და პრინცი ჰარის (დუბლიორების) საიდუმლო ქორწილია გამოსახული ლას-ვეგასში.




მეგანი და პრინცი ჰარის "საიდუმლო ფოტოები" ლას-ვეგასიდან



imageimageimageimage



იხილეთ აგრეთვე:



ცნობილებისა და პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებსაც ფოტოგრაფი ქმნისimage




0
399
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0