x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რას მალავენ ვარსკვლავები კაბის ქვეშ? იდეა თქვენც მოგეწონებათ
image


ეკრანებზე ჩვენი კუმირი ვარსკვლავები ყოველთვის იდეალურად გამოიყურებიან. მართალია ამაში ისინი ხარჯავენ მილიონობით თანხას, თუმცა ყოველდღიურ სტილზეც ცუდს ვერაფერს ვიტყვით. გგონიათ რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან და მათი დამატყვევებელი ფიგურა არანაირ მაგიას არ ფლობს? ცდებით! გარდა იმისა, რომ ისინი რეგულარულად დადიან სპორტულ დარბაზებში, იცავენ დიეტას და სწორი კვების რეჟიმს, მაინც უხდებათ ისეთი ხრიკების გამოყენება, რომლებიც მათ ფორმებს უფრო მომხიბვლელს გახდის.


მაშ, რას მალავენ ვარსკვლავები კაბის ქვეშ?


1. ევა ლონგორია. (Eva Longoria) ევა პაპარაცებმა ლოს–ანჯელესში, ერთ–ერთ რესტორანში ვიზიტის შემდეგ გამოიჭირეს. მანქანაში ჩაჯდომის დროს გამოაშკარავდა ევას დამხმარე საცვალი, რომელიც მისი ბარძაყების მოცულობას ამცირებდა.


გასულ წელს მსახიობმა თვითონ აღიარა, რომ ხშირად იყენებს დამხმარე საცვალ–შორტს და მისი სურათები წითელი ხალიჩიდან, უბრალოდ ილუზიაა.image




2. ჯენიფერ ლოპეზი. (Jennifer Lopez) ჰოლივუდის ვარსკვლავის ერთ–ერთი განუყრელი სამოსია დამხმარე საცვალი–შორტი. თუ ევა მათ მხოლოდ წითელ ხალიჩაზე და განსაკუთრებული დღეებისთვის იყენებს, ჯენიფერისთვის ის განუყრელია, რადგან პაპარაცებმა მის ყოველდღიურ სტილშიც დააფიქსირეს.imageimage




3. რიზ უიზერსპუნი. (Reese Witherspoon) მას უზარმაზარი და მსუქანი ფეხები არ აქვს და მისი გულშემატკივრები აღშფოთდნენ, როდესაც ეს პაპარაცული ფოტო ნახეს. ზღვაზე გადაღებულმა ფოტოებმა ბიკინში, კიდევ უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია.imageimage




4. კიმ კარადაშიანი. (Kim Kardashian) ჰოლივუდის შავგვრემანი ლამაზმანი ყოველთვის და ყველაფრისთვის იყენებს თავისებურ ხრიკებს, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს, ამას კი არსად მალავს. ჟურნალ Elle-ში ისიც აღიარა, რომ ზოგჯერ ორ წყვილ დამხმარე საცვალს იცვამს სიტუაციიდან გამომდინარე.


თუმცა, დახმარე საცვალი-შორტი ერთადერთი არაა რასაც კიმი იყენებს, მან რჩევაც კი გასცა მათთვის, ვინც კაბებს ღრმა დეკოლტეთი ანიჭებენ უპირატესობას. "თქვენს მკერდს არაუჩვეულებრივ ხიბლს შესძენთ, თუ სახვევად გამოიყენებთ ტექსტილის ლენტს და არავითარი ბიუსტჰალტერი"- ამბობს კიმი.imageimageimage





5. ალიონა ვოდონაევა. (Алена Водонаева) "სახლი2"-ის მონაწილე რუსმა ვარსკვლავმაც გაგვანდო თავისი "ბორცვების" საიდუმლო. "ისინი იმიტომაა ასე მაღალი, რომ წებოვან ლენტს ვიყენებ"- თქვა მან საჯაროდ საკუთარ Instagram-ზე.image




6. კაილი ჯენერი. (Kylie Jenner) კიმ კარდაშიანის 18 წლის დამ, რომელიც პროფესიით მოდელია, გაგვანდო საიდუმლო, თუ როგორ შევიტანოთ კორექტირებები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.

მან ისიც აღიარა, რომ ატარებს კორსეტს, რომელიც ეხმარება არა მარტო წელის ზომის შემცირებას, არამედ მუცლის კუნთების ტონუსსაც. თხელი წელის იდეალებისგან კაილი ჯერ შორსაა, თუმცა ყოველდღიურად ატარებს კორსეტს.imageimage




7. რეიჩალ ბლუმი. (Rachel Bloom) 29 წლის მსახიობი არ იყენებს ნაწილობრივ მაკორექტირებელ კორსეტს თუ დამხმარე საცვალს, მას მთლიანი "ბოდე" აცვია.image



აი, ამას მალავენ თქვენი კუმირი ვარსკვლავები კაბის ქვეშ

imageimageimage



იხილეთ აგრეთვე:



● იცოდით რატომ იცმევენ ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელს ჩვენი ცნობილები?image



უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი კუმირი ვარსკვლავებიimage



ვარსკვლავური ფიასკო- ანუ საჯაროდ შერცხვენილი ცნობილებიimage




მზიანი ყვითელი და ვნებიანი წითელის შერწყმითა და კომბინაციით მიღებული სელებრითთა ნარინჯისფერი სტილიimage




9 ყველაზე მოდურად ჩაცმული სელებრითი მანდილოსანიimage


0
5036
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5036
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0