x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138984
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ვერსიის მიხედვით, ამ ქვეყნების ნახტომისებური განვითარება ტამპლიერების დამსახურებაა (ნაწილი II)

image


სტატიის დასაწყისი


მოულოდნელი ფინანსური აღმავლობა და მასშტაბური მშენებლობები

ეს ზუსტად ის კვალია, რომელსაც უნდა გავყვეთ - ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ ორს, შვეიცარიას და ლატვიას.

შვეიცარია, როგორც ერთიანი სახელმწიფო, ისტორიულ ავანსცენაზე 1291 წელს გამოჩნდა, კანტონების შვიცის, ურის და უნტერვალდენის შეთანხმების შედეგად. ამ მიწებზე პრეტენზია ჰქონდათ წმინდა რომის იმპერიის იმპერატორებს და შვეიცარიელებს მუდმივი ბრძოლა უწევდათ. მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის, შცეიცარია ჯერ კიდევ არ იყო ბანკირების ქვეყანა, მაგრამ იქ უკვე ჩამოყალიბებული იყო საკმაოდ ბევრი ქალაქი და ვითარდებოდა მრეწველობა. ზუსტად ამ დროისთვის, 1307 წლის შემდეგ, შვეიცარიაში დაიწყო სამშენებლო ბუმი, გაჩნდა ბანკები, აგრეთვე რაინდები ტამპლიერების წითელჯვრიანი თეთრი მოსასხამებით. ლეგენდის მიხედვით, ისინი სათავეში ედგნენ გლეხების და მეტყევეების რაზმებს, რომლებიც პარტიზანულად იბრძოდნენ იმპერიის წინააღმდეგ. რაინდები საღად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ: ისინი განძეულობას მიწაში კი არ ფლავდნენ, არამედ აშენებდნენ, სუბსიდიებს დებდნენ მატყლისა და ბამბის მრეწველობაში, აარსებდნენ ბანკებს.


imageსაკათედრო ტაძარი. ქ. ლოზანა

image

საკათედრო ტაძარი. ქ. ბაზელი

image

ანტონიტერკირხე. ქ.ბერნი

ანალოგიური სურათი იყო ლატვიაშიც. აქ უფრო ნათლად ჩანს მშენებლობის მდგომარეობა 1315 წლამდე და მის შემდეგ. თუ 1315 წლამდე იქ სულ ორი ციხე-სიმაგრე იყო, შემდგომ წლებში ერთროულად 34-ის მშენებლობა დაიწყეს, ლივონიის ორდენის ტერიტორია კი 100-ჯერ გაიზარდა–750 კვადრატული კილომეტრიდან 67 000 კვადრატულ კილომეტრამდე. რიგაში, რომელიც 100 წლით ადრე დააარსა ეპისკოპოსმა ალბერტმა, ხის ნაგებობები იყო, ახლა კი ქვის ნაგებობები ჭარბობდა. ქალაქში გაჩნდა 3 გოთიკური ტაძარი და მტკიცე, მაღალი კედლები. მაგრამ, ორდენი (ლივონიის ორდენი), რომლის სახსრებითაც ამდენი რამ აშენდა, პრაქტიკულად ღარიბი იყო. მაშ, საიდან ამდენი ფინანსები? სავსებით შესაძლებელია მეტაძრეებისგან.


imageევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია. ქ.დაუგავა
imageსიგულდას ძველი ციხე
imageწმინდა ფრანცისკეს ეკლესია. ქ. რიგა

ზოგადად, ტამპლიერებს, ტევტონებს და ლივონიელებს ხომ თითქმის მსგავსი წესდება აქვთ და განსხვავდებიან მხოლოდ მანტიის ფერითა და ჯვრებით. ტევტონებისა და ლივონიელების მისიონერული პოლიტიკა კი, ცოტა რამით თუ განსხვავდება წმინდა მიწაზე ჯვაროსნული ლაშქრობებისგან. მათაც უნდოდათ რაინდული სახელმწიფოს აშენება, მაგრამ არა პალესტინაში, არამედ მაშინდელი ევროპის აღმოსავლეთ განაპირას, წარმართულ ლატვიაში და სამხრეთ ესტონეთში. და ამ საქმისთვის რაინდი ტამპლიერები არ დაიშურებდნენ არანაირ განძეულობას.

რა თქმა უნდა, ლტოლვილი რაინდების და ტამპლიერების სიმდიდრის კვალი სხვა ქვეყნებშიც შეიძლება აღმოვაჩინოთ, მაგალითად, ესპანეთში და პოტუგალიაში, სადაც გადასახლდა მეტაძრეების ნაწილი თავიანთი სახსრებითურთ. იქ მაშინვე გაჩნდა ახალი რაინდული ორდენები, ტამპლიერების მემკვიდრეები; რაინდების ნაწილი კი მშვიდობით გადავიდა ლა-მანშზე და დამკვიდრდა ინგლისსა და შოტლანდიაში.

სხვათაშორის, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ დიდი ალქიმიკოსის, რაიმუნდ ლულის განთქმულ ოქროს, სინამდვილეში არა ალქიმიური წარმოშობა აქვს, არამედ ტამპლიერების ოქროა. უბრალოდ წარმოუდგენელია, 25 ტონა ოქროს მონეტების შექმნა ასეთ მოკლე ხანში, ხოლო თვითონ ლული, ისტორიკოსების უმეტესობის აზრით, არასოდეს ყოფილა ინგლისში.


imageრაიმუნდ ლული





იხილეთ შემდეგი სტატიები:





სად გაიტანეს და გადამალეს განძი, ქრისტეს უქონელმა რაინდებმა-ტამპლიერებმა (ნაწილი I)

image

შესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები

image

რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image

შესაძლოა პუშკინის და დანტესის დუელის მიზეზი არა ქალი, არამედ მამაკაცი იყო

image

სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image

კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები

image

ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს

image

ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image

ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image





0
397
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
397