x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138419
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ გადავიტანოთ სიცხე, თუ არ გვაქვს კონდიციონერი (რჩევები და გავრცელებული შეცდომები)
image


ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელ სივრცეში კონდიციონერი დაამონტაჟოს, საკმაოდ მაღალი ღირებულების გამო, ამიტომ ყველა თავისებური მეთოდებით ცდილობს გაუსაძლის სიცხეებთან ბრძოლას, თუმცა ზოგიერთი მეთოდი მცდარია. ქვემოთ მოყვანილი მასალა გაგაცნობთ, თუ როგორ გადავიტანოთ სიცხე და არ დავუშვათ შეცდომები.



ცხელ, მზიან დღეს, ფანჯრის გამოღება ცუდი იდეაა



image



სიცხის პერიოდში ფანჯარა და აივნის კარი საღამოს უნდა გამოვაღოთ, დილით ჯობია მივხუროთ და სქელი ფარდები ჩამოვაფაროთ, რათა ცხელმა ჰაერმა ბინაში არ შემოაღწიოს. განსაკუთრებით ეს ეხება მზიანი მხარის ფანჯრებს. თუ ბინაში ერთი ფანჯარა მაინც არის გამუდმებით ჩრდილში მოქცეული(მაგალითად, თუ დიდი ხის ჩრდილი ადგება), მაშინ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ღია დავტოვოთ.



ცივმა წყალმა შეიძლება ანგინამდე მიგვიყვანოს



image



ბევრი თვლის, რომ სიცხეში ყველაზე კარგი იდეა ძალიან ცივი წყლის მირთმევაა. მაგრამ სიცხეში გაყინული წყლის დალევა საშიშია, რადგან შეიძლება ანგინა გამოიწვიოს. ძალიან დიდი სიცხის დროს ორგანიზმი სუსტდება, შესაბამისად იმუნიტეტიც შედარებით დაბალია, ვიდრე კომფორტული ტემპერატურის დროს, ეს კი შესანიშნავი გარემოა მიკრობებისთვის. ყინულიანი წყლის დალევის შემდეგ დაფიქსირებულია ე.წ. ელვისებური ანგინის შემთხვევები. იგი როგორც წესი, მთელი სხეულის შეციებით და კანკალით იწყება. ამიტომ თუ არ შეგიძლიათ ცივი წყლის გარეშე, ჯობია ასე მოიქცეთ: საღამოს საყინულეში მოათავსეთ წყლიანი პლასტიკის ბოთლი. დილით ადრე უნდა გამოიღოთ და დადგათ ოთახის ტემპერატურაზე. წყლის თანდათანობით გალღობისას მიირთვით ცოტ-ცოტა ეს წყალი და ასე მთელი დღის განმავლობაში. ასე მიიღებთ სასარგებლო წყალს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.



ცხელი მწვანე ჩაი საუკეთესო არჩევანია



image



არ მიგიქცევიათ ყურადღება იმ ფაქტისთვის, რომ ცხელი ქვეყნების მაცხოვრებლები, ყოვეთვის მიირთმევენ ცხელ ჩაის, ამასთან თავიდან ფეხებამდე თავიანთ ეროვნულ ტანსაცმელში არიან "შეფუთული"? ახსნა: ცხელი მწვანე ჩაი აფართოვებს სისხლძარღვებს, ისევე როგორც ყველა ცხელი სასმელი. ამის შედეგად დაბლა იწევს არტერიული წნევა და ძლიერდება ოფლის გამოყოფა. ორგანიზმი ჩქარა გრილდება და სხეული აღარ ოფლიანობს. გრილი წყალი კი ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების მკვეთრ გაციებას, ამიტომ ორგანიზმი რთავს დამცავ მექანიზმს და იძლევა ბრძანებას სხეულის ტემპერატურის აწევისა. შედეგად სისხლძარღვები ვიწროვდება, წნევა მატულობს, ძლიერი ოფლდენა კიდევ დიდხანს გრძელდება ცივი სასმელების მიღების შემდეგ. განსაკუთრებით ეს ცივ გაზირებულ წყალს და ბურახს ეხება.



ვენტილატორი უნდა მოვათავსოთ ისე, რომ ადამიანს პირდაპირ არ უბერავდეს




image



ვენტილატორი უბრალი და შედარებით იაფი მოწყობილობაა, რომელიც ძალიან ცხელ დღეებში გვეხმარება. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იდეაში იგი ორპირი ქარია. ორპირმა ქარმა კი შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ძლიერი ტკივილი ანუ კუნთების ქსოვილების ანთება, რომელსაც ტემპერატურის ცვალებადობა იწვევს. არ შეიძლება აგრეთვე ორპირ ქარში ძილი, რასაც კისრის, წელის და ზურგის ტკივილი მოსდევს. მან შეიძლება აგრეთვე თვალების ანთება, სურდო და ანგინაც გამოიწვიოს.



სიცხეში სითხეების მენიუს სწორად შერჩევით ჯანმრთელობას გადავირჩენთ



image



სიცხეში როგორც წესი, ადამიანს გაძლიერებული ოფლის გამოყოფა ეწყება. ოფლთან ერთად ორგანიზმი კარგავს ტენიანობას და დიდი რაოდენობით მოკროორგანიზმებს. ამიტომ სითხეების მიღების რაციონი მრავალფეროვანი უნდა გავხადოთ და დავამატოთ ხილისა და ბოსტნეულის წვენები, პიტნისა და მელისას ნახარშები. წყლის მიღების დროს მას ცოტაოდენი ლიმონის წვენი დაუმატოთ. სულ აუტანელ სიცხეში კი ჯობია მოვიღოთ ოდნავ მარილიანი წყალი, იმდენად რამდენადაც ორგანიზმში წყალს ყველაზე ეფექტურად მარილი აკავებს. თუმცა სიფრთხილე გვმართებს, ზედმეტი არ მოგვივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახისა და კიდურების შეშუპება არ აგვცდება.



გრილი შხაპის მაგივრად ყურები დაისველეთ



image



თუ გრილი შხაპის მიღების საშუალება არ გაქვთ, დაისველეთ ყურები ცივი წყლით. ძლიერი სიცხის დროს სახის ცივი წყლით დაბანა პანაცეა არ არის (ამასთან, ყველა ქალბატონი არ გააკეთებს ამას მაკიაჟის გამო). საჭიროა უბრალოდ მაქსიმალურად დავისველოთ ყურის ბიბილოები ცივი წყლით. და კიდევ ერთი ადგილი, რომელიც ასეთი თვისებით გამოირჩევა-იდაყვებია.



ჰაერის დამატენიანებლის ნაცვლად... სველი სარეცხი!



image



გააშრეთ სარეცხი პირდაპირ ოთახში, სადაც ისვენებთ ან მუშაობთ. ჯერ ერთი, სარეცხის ფხვნილი და სარეცხის კონდიციონერის სასიამოვნო სურნელი დატრიალდება, მეორე, ჰაერი, რაღაც დროის განმავლობაში დატენიანდება და თქვენ ოთახში ზაფხულის ნაცვლად ცოტა ხნით გაზაფხული დადგება.



წყლიანი თასიც გამოსავალია



image



ეს კი ჩვენი ბებიების რჩევაა. მაღალი ტემპერატურის დროს საცხოვრებელ ოთახში უშუალოდ ადამიანის გვერდით დავდგათ ძალიან ცივი წყლით სავსე თასი. იგი ჰაერს დაატენიანებს და ცოტა აგრილდება. ეს მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია, განსხვავებით პირდაპირ მომართული ვენტილატორისა.



და ბოლოს, ბლიც-რჩევები:

● უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის ტანსაცმელს;

● თუ ტკბილის მირთმევა მოისურვეთ, მიირთვით ტკბილი ხილი და არა ნამცხვარი;

● ბოსტნეული და ხორცი ჯობია მოხარშოთ და არა შეწვათ (შებოლილი ხორცისგან, მარინადებისგან და კონსერვებისგან თავი შეიკავეთ);

● თუ სიცხეში განსაკუთრებით ცუდად გრძნობთ თავს (თავბრუ გეხვევათ, წნევა თამაშობს, თვალები გიბნელდებათ და სხვ.), ჯობია 11.00 საათიდან 17.00 საათამდე შენობაში იყოთ;

● გაირუჯეთ მხოლოდ დილით ან 16 საათის შემდეგ;

● სიცხეში გამოიყენეთ მინიმუმ კოსმეტიკური საშუალებები.



image







იხილეთ შემდეგი:





18 ფოტო, რომელმაც მსოფლიო გააოცა

image


11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო)

image


ბრენდების გაყალბების სასაცილო ნიმუშები

image


მთელ მსოფლიოში პოპულარული ნივთები, რომლებიც ჩუქჩებმა გამოიგონეს, მათ შორისაა მზის სათვალეც

image


ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება

image


12 სიმბოლოს დანიშნულება და წარმოშობის ისტორია (ბანქო, ამობრუნებული ჯვარი, თავის ქალა და ა.შ.)

image


ბუნების 6 საოცრება, რომელიც ნებისმიერ საშინელებათა ფილმზე უარესია (+ვიდეო)

image


ხუთი ცხოველი, რომელთა შექმნისას დედა-ბუნება "ცუდ ხასიათზე იყო" (+ვიდეო)

image


იაპონური სფერო-ნებისმიერი სტიქიური უბედურებებისაგან თავის დაცვის უნივერსალური აპარატი (+ვიდეო)

image







0
628
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0